მოწმის ადვოკატი

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მოწ­მედ და­ბა­რე­ბულ­მა პირ­მა შე­იძ­ლე­ბა არ იცო­დეს, რა საქ­მეს ეხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, რა სტა­ტუ­სით იბა­რე­ბენ და შე­იძ­ლე­ბა თუ არა მის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­ვალ­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად ად­ვო­კატ­თან კონ­სულ­ტა­ცია გა­მო­კი­თხვამ­დე ან და­კი­თხვამ­დე და წი­ნა­სწარ მომ­ზა­დე­ბა მნიშ­ნე­ლო­ვანია.

ავთანდილ გიორგაძე ახორ­ცი­ე­ლებს მოწ­მის სა­მარ­თლებ­რივ დახ­მა­რე­ბას პო­ლი­ცი­ა­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­სა და სა­სა­მარ­თლოში.

რატომ შეიძლება დასჭირდეს მოწმეს ადვოკატი?

საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მოწ­მის მიერ მი­წო­დე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს რო­გორც სხვა პი­რებ­ზე, ისე მის სა­მარ­თლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. მოწ­მის სტა­ტუ­სი ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნავს, რომ პირს სა­მარ­თლებ­რი­ვი საფრ­თხე არ ემუქ­რება.

ად­ვო­კა­ტის დახ­მა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­დესაც:

  • პირ­მა ზუს­ტად არ იცის, რა საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით იბა­რებენ;
  • დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს მის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­ნა­შა­ულში;
  • არ­სე­ბობს მოწ­მის სტა­ტუ­სის ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით შეც­ვლის რისკი;
  • კი­თხვე­ბი შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის წევრს ან ახლო ნა­თე­სავს;
  • მოწ­მე გრძნობს ზე­წო­ლას ან იძუ­ლებას;
  • გა­მო­ძი­ე­ბა მო­ი­თხოვს დო­კუ­მენ­ტის, ტე­ლე­ფო­ნის ან სხვა ნივ­თის წარ­დგენას;
  • სა­ჭი­როა ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა უცხო ენაზე;
  • მოწ­მე უკვე გა­მო­კი­თხუ­ლია და მას კვლავ იბა­რებენ.

მოწმის გამოკითხვა გამოძიების ეტაპზე

გა­მო­კი­თხვა, რო­გორც წესი, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი სა­პრო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბაა. გა­მო­კი­თხვამ­დე პირს უნდა გა­ნე­მარ­ტოს მისი უფ­ლე­ბე­ბი და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბითია.

გა­მო­სა­კითხ პირს უფ­ლე­ბა აქვს:

  • იცო­დეს, რო­მელ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით იბა­რებენ;
  • ისარ­გებ­ლოს ად­ვო­კა­ტის დახ­მა­რებით;
  • არ გას­ცეს სა­კუ­თა­რი თა­ვის ან კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ახლო ნა­თე­სა­ვის მამ­ხი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მაცია;
  • არ გას­ცეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ულ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას შე­ი­ცავს;
  • ისარ­გებ­ლოს თარ­ჯიმ­ნის მომ­სა­ხუ­რებით;
  • გა­ეც­ნოს გა­მო­კი­თხვის ოქმს;
  • მო­ი­თხო­ვოს ოქმ­ში შეს­წო­რე­ბის, და­მა­ტე­ბის ან შე­ნიშ­ვნის შე­ტანა;
  • ხელი არ მო­ა­წე­როს ოქმს, თუ მას­ში ჩვე­ნე­ბა არა­სწო­რად ან არა­სრუ­ლად არის ასა­ხული.

გა­მო­კი­თხვის ოქმ­ზე ხელ­მო­წე­რამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტექ­სტის ყუ­რად­ღე­ბით წა­კი­თხვა და შე­მოწ­მე­ბა, რად­გან ოქმ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბული.

მოწმის დაკითხვა სასამართლოში

კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში მოწ­მე შე­იძ­ლე­ბა და­ი­კი­თხოს მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის ან საქ­მის გან­მხილ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე. სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვა გან­სხვავ­დე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი გა­მო­კი­თხვის­გან და მოწ­მეს ეკის­რე­ბა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბები.

მოწ­მე ვალ­დე­ბულია:

  • გა­მო­ცხად­დეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნოს ან სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნი­ერ გა­მო­ძა­ხე­ბაზე;
  • უპა­სუ­ხოს მის­თვის დას­მულ კი­თხვებს, გარ­და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბისა;
  • მი­ა­წო­დოს სა­სა­მარ­თლოს მის­თვის ცნო­ბი­ლი სწო­რი ინ­ფორ­მაცია;
  • არ მის­ცეს ცრუ ჩვე­ნება;
  • და­იც­ვას სა­სა­მარ­თლო­ში დად­გე­ნი­ლი წეს­რიგი.

კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში მოწ­მეს შე­უძ­ლია უარი თქვას სა­კუ­თა­რი თა­ვის ან ახლო ნა­თე­სა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მაზე.

რას მოიცავს მოწმის ადვოკატის დახმარება?

ად­ვო­კატი:

  • წი­ნა­სწარ არ­კვევს და­ბა­რე­ბის მი­ზეზ­სა და მოწ­მის სა­მარ­თლებ­რივ მდგო­მა­რე­ობას;
  • გა­ნუ­მარ­ტავს მოწ­მეს მის უფ­ლე­ბებ­სა და მო­ვა­ლე­ო­ბებს;
  • აფა­სებს თვით­მამ­ხი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მის რისკს;
  • ამ­ზა­დებს მოწ­მეს გა­მო­კი­თხვის ან და­კი­თხვის პრო­ცე­დუ­რის­თვის;
  • ეს­წრე­ბა გა­მო­კი­თხვას კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წესით;
  • აკონ­ტრო­ლებს, რომ კი­თხვე­ბი და პრო­ცე­დუ­რა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს კა­ნონს;
  • რე­ა­გი­რებს ზე­წო­ლის, იძუ­ლე­ბის ან უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვებზე;
  • ამოწ­მებს გა­მო­კი­თხვის ოქ­მის სის­წო­რე­სა და სის­რულეს;
  • სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამ­ზა­დებს გან­ცხა­დე­ბას ან სა­ჩი­ვარს;
  • იცავს მოწ­მის კა­ნო­ნი­ერ ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვის დროს.

თვითმამხილებელი ჩვენებისგან დაცვა

არც ერთი პირი არ არის ვალ­დე­ბუ­ლი მის­ცეს სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ მამ­ხი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა. თუ მოწ­მის­თვის დას­მულ­მა კი­თხვამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს მისი შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­ნა­შა­ულ­ში, მას უფ­ლე­ბა აქვს გა­მო­ი­ყე­ნოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მები.

ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ად­ვო­კა­ტის დრო­უ­ლი ჩარ­თვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა სწო­რად შე­ფას­დეს მოწ­მის სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­მო­ი­რი­ცხოს მისი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვევა.

ხშირად დასმული კითხვები

კონსულტაცია მოწმის ადვოკატთან

თუ პოლიციაში, პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოში ან სასამართლოში მოწმის სტატუსით დაგიბარეს, ინფორმაციის მიწოდებამდე გაიარეთ კონსულტაცია სისხლის სამართლის ადვოკატთან.