ექსტრადიციის ადვოკატი საქართველოში

ექ­სტრა­დი­ცია არის სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ერთი სა­ხელ­მწი­ფო მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სცემს ძებ­ნილ პირს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ან კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბის მიზნით.

საქართველოში ექ­სტრა­დი­ცი­ის პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს უცხო სა­ხელ­მწი­ფოს მო­თხოვ­ნის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის, ინტერპოლის არ­ხე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ან პი­რის და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ველზე.

ექ­სტრა­დი­ცი­ის საქ­მე მო­ი­თხოვს სწრაფ სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­გი­რე­ბას, რად­გან პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს პი­რის და­კა­ვე­ბას, სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბას, უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ში გა­და­ცე­მა­სა და ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის რე­ა­ლურ საფრ­თხეს.

ავთანდილ გიორგაძე ახორ­ცი­ე­ლებს ექ­სტრა­დი­ცი­ას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პი­რის დაც­ვას საქართველოში — და­კა­ვე­ბის, სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბის, ექ­სტრა­დი­ცი­ის და­საშ­ვე­ბო­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბის ეტა­პებზე.

რას ნიშნავს ექსტრადიცია?

ექ­სტრა­დი­ცია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მა­შინ, რო­დე­საც უცხო სა­ხელ­მწი­ფო საქართველოსგან ითხოვს მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი პი­რის გა­და­ცემას:

  • სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის მიზნით;
  • სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის აღ­სას­რუ­ლებლად;
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის სა­ფუძ­ველზე;
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ან ნაც­ვალ­გე­ბის პრინ­ცი­პით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვაში.

უცხო სა­ხელ­მწი­ფოს მიერ პი­რის ძებ­ნა ან ექ­სტრა­დი­ცი­ის მო­თხოვ­ნის გა­მო­გზავ­ნა არ ნიშ­ნავს, რომ საქართველო მას ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­სცემს.

უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა შე­ა­მოწმონ:

  • აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა მო­თხოვ­ნა ფორ­მა­ლურ და სა­მარ­თლებ­რივ პი­რო­ბებს;
  • არის თუ არა ქმე­დე­ბა, რო­მელ­საც ედა­ვე­ბა ქვე­ყა­ნა და­ნა­შა­უ­ლი ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნონ­მდებ­ლობით;
  • ხომ არ არ­სე­ბობს ექ­სტრა­დი­ცი­ის გა­მო­მრი­ცხა­ვი გა­რე­მოება;
  • ხომ არ ემუქ­რე­ბა პირს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის რე­ა­ლუ­რი საფრთხე;
  • არის თუ არა და­ცუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­თა და საქართველოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნები.

საერთაშორისო ძებნა და ინტერპოლი

ექ­სტრა­დი­ცი­ის საქ­მე ხში­რად იწყე­ბა ინტერპოლის წი­თე­ლი ცნო­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის ან უცხო სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სხვა შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველზე.

ინტერპოლის წი­თე­ლი ცნო­ბა თა­ვის­თა­ვად არ წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს. იგი ეფუძ­ნე­ბა წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს პი­რის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის დად­გე­ნის, დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბი­სა და შემ­დგო­მი სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბის სა­ფუძ­ველი.

ად­ვო­კა­ტი ამოწ­მებს:

  • რო­მე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ეძებს პირს;
  • რა და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ძებნა;
  • ეფუძ­ნე­ბა თუ არა ძებ­ნა და­კა­ვე­ბის მოქ­მედ გა­და­წყვე­ტი­ლებას;
  • ხომ არ არის საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ან დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ხა­სი­ათის;
  • შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა ინტერპოლის წე­სებს;
  • არ­სე­ბობს თუ არა მო­ნა­ცე­მე­ბის გას­წო­რე­ბის ან ინტერპოლის სის­ტე­მი­დან წაშ­ლის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველი.

სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის არ­სე­ბო­ბი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია ინტერპოლის შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გას­წო­რე­ბის, წვდო­მის ან წი­თე­ლი ცნო­ბის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა. ეს პრო­ცე­დუ­რა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია საქართველოს სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ექ­სტრა­დი­ციო საქ­მისგან.

პირის დაკავება ექსტრადიციის მიზნით

სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ში მყო­ფი პირი საქართველოში შე­იძ­ლე­ბა და­ა­კა­ვონ უცხო სა­ხელ­მწი­ფოს მო­თხოვ­ნის ან სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ხე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველზე.

და­კა­ვე­ბულ პირს უფ­ლე­ბა აქვს:

  • იცო­დეს და­კა­ვე­ბის მი­ზეზი;
  • მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლი სა­ხელ­მწი­ფო და რა სა­ფუძ­ვლით ითხოვს მის გა­და­ცემას;
  • და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ისარ­გებ­ლოს ად­ვო­კა­ტის დახ­მა­რებით;
  • ჰქონ­დეს ად­ვო­კატ­თან კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კაცია;
  • ისარ­გებ­ლოს დუ­მი­ლის უფ­ლებით;
  • სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღოს თარ­ჯიმ­ნის მომ­სა­ხუ­რება;
  • და­უ­კავ­შირ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ქვეყ­ნის სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლებას;
  • გა­ა­სა­ჩივ­როს და­კა­ვე­ბი­სა და პა­ტიმ­რო­ბის კა­ნო­ნი­ე­რება;
  • წა­რად­გი­ნოს ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ­გუ­მენ­ტე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბები.

ად­ვო­კა­ტი ამოწ­მებს და­კა­ვე­ბის სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს, პი­რის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის სის­წო­რეს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის მოქ­მე­დე­ბა­სა და სა­პრო­ცე­სო ვა­დე­ბის დაცვას.

საექსტრადიციო პატიმრობა

ექ­სტრა­დი­ცი­ის მო­თხოვ­ნის გან­ხილ­ვის პე­რი­ოდ­ში სა­სა­მარ­თლომ შე­იძ­ლე­ბა პი­რის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა. მისი მი­ზა­ნია პი­რის შე­საძ­ლო გა­და­ცე­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და პრო­ცე­სის­თვის თა­ვის არი­დე­ბის რის­კის შემ­ცი­რება.

სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს ავ­ტო­მა­ტუ­რად მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის არ­სე­ბო­ბის გამო. სა­სა­მარ­თლომ უნდა შე­ა­ფასოს:

  • პი­რის მი­მალ­ვის რე­ა­ლუ­რი რისკი;
  • საქართველოში მისი მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გილი;
  • ოჯა­ხუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რები;
  • ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რეობა;
  • წარ­სულ­ში პრო­ცეს­თან თა­ნა­მშრომ­ლობა;
  • პი­რის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხები;
  • ნაკ­ლე­ბად მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლობა;
  • პა­ტიმ­რო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და პრო­პორ­ცი­უ­ლობა.

ად­ვო­კა­ტი სა­სა­მარ­თლოს წა­რუდ­გენს გა­რე­მო­ე­ბებ­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ამ­ცი­რებს მი­მალ­ვის რისკს და ასა­ბუ­თებს პა­ტიმ­რო­ბის ნაც­ვლად ნაკ­ლე­ბად მკაც­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლობას.

საექსტრადიციო პატიმრობის შეცვლა

თუ შე­იც­ვა­ლა საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, შემ­ცირ­და მი­მალ­ვის რის­კი, გა­ჭი­ა­ნურ­და ექ­სტრა­დი­ცი­ის პრო­ცე­სი ან გა­მო­ვლინ­და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა, შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის ან გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველი.

ად­ვო­კატი:

  • სწავ­ლობს პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლებას;
  • ამოწ­მებს პა­ტიმ­რო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ვლებს;
  • აგ­რო­ვებს პი­რის ოჯა­ხუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მა­სა­ლებს;
  • ამ­ზა­დებს პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის ან გა­უქ­მე­ბის მო­თხოვნას;
  • კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში ასა­ჩივ­რებს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლებას.

პა­ტიმ­რო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა უნდა შე­ფას­დეს მთე­ლი სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში და არა მხო­ლოდ მისი პირ­ვე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის დროს.

ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა

უცხო სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­მო­გზავ­ნი­ლი ექ­სტრა­დი­ცი­ის მო­თხოვ­ნა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­სა­მარ­თლო კონ­ტროლს. სა­სა­მარ­თლო წყვეტს, არის თუ არა პი­რის უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ში ექ­სტრა­დი­ცია სა­მარ­თლებ­რი­ვად და­საშ­ვები.

სა­სა­მარ­თლო, არ აფა­სებს და არ წყვეტს, ჩა­ი­დი­ნა თუ არა პირ­მა უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ში წარ­დგე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. მისი ამო­ცა­ნაა შე­ა­მოწ­მოს ექ­სტრა­დი­ცი­ის მო­თხოვ­ნის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა და გა­და­ცე­მის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის არ­სე­ბობა.

ად­ვო­კა­ტი სა­სა­მარ­თლოში:

  • სწავ­ლობს უცხო სა­ხელ­მწი­ფოს ექ­სტრა­დი­ცი­ის მო­თხოვ­ნა­სა და თან­დარ­თულ დო­კუ­მენ­ტებს;
  • აფა­სებს ქმე­დე­ბის ორ­მა­გი დას­ჯა­დო­ბის მო­თხოვნას;
  • ამოწ­მებს ხან­დაზ­მუ­ლო­ბის სა­კითხს;
  • აფა­სებს შე­საძ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ნიშ­ნებს;
  • სწავ­ლობს მო­თხოვ­ნის გა­მო­მგზავნ სა­ხელ­მწი­ფო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მდგო­მა­რე­ობას;
  • წა­რად­გენს სა­მე­დი­ცი­ნო, სა­ექ­სპერ­ტო და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს;
  • მო­ი­თხოვს და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის ან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­რან­ტი­ე­ბის წარ­მო­დგენას;
  • ასა­ბუ­თებს ექ­სტრა­დი­ცი­ის და­უშ­ვებ­ლო­ბას შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის არ­სე­ბო­ბისას;
  • სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ასა­ჩივ­რებს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი წესით.

ექსტრადიციისთვის ქმედების დანაშაულებრიობისა და სიმძიმის შეფასება

ექ­სტრა­დი­ცი­ის და­საშ­ვე­ბად ცნო­ბი­სა­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექ­სტრა­დი­ცი­ის მო­თხოვ­ნა­ში აღ­წე­რი­ლი ქმე­დე­ბა და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბო­დეს რო­გორც მო­თხოვ­ნის გა­მო­მგზავნ სა­ხელ­მწი­ფო­ში, ისე საქართველოში.

შე­ფა­სე­ბი­სას გა­და­მწყვე­ტი არ არის მხო­ლოდ და­ნა­შა­უ­ლის მუხ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქმე­დე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი ში­ნა­არ­სი და ის, შე­ი­ცავს თუ არა იგი საქართველოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს.

თუ აღ­წე­რი­ლი ქმე­დე­ბა საქართველოში და­ნა­შა­ულს არ წარ­მო­ად­გენს ან არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ექ­სტრა­დი­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო სიმ­ძი­მის მო­თხოვ­ნას, წარ­მო­იშ­ვე­ბა ექ­სტრა­დი­ცი­ა­ზე უა­რის თქმის სა­ფუძ­ველი.

ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძვლები

ექ­სტრა­დი­ცია შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვებ­ლად იქ­ნეს ცნო­ბი­ლი, თუ არ­სე­ბობს საქართველოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბები.

ასე­თი გა­რე­მო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს:

  • ქმე­დე­ბა საქართველოში და­ნა­შა­ულს არ წარ­მო­ად­გენს;
  • მო­თხოვ­ნა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ორ­მა­გი დას­ჯა­დო­ბის მო­თხოვნას;
  • გა­სუ­ლია სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის ან სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა;
  • პი­რის მი­მართ იმა­ვე ქმე­დე­ბა­ზე უკვე არ­სე­ბობს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლება;
  • საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ან პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს;
  • პი­რის დევ­ნა უკავ­შირ­დე­ბა მის რა­სას, ეროვ­ნე­ბას, რე­ლი­გი­ას, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბას ან სხვა დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ სა­ფუძ­ველს;
  • მო­თხოვ­ნის გა­მო­მგზავნ სა­ხელ­მწი­ფო­ში არ­სე­ბობს წა­მე­ბის, არა­ადა­მი­ა­ნუ­რი ან ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბის რე­ა­ლუ­რი საფრთხე;
  • არ­სე­ბობს აშ­კა­რად უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის რე­ა­ლუ­რი რისკი;
  • პირს შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როს სიკ­ვდი­ლით დას­ჯა და არ არ­სე­ბობს სან­დო გა­რან­ტია, რომ იგი არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბული;
  • პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­და­ცე­მის პი­რო­ბე­ბი ქმნის მძი­მე და შე­უქ­ცე­ვა­დი ზი­ა­ნის რე­ა­ლურ საფრ­თხეს;
  • ექ­სტრა­დი­ცია და­არ­ღვევს პი­რის ოჯა­ხუ­რი ან პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას არა­პრო­პორ­ცი­უ­ლი ფორმით;
  • პირი სარ­გებ­ლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვით და მისი გა­და­ცე­მა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა არ­გა­ძე­ვე­ბის პრინ­ციპს;
  • არ­სე­ბობს კა­ნო­ნით ან შე­სა­ბა­მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სხვა დაბ­რკო­ლება.

ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თი­თო­ე­უ­ლი არ­გუ­მენ­ტი უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს კონ­კრე­ტულ და სან­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. ზო­გა­დი მი­თი­თე­ბა მო­თხოვ­ნის გა­მო­მგზავნ სა­ხელ­მწი­ფო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ყო­ველ­თვის საკ­მა­რი­სი არ არის.

პოლიტიკური დევნა და დისკრიმინაციული მიზანი

თუ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე რე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის, ჟურ­ნა­ლის­ტის, აქ­ტი­ვის­ტის, ბიზ­ნეს­მე­ნის ან სხვა პი­რის დევ­ნის ინ­სტრუ­მენ­ტად, ექ­სტრა­დი­ცი­ის პრო­ცეს­ში უნდა შე­ფას­დეს მო­თხოვ­ნის ნამ­დვი­ლი მი­ზანი.

შე­საძ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი ან დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მო­ტი­ვის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს:

  • საქ­მის და­წყე­ბის დრო და პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექსტი;
  • ბრალ­დე­ბის შერ­ჩე­ვი­თი ხა­სიათი;
  • სა­ჯა­რო თა­ნა­მდე­ბო­ბის პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბები;
  • და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ან­გა­რი­შები;
  • მო­თხოვ­ნის გა­მო­მგზავნ სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მდგო­მა­რეობა;
  • პი­რის წარ­სუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წოლა;
  • მსგავს საქ­მე­ებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო ან სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტიკა.

თი­თო­ე­უ­ლი საქ­მე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ შე­ფა­სე­ბას სა­ჭი­როებს.

წამებისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხე

პი­რის ექ­სტრა­დი­ცია და­უშ­ვე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც არ­სე­ბობს მისი წა­მე­ბის, არა­ადა­მი­ა­ნუ­რი ან ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბის რე­ა­ლუ­რი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი საფრთხე.

რის­კის შე­ფა­სე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იქნეს:

  • სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ან­გა­რი­შები;
  • ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევროპული სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბები;
  • ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბები;
  • კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის მი­მართ წარ­სულ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­პყრობა;
  • მისი პო­ლი­ტი­კუ­რი, ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი ან სხვა მდგო­მა­რეობა;
  • მო­თხოვ­ნის გა­მო­მგზავნ სა­ხელ­მწი­ფო­ში კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტიკა;
  • პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რეობა;
  • შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­რან­ტი­ე­ბის სან­დო­ო­ბა და შეს­რუ­ლე­ბა­დობა.

ად­ვო­კა­ტის ამო­ცა­ნაა და­ამ­ტკი­ცოს არა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო­ში არ­სე­ბუ­ლი ზო­გა­დი პრობ­ლე­მა, არა­მედ ისიც, თუ რა­ტომ ემუქ­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ამ პირს რე­ა­ლუ­რი საფრთხე.

ჯანმრთელობის მდგომარეობა და ექსტრადიცია

მძი­მე ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბი­სა და პი­რის გა­და­ცე­მის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­ფა­სე­ბის­თვის.

ად­ვო­კატი:

  • აგ­რო­ვებს სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ციას;
  • სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ი­თხოვს ექ­სპერ­ტი­ზას ან სპე­ცი­ა­ლის­ტის შე­ფა­სებას;
  • აფა­სებს, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა პი­რის უსაფრ­თხოდ გა­და­ყვანა;
  • სწავ­ლობს, მი­ი­ღებს თუ არა იგი მო­თხოვ­ნის გა­მო­მგზავნ სა­ხელ­მწი­ფო­ში აუ­ცი­ლე­ბელ მკურ­ნა­ლობას;
  • წა­რად­გენს თვით­მკვლე­ლო­ბის რის­კის, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბის ან სხვა შე­უქ­ცე­ვა­დი ზი­ა­ნის რის­კის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მა­სა­ლებს;
  • მო­ი­თხოვს შე­სა­ბა­მი­სი გა­რან­ტი­ე­ბის წარ­მო­დგენას.

მხო­ლოდ დი­აგ­ნო­ზის არ­სე­ბო­ბა ექ­სტრა­დი­ცი­ას ავ­ტო­მა­ტუ­რად არ გა­მო­რი­ცხავს. სა­ჭი­როა კონ­კრე­ტუ­ლი და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი რის­კის ჩვე­ნება.

თავშესაფარი და ექსტრადიცია

პირს, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბის ან სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დევ­ნის ან მძი­მე უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვის საფრ­თხე­ზე მი­უ­თი­თებს, შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის მო­თხოვ­ნის უფ­ლება.

თავ­შე­საფ­რი­სა და ექ­სტრა­დი­ცი­ის პრო­ცე­სე­ბი ერთ­მა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი წარ­მო­ე­ბე­ბია, თუმ­ცა მათი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ხში­რად მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბული.

თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის ფარ­გლებ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­ფასდეს:

  • პო­ლი­ტი­კუ­რი ან სხვა სა­ხის დევ­ნის საფრთხე;
  • წა­მე­ბი­სა და არა­ადა­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის რისკი;
  • პი­რის და­ცულ ჯგუფ­თან კუთ­ვნი­ლება;
  • წარ­მო­შო­ბის სა­ხელ­მწი­ფო­ში ეფექ­ტი­ა­ნი დაც­ვის არარ­სე­ბობა;

თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნა ავ­ტო­მა­ტუ­რად არ ნიშ­ნავს სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის მი­ნი­ჭე­ბას ან ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­ბო­ლო­ოდ შე­ჩე­რე­ბას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორი­ვე პრო­ცეს­ში თან­მიმ­დევ­რუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი პო­ზი­ცი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგენა.

ექსტრადიციის გადაწყვეტილების გასაჩივრება

ექ­სტრა­დი­ცი­ის და­საშ­ვე­ბო­ბის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სი­თა და ვა­დაში.

სა­ჩი­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა ეფუძ­ნე­ბოდეს:

  • ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­მარ­თლებ­რი­ვი წი­ნა­პი­რო­ბე­ბის არარ­სე­ბობას;
  • უცხო სა­ხელ­მწი­ფოს დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ხარ­ვეზს;
  • ორ­მა­გი დას­ჯა­დო­ბის მო­თხოვ­ნის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლობას;
  • ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის არა­სა­თა­ნა­დო შე­ფა­სებას;
  • დაც­ვის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყოფას;
  • სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის არა­საკ­მა­რის და­სა­ბუ­თებას;
  • არ­სე­ბით სა­პრო­ცე­სო დარ­ღვევას;
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ან საქართველოს კა­ნო­ნის არა­სწორ გა­მო­ყე­ნებას.

გა­სა­ჩივ­რე­ბის ვადა შე­ზღუ­დუ­ლია, ამი­ტომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ სა­ჭი­როა სწრა­ფი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რება.

საბოლოო გადაწყვეტილება პირის გადაცემაზე

სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­მარ­თლებ­რივ და­საშ­ვე­ბო­ბას. პი­რის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ შემ­დგო­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებში.

პი­რის გა­და­ცე­მა არ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, თუ სა­სა­მარ­თლომ ექ­სტრა­დი­ცია და­უშ­ვებ­ლად ცნო ან არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის, დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ან სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი დაბ­რკო­ლება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და დროებითი ღონისძიება

თუ პი­რის ექ­სტრა­დი­ცია ქმნის სი­ცო­ცხლის, წა­მე­ბის, არა­ადა­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ან სხვა მძი­მე და გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნის რე­ა­ლურ და გარ­და­უ­ვალ საფრ­თხეს, შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევროპული სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვის სა­კითხი.

გან­სა­კუთ­რე­ბულ და გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­სა­მარ­თლოს რეგ­ლა­მენ­ტის 39-ე წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნა, რათა პი­რის გა­და­ცე­მა შე­ჩერ­დეს სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვამ­დე ან სა­სა­მარ­თლოს მიერ გან­სა­ზღვრულ პე­რი­ო­დამდე.

დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძიება:

  • გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებში;
  • სა­ჭი­რო­ებს მძი­მე და გარ­და­უ­ვა­ლი რის­კის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მა­სა­ლებს;
  • არ წარ­მო­ად­გენს საქართველოს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ გა­სა­ჩივ­რებას;
  • არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ პირი არ ეთან­ხმე­ბა ექ­სტრა­დი­ციას;
  • მო­ი­თხოვს ფაქ­ტე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო ან სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და შიდა სა­მარ­თლებ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად წარ­დგენას.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევროპული სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვა უნდა მომ­ზად­დეს დრო­უ­ლად, რად­გან პი­რის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­და­ცე­მის შემ­დეგ დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ან არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი გახდეს.

გამარტივებული ექსტრადიცია

კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში პირს შე­იძ­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზონ უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ში გა­და­ცე­მა­ზე თან­ხმო­ბა და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ექ­სტრა­დი­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის გა­მო­ყე­ნება.

თან­ხმო­ბის მი­ცე­მამ­დე ად­ვო­კატ­მა პირს უნდა გა­ნუ­მარტოს:

  • რას ნიშ­ნავს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­დურა;
  • რა უფ­ლე­ბებ­ზე შე­იძ­ლე­ბა თქვას უარი;
  • შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა თან­ხმო­ბის უკან გა­მო­თხოვა;
  • სა­ხელ­მწი­ფოს რა ბრალ­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა გა­და­ცემა;
  • რა სას­ჯე­ლი ან სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა და­ე­მუქროს;
  • არ­სე­ბობს თუ არა ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ველი.

გა­მარ­ტი­ვე­ბულ ექ­სტრა­დი­ცი­ა­ზე თან­ხმო­ბა უნდა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და ად­ვო­კატ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლება.

რას მოიცავს ექსტრადიციის ადვოკატის მომსახურება?

ექ­სტრა­დი­ცი­ის ად­ვო­კა­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავდეს:

  • სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის სა­ფუძ­ვლის შე­მოწ­მებას;
  • ინტერპოლის წი­თე­ლი ცილ­კუ­ლა­რი­სა და სხვა მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ფა­სებას;
  • და­კა­ვე­ბულ პირ­თან შეხ­ვედრას;
  • და­კა­ვე­ბი­სა და სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­მოწ­მებას;
  • პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის ან გა­უქ­მე­ბის მო­თხოვნას;
  • უცხო სა­ხელ­მწი­ფოს ექ­სტრა­დი­ცი­ის მო­თხოვ­ნი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის შეს­წავლას;
  • ორ­მა­გი დას­ჯა­დო­ბი­სა და ხან­დაზ­მუ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბის შე­ფა­სებას;
  • პო­ლი­ტი­კუ­რი ან დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი დევ­ნის რის­კის და­სა­ბუ­თებას;
  • წა­მე­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის საფრ­თხის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის მო­პო­ვებას;
  • სა­მე­დი­ცი­ნო და სა­ექ­სპერ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დებას;
  • დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­რან­ტი­ე­ბის სან­დო­ო­ბის შე­ფა­სებას;
  • ექ­სტრა­დი­ცი­ის და­საშ­ვე­ბო­ბის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობას;
  • სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რებას;
  • თავ­შე­საფ­რის პრო­ცეს­თან სა­მარ­თლებ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის კო­ორ­დი­ნა­ციას;
  • სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევროპული სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვის მომ­ზა­დებას;
  • გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ექ­სტრა­დი­ცი­ის შე­დე­გე­ბის გან­მარ­ტებას;
  • პი­რის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ექ­სტრა­დი­ცი­ის პრო­ცე­სის ყვე­ლა ეტაპზე.

ხშირად დასმული კითხვები

ადვოკატთან კონსულტაცია ექსტრადიციის თაობაზე

თუ პირი საქართველოში დააკავეს საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, უცხო სახელმწიფო ითხოვს მის ექსტრადიციას ან არსებობს საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების საფრთხე, ადვოკატთან დაკავშირება აუცილებელია პირველივე ეტაპზე.

დროული სამართლებრივი დახმარება მნიშვნელოვანია დაკავების კანონიერების შესამოწმებლად, ექსტრადიციის საწინააღმდეგო საფუძვლების გამოსავლენად და ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის თავიდან ასაცილებლად.