საადვოკატო მომსახურება სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისში

1. ბრალდებულის უფლებების დაცვა გამოძიების ეტაპზე

ადვოკატი იცავს ბრალდებულის უფლებებს დაკავების, ბრალის წარდგენისა და საგამოძიებო მოქმედებების დროს. მომსახურება მოიცავს საქმის მასალების შესწავლას, დაკითხვაში მონაწილეობას, შუამდგომლობების მომზადებასა და უკანონო მოქმედებების გასაჩივრებას.

ვრცლად: ბრალდებულის უფლებების დაცვა გამოძიების ეტაპზე

2. დაცვის სტრატეგიის შემუშავება და ალტერნატიული გამოძიების ჩატარება

საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე ადვოკატი შეიმუშავებს დაცვის ინდივიდუალურ სტრატეგიას. ალტერნატიული გამოძიება მოიცავს დაცვისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და მტკიცებულებების კანონით დაშვებული გზებით მოპოვებას, მოწმეთა გამოკითხვასა და საჭირო ექსპერტიზის ორგანიზებას.

ვრცლად: დაცვის სტრატეგიის შემუშავება და ალტერნატიული გამოძიების ჩატარება

3. მოწმის უფლებების დაცვა

ადვოკატი მოწმეს განუმარტავს მის უფლებებსა და მოვალეობებს და მონაწილეობს გამოკითხვასა თუ დაკითხვაში. სამართლებრივი დახმარება ემსახურება მოწმის დაცვას უკანონო ზეწოლისა და საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულებისგან.

ვრცლად: მოწმის უფლებების დაცვა

4. წარმომადგენლობა აღკვეთის ღონისძიების განხილვისას

ადვოკატი იცავს ბრალდებულის ინტერესებს პატიმრობის, გირაოსა და სხვა აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს. აფასებს პროკურატურის მოთხოვნის დასაბუთებულობას და წარადგენს არგუმენტებსა და მტკიცებულებებს პატიმრობის თავიდან ასაცილებლად ან გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების შესაცვლელად.

ვრცლად: წარმომადგენლობა აღკვეთის ღონისძიების განხილვისას

5. დაცვა პირველი ინსტანციის სასამართლოში

ადვოკატი ახორციელებს ბრალდებულის დაცვას წინასასამართლო სხდომასა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. მომსახურება მოიცავს მტკიცებულებების დასაშვებობაზე დავას, მოწმეთა დაკითხვას, დაცვის მტკიცებულებების წარდგენასა და დასკვნითი სიტყვის მომზადებას.

ვრცლად: დაცვა პირველი ინსტანციის სასამართლოში

6. წარმომადგენლობა საპროცესო შეთანხმებისას

ადვოკატი აფასებს საპროცესო შეთანხმების პირობებს და ბრალდებულს განუმარტავს მის სამართლებრივ შედეგებს. მონაწილეობს პროკურორთან მოლაპარაკებებსა და შეთანხმების სასამართლო განხილვაში, რათა ბრალდებულმა გადაწყვეტილება ინფორმირებულად და ნებაყოფლობით მიიღოს.

ვრცლად: წარმომადგენლობა საპროცესო შეთანხმებისას

7. წარმომადგენლობა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში

ადვოკატი შეისწავლის განაჩენსა და საქმის მასალებს, შეაფასებს გასაჩივრების საფუძვლებს და მოამზადებს სააპელაციო ან საკასაციო საჩივარს. წარმომადგენლობა მოიცავს დაცვის პოზიციის დასაბუთებას შესაბამისი ინსტანციის უფლებამოსილებისა და საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

ვრცლად: წარმომადგენლობა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში

8. დაზარალებულის უფლებების დაცვა

ადვოკატი ეხმარება დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს გამოძიებასა და სასამართლოში საკუთარი უფლებების განხორციელებაში. მომსახურება მოიცავს დაზარალებულად ცნობის მოთხოვნას, მტკიცებულებების წარდგენას, განცხადებების მომზადებასა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებების გასაჩივრებას.

ვრცლად: დაზარალებულის უფლებების დაცვა

9. არასრულწლოვნის უფლებების დაცვა

არასრულწლოვნის სამართლებრივი დახმარება ხორციელდება მისი საუკეთესო ინტერესების, ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. ადვოკატი იცავს არასრულწლოვნის უფლებებს გამოკითხვის, დაკითხვის, დაკავებისა და სასამართლო განხილვის დროს, მისი საპროცესო სტატუსის შესაბამისად.

ვრცლად: არასრულწლოვნის უფლებების დაცვა

10. მსჯავრდებულის უფლებების დაცვა

ადვოკატი იცავს მსჯავრდებულის უფლებებს სასჯელის მოხდის პერიოდში, მათ შორის სამედიცინო დახმარების, უსაფრთხოებისა და პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილებების გასაჩივრების საკითხებზე. მომსახურება ასევე მოიცავს პირობით ვადამდე გათავისუფლების, სასჯელის შეცვლისა და შეწყალების საკითხებზე სამართლებრივ დახმარებას.

ვრცლად: მსჯავრდებულის უფლებების დაცვა

11. ძებნილი პირის უფლებების დაცვა

ადვოკატი ამოწმებს ძებნის საფუძველს, არკვევს პირის საპროცესო სტატუსს და აფასებს დაკავებისა და პატიმრობის რისკებს. მომსახურება მოიცავს გამოძიებასთან კომუნიკაციას, ნებაყოფლობით გამოცხადების დაგეგმვასა და პირის დაცვას დაკავებისა და შემდგომი საპროცესო მოქმედებების დროს.

ვრცლად: ძებნილი პირის უფლებების დაცვა

12. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დაცვა

ადვოკატი იცავს პირის უფლებებს საქართველოში საექსტრადიციო დაკავების, პატიმრობისა და ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვის ეტაპებზე. შეისწავლის უცხო სახელმწიფოს მოთხოვნას, აფასებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გადაცემის დამაბრკოლებელ სამართლებრივ გარემოებებსა და ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს და ამზადებს შესაბამის საჩივრებს.

ვრცლად: ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დაცვა

13. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმომადგენლობა

ადვოკატი აფასებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული უფლებების შესაძლო დარღვევასა და საჩივრის დასაშვებობის პირობებს. მომსახურება მოიცავს სტრასბურგის სასამართლოსთვის საჩივრის მომზადებას, საქმის წარმოებისას წარმომადგენლობას და განსაკუთრებულ, გადაუდებელ შემთხვევებში დროებითი ღონისძიების მოთხოვნას.

ვრცლად: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმომადგენლობა

გჭირდებათ სისხლის სამართლის ადვოკატი?