ბრალდებულის დაცვა სასამართლოში

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის სა­სა­მარ­თლო­ში გან­ხილ­ვი­სას წყდე­ბა, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს საქ­მის მა­სა­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­წავ­ლას, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბი­სა და სან­დო­ო­ბის შე­ფა­სე­ბას, მოწ­მე­თა სწო­რად და­კი­თხვა­სა და დაც­ვის თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ზი­ცი­ის წარ­მო­დგენას.

ავთანდილ გიორგაძე ახორ­ცი­ე­ლებს ბრალ­დე­ბუ­ლის დაც­ვას პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში — წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მი­დან სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე, სა­ა­პე­ლა­ციო და უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო ინ­სტან­ცი­ებში.

უდანაშაულობის პრეზუმფცია

ბრალ­დე­ბუ­ლის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბის­თვის ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­სა­მარ­თლოს უნდა წა­რუდ­გი­ნოს კა­ნო­ნი­ე­რად მო­პო­ვე­ბუ­ლი, სან­დო და ერთ­მა­ნეთ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბას გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა და­ა­დას­ტუ­რებს.

ბრალ­დე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლი არ არის ამ­ტკი­ცოს სა­კუ­თა­რი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა. მტკი­ცე­ბის ტვირ­თი ეკის­რე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რეს, ხოლო არ­სე­ბუ­ლი ეჭვი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ უნდა გა­და­წყდეს.

საქმის მომზადება სასამართლო განხილვისთვის

სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვამ­დე ად­ვო­კატი:

  • დე­ტა­ლუ­რად სწავ­ლობს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლებს;
  • აფა­სებს ბრალ­დე­ბის სა­მარ­თლებ­რივ და ფაქ­ტობ­რივ სა­ფუძ­ვლებს;
  • ამოწ­მებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რებას;
  • ად­გენს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს შო­რის არ­სე­ბულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს;
  • გან­სა­ზღვრავს დაც­ვის ძი­რი­თად პო­ზი­ცი­ა­სა და სტრა­ტე­გიას;
  • ამ­ზა­დებს შუ­ა­მდგომ­ლო­ბებ­სა და სა­მარ­თლებ­რივ არ­გუ­მენ­ტებს;
  • გან­სა­ზღვრავს გა­მო­სა­კითხ მოწ­მე­თა წრეს;
  • ამ­ზა­დებს დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს;
  • ბრალ­დე­ბულ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლავს სა­სა­მარ­თლო­ში ქცე­ვი­სა და ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის სა­კი­თხებს.

დაც­ვის სტრა­ტე­გია თი­თო­ე­ულ საქ­მე­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა მომ­ზად­დეს და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს რო­გორც საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს, ისე ბრალ­დე­ბუ­ლის კა­ნო­ნი­ერ ინ­ტე­რე­სებს.

წინასასამართლო სხდომა

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­პრო­ცე­სო სა­კი­თხე­ბი. სა­სა­მარ­თლო აფა­სებს მხა­რე­თა მიერ წარ­მო­დგე­ნილ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და წყვეტს, რო­მე­ლი მათ­გა­ნი და­იშ­ვე­ბა არ­სე­ბით გან­ხილ­ვაზე.

ამ ეტაპ­ზე ად­ვო­კატი:

  • აყე­ნებს შუ­ა­მდგომ­ლო­ბას უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის და­უშ­ვებ­ლად ცნო­ბის შე­სახებ;
  • ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ან კა­ნონ­თან შე­უ­სა­ბა­მო შუ­ა­მდგომ­ლო­ბებს;
  • წა­რად­გენს დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს;
  • აფა­სებს, არ­სე­ბობს თუ არა საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­და­ცე­მის საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ველი;
  • სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აყე­ნებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის ან გა­უქ­მე­ბის სა­კითხს;
  • იცავს ბრალ­დე­ბუ­ლის სხვა სა­პრო­ცე­სო უფ­ლე­ბებს.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მი­ღე­ბულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სა­ზღვროს საქ­მის შემ­დგო­მი გან­ხილ­ვის ფარ­გლები.

საქმის არსებითი განხილვა

საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას სა­სა­მარ­თლო უშუ­ა­ლოდ იკ­ვლევს მხა­რე­თა მიერ წარ­მო­დგე­ნილ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­გორც წესი, გა­მო­იკ­ვლე­ვა ბრალ­დე­ბის მხა­რის, შემ­დეგ კი დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბები.

სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა მო­ი­ცავს:

  • მხა­რე­თა შე­სა­ვალ სი­ტყვებს;
  • ბრალ­დე­ბის მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა­სა და ჯვა­რე­დინ და­კი­თხვას;
  • დაც­ვის მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვას;
  • ექ­სპერ­ტე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის და­კი­თხვას;
  • წე­რი­ლო­ბი­თი, ნივ­თი­ე­რი და ელექ­ტრო­ნუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­კვლევას;
  • ვი­დეო და აუ­დი­ო­მა­სა­ლის გან­ხილვას;
  • ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბას, თუ იგი გა­და­წყვეტს ჩვე­ნე­ბის მი­ცემას;
  • მხა­რე­თა დას­კვნით სი­ტყვებს;
  • ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ბო­ლოო სი­ტყვას.

მოწმეთა დაკითხვა და ჯვარედინი დაკითხვა

მოწ­მის ჩვე­ნე­ბა ხში­რად სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა. ად­ვო­კა­ტის ამო­ცა­ნაა შე­ა­მოწ­მოს ჩვე­ნე­ბის სან­დო­ო­ბა, თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა და შე­სა­ბა­მი­სო­ბა საქ­მის სხვა მა­სა­ლებთან.

ჯვა­რე­დი­ნი და­კი­თხვი­სას შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვლინდეს:

  • წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მოწ­მის სხვა­დასხვა ჩვე­ნე­ბას შორის;
  • შე­უ­სა­ბა­მო­ბა ჩვე­ნე­ბა­სა და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს შორის;
  • ფაქ­ტე­ბის აღ­ქმის ან და­მახ­სოვ­რე­ბის პრობ­ლემა;
  • მოწ­მის შე­საძ­ლო და­ინ­ტე­რე­სე­ბა ან მი­კერ­ძოება;
  • ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბის ვერ­სი­ას არ ადას­ტუ­რებს;
  • საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის დროს სა­თა­ნა­დოდ არ შე­ფა­სე­ბულა.

მოწ­მის და­კი­თხვის ტაქ­ტი­კა წი­ნა­სწარ უნდა მომ­ზად­დეს საქ­მის მა­სა­ლე­ბი­სა და დაც­ვის სა­ერ­თო სტრა­ტე­გი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნებით.

ბრალდებულის ჩვენება სასამართლოში

ბრალ­დე­ბულს უფ­ლე­ბა აქვს მის­ცეს ჩვე­ნე­ბა ან გა­მო­ი­ყე­ნოს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა. ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის სა­კი­თხი უნდა გა­და­წყდეს საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის, არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და შე­საძ­ლო სა­მარ­თლებ­რი­ვი რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის შემდეგ.

ად­ვო­კა­ტი ბრალ­დე­ბულს წი­ნა­სწარ გა­ნუ­მარ­ტავს:

  • ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის შე­საძ­ლო მნიშ­ვნე­ლობას;
  • ბრალ­დე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლოს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის წესს;
  • ჯვა­რე­დი­ნი და­კი­თხვის დროს არ­სე­ბულ რის­კებს;
  • დუ­მი­ლის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რივ შე­დე­გებს.

დუ­მი­ლის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ბრალ­დე­ბუ­ლის დამ­ნა­შა­ვე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ გა­რე­მო­ებად.

დაცვის მხარის მტკიცებულებები

დაც­ვის მხა­რეს უფ­ლე­ბა აქვს სა­სა­მარ­თლოს წა­რუდ­გი­ნოს ბრალ­დე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შორის:

  • მოწ­მის ჩვე­ნე­ბები;
  • ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნები;
  • დო­კუ­მენ­ტე­ბი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბები;
  • ვი­დეო და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რები;
  • ელექ­ტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მაცია;
  • ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბები;
  • ბრალ­დე­ბის ვერ­სი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სხვა მა­სა­ლები.

ად­ვო­კა­ტი გან­სა­ზღვრავს, რო­მე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უნდა წა­რედ­გი­ნოს სა­სა­მარ­თლოს და რო­გორ უნდა იქ­ნეს იგი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დაც­ვის ძი­რი­თად პო­ზი­ცი­ასთან.

დასკვნითი სიტყვა

მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ად­ვო­კა­ტი სა­სა­მარ­თლოს წა­რუდ­გენს დაც­ვის მხა­რის დას­კვნით სი­ტყვას. მას­ში ერ­თი­ა­ნად ფას­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­კვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ბრალ­დე­ბის პო­ზი­ცი­ის სი­სუს­ტე­ე­ბი, სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბი და დაც­ვის მხა­რის მო­თხოვნა.

საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, დაც­ვის მხა­რემ შე­იძ­ლე­ბა მო­ი­თხოვოს:

  • ბრალ­დე­ბუ­ლის გა­მარ­თლება;
  • წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეცვლა;
  • წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის ცალ­კე­უ­ლი ნა­წი­ლის და­უ­სა­ბუ­თებ­ლად ცნობა;
  • მსუ­ბუ­ქი და პრო­პორ­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლის გან­სა­ზღვრა;
  • კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გის გა­მო­ყე­ნება.

რას მოიცავს ადვოკატის მომსახურება სასამართლოში?

სის­ხლის სა­მარ­თლის ად­ვო­კატი:

  • ამ­ზა­დებს საქ­მეს სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის­თვის;
  • წარ­მო­ად­გენს ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა სხდო­მაზე;
  • წა­რად­გენს შუ­ა­მდგომ­ლო­ბებ­სა და სა­მარ­თლებ­რივ პო­ზი­ციებს;
  • მო­ი­თხოვს უკა­ნო­ნო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­უშ­ვებ­ლად ცნობას;
  • კი­თხავს ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მოწ­მეებს;
  • იკ­ვლევს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებ­სა და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს;
  • რე­ა­გი­რებს ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაზე;
  • წა­რად­გენს შე­სა­ვალ და დას­კვნით სი­ტყვებს;
  • ბრალ­დე­ბულ­თან შე­თან­ხმე­ბით გან­სა­ზღვრავს დაც­ვის სტრა­ტე­გიას;
  • გა­ნა­ჩე­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ გან­მარ­ტავს გა­სა­ჩივ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და შემ­დგომ სა­მარ­თლებ­რივ გზებს.

ხშირად დასმული კითხვები

საქმის შედეგები

სამივე ინსტანციის სასამართლოში

გამამართლებელი განაჩენი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე

დ.ქ., რომლის ინტერესებსაც ადვოკატები ავთანდილ გიორგაძე და ბექა ნემსიწვერიძე იცავდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში სრულად გამართლდა და უდანაშაულოდ…

საქმის ნახვა : გამამართლებელი განაჩენი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე
პირველი ინსტანციის სასამართლოში

ბრალდების გადაკვალიფიცირება და არასაპატიმრო სასჯელი პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე

ადვოკატების ავთანდილ გიორგაძისა და ბექა ნემსიწვერიძის მონაწილეობით განხორციელებული დაცვის შედეგად, საქართველოს სსკ-ის 353¹-ე მუხლით წარდგენილი ბრალი…

საქმის ნახვა : ბრალდების გადაკვალიფიცირება და არასაპატიმრო სასჯელი პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე

თითოეული საქმის შედეგი დამოკიდებულია მის ინდივიდუალურ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე. კონკრეტულ საქმეზე მიღებული შედეგი სხვა საქმეზე ანალოგიური შედეგის გარანტიას არ წარმოადგენს.

კონსულტაცია სისხლის სამართლის ადვოკატთან

თუ თქვენი სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება ან უახლოეს პერიოდში გადაეცემა სასამართლოს, მნიშვნელოვანია საქმის მასალების დროული შეფასება და დაცვის სტრატეგიის წინასწარ მომზადება.