დაცვა გამოძიების ეტაპზე

გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე ყა­ლიბ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ძი­რი­თა­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მისი შემ­დგო­მი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ად­ვო­კა­ტის დრო­ულ ჩარ­თვას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან დაც­ვის პო­ზი­ცი­ის სწო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დრო­უ­ლად მო­პო­ვე­ბამ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს საქ­მის შე­დეგზე.

ავთანდილ გიორგაძე ახორ­ცი­ე­ლებს ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე — პო­ლი­ცი­ა­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში სა­სა­მარ­თლო­ში და სას­ჯელაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებში.

რას მოიცავს დაცვა გამოძიების ეტაპზე?

სის­ხლის სა­მარ­თლის ად­ვო­კატი:

  • ხვდე­ბა ბრალ­დე­ბულს და გა­ნუ­მარ­ტავს მის უფ­ლე­ბებს;
  • სწავ­ლობს ბრალ­დე­ბის არს­სა და საქ­მის სა­მარ­თლებ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს;
  • ეც­ნო­ბა დაც­ვის მხა­რის­თვის ხელ­მი­საწ­ვდომ საქ­მის მა­სა­ლებს;
  • აფა­სებს ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­სა და სან­დო­ობას;
  • ეს­წრე­ბა გა­მო­კი­თხვას, და­კი­თხვა­სა და სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს;
  • ამ­ზა­დებს და წა­რად­გენს შუ­ა­მდგომ­ლო­ბებ­სა და სა­ჩივ­რებს;
  • მო­ი­პო­ვებს დაც­ვის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს;
  • სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ი­თხოვს ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას ან/და ატა­რებს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ექ­სპერ­ტიზას.
  • ამოწ­მებს, ხომ არ და­ირ­ღვა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­პრო­ცე­სო უფ­ლე­ბები;
  • აყა­ლი­ბებს დაც­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სტრა­ტე­გიას.

საქმის მასალებისა და მტკიცებულებების შეფასება

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია ავ­ტო­მა­ტუ­რად არ წარ­მო­ად­გენს კა­ნო­ნი­ერ და სან­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­მოწ­მდეს, რო­გორ იქნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მო­პო­ვე­ბუ­ლი, და­ცუ­ლი იყო თუ არა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი პრო­ცე­დუ­რა და რამ­დე­ნად ადას­ტუ­რებს იგი ბრალ­დე­ბის ვერ­სიას.

ად­ვო­კა­ტი აფა­სებს:

  • მოწ­მე­თა და სხვა პირ­თა ჩვე­ნე­ბებს;
  • ჩხრე­კი­სა და ამო­ღე­ბის შე­დე­გებს;
  • ვი­დეო და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებს;
  • ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებს;
  • ელექ­ტრო­ნულ და ციფ­რულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს;
  • სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ოქ­მებს;
  • მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს შო­რის არ­სე­ბულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს.

თუ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით არის მო­პო­ვე­ბუ­ლი, დაც­ვის მხა­რეს შე­უძ­ლია მო­ი­თხო­ვოს მისი და­უშ­ვებ­ლად ცნო­ბა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სით და ამო­რი­ცხოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მიდან.

დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების მოპოვება

დაც­ვა არ უნდა შე­მო­ი­ფარ­გლოს მხო­ლოდ გა­მო­ძი­ე­ბის მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით. ად­ვო­კა­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­სა­ზღვრავს, რო­მე­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რებლად.

დაც­ვის ფარ­გლებ­ში შე­საძ­ლე­ბელია:

  • მოწ­მე­ებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა და მათი გა­მო­კი­თხვა;
  • დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა და ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პო­ვება;
  • ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­ძიება;
  • ელექ­ტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა სა­თა­ნა­დო წესით.
  • სპე­ცი­ა­ლის­ტი­სა და ექ­სპერ­ტის ჩართვა;
  • ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის მო­თხოვნა;
  • ბრალ­დე­ბის ვერ­სი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ვლენა;
  • ალი­ბი­სა და სხვა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­მოწ­მება.

მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დრო­უ­ლად მო­პო­ვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, დო­კუ­მენ­ტი ან სხვა ინ­ფორ­მა­ცია შე­საძ­ლოა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღარ არ­სე­ბობ­დეს ან მისი მო­პო­ვე­ბა გარ­თულდეს.

საგამოძიებო მოქმედებებში ადვოკატის მონაწილეობა

გა­მო­ძი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს გა­მო­კი­თხვა, და­კი­თხვა, ჩხრე­კა, ამო­ღე­ბა, ამოც­ნო­ბა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი, ნუ­მუ­შის აღე­ბა, ექ­სპერ­ტი­ზა და სხვა სა­პრო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბები.

ად­ვო­კა­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ბრალ­დე­ბულ­მა იცო­დეს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი, არ მის­ცეს სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­დეს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რის დაცვით.

შუამდგომლობები და საჩივრები

გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე ად­ვო­კატ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოს კონ­კრე­ტუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ან სა­პრო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა, ექ­სპერ­ტი­ზის და­ნიშ­ვნა ან ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რება.

უკა­ნო­ნო ან და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას ად­ვო­კა­ტი იყე­ნებს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ გა­სა­ჩივ­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ადვოკატის დროული ჩართვა?

გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შემ­დგომ შეც­ვლა ხში­რად რთუ­ლია. ად­ვო­კა­ტის დრო­უ­ლი ჩარ­თვა შე­საძ­ლე­ბელს ხდის დაც­ვის პო­ზი­ცი­ის თა­ვი­დან­ვე სწო­რად გან­სა­ზღვრას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და შე­საძ­ლო სა­პრო­ცე­სო დარ­ღვე­ვებ­ზე დრო­ულ რე­ა­გი­რებას.

ხშირად დასმული კითხვები

საქმის შედეგები

პირველი ინსტანციის სასამართლოში

სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეზე მ.ბ.-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი

მ.ბ.-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის ორი ეპიზოდის ჩადენა იცავდა ადვოკატი ავთანდილ გიორგაძე.

საქმის ნახვა : სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეზე მ.ბ.-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი

თითოეული საქმის შედეგი დამოკიდებულია მის ინდივიდუალურ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე. კონკრეტულ საქმეზე მიღებული შედეგი სხვა საქმეზე ანალოგიური შედეგის გარანტიას არ წარმოადგენს.

კონსულტაცია სისხლის სამართლის ადვოკატთან

თუ თქვენ მიმართ მიმდინარეობს გამოძიება ან უკვე მოგენიჭათ ბრალდებულის სტატუსი, დაგვიკავშირდით დროულად. სამართლებრივი დახმარება მოიცავს საქმის მასალების შეფასებას, დაცვის სტრატეგიის შემუშავებასა და ინტერესების წარმომადგენლობას გამოძიების მთელ ეტაპზე.