აღკვეთის ღონისძიება

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა არის ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი სა­პრო­ცე­სო მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლის მი­ზა­ნია ბრალ­დე­ბუ­ლის სა­თა­ნა­დო ქცე­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის პე­რი­ოდში.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა არ წარ­მო­ად­გენს სას­ჯელს და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ ნიშ­ნავს პი­რის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბას. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს სა­სა­მარ­თლო საქ­მის კონ­კრე­ტუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და მხა­რე­თა მიერ წარ­მო­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველზე.

ავთანდილ გიორგაძე ახორ­ცი­ე­ლებს ბრალ­დე­ბუ­ლის დაც­ვას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლად გან­ხილ­ვი­სას, მისი შეც­ვლი­სა და გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნი­სას, ასე­ვე კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბისას.

აღკვეთის ღონისძიების სახეები

საქართველოს სის­ხლის სა­მარ­თლის სა­პრო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის რამ­დე­ნი­მე სახეს:

  • პა­ტიმ­რობა;
  • გირაო;
  • პი­რა­დი თავ­დე­ბობა;
  • შე­თან­ხმე­ბა გა­უს­ვლე­ლო­ბი­სა და სა­თა­ნა­დო ქცე­ვის შე­სახებ;
  • სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ქცე­ვი­სად­მი სარ­დლო­ბის მე­თვალ­ყუ­რეობა.

სა­სა­მარ­თლომ უნდა შე­არ­ჩი­ოს ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­თა­ნა­დო ქცე­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყოფად.

რა საფუძვლით გამოიყენება აღკვეთის ღონისძიება?

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სა­სა­მარ­თლო აფა­სებს, არ­სე­ბობს თუ არა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ ბრალ­დე­ბული:

  • მი­ი­მა­ლე­ბა ან თავს აა­რი­დებს სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხა­დებას;
  • ხელს შე­უშ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვებას;
  • ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დენს მოწ­მე­ზე ან პრო­ცე­სის სხვა მო­ნა­წი­ლეზე;
  • გა­ა­ნად­გუ­რებს ან გა­ა­ყალ­ბებს მტკი­ცე­ბუ­ლებას;
  • ჩა­ი­დენს ახალ და­ნა­შაულს;
  • ხელს შე­უშ­ლის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლებას.

რის­კე­ბი უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს კონ­კრე­ტულ გა­რე­მო­ე­ბებს. მხო­ლოდ წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის სიმ­ძი­მე ავ­ტო­მა­ტუ­რად არ უნდა გახ­დეს პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ველი.

პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება

პა­ტიმ­რო­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის ყვე­ლა­ზე მკაც­რი სა­ხეა და უნდა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს მა­შინ, რო­დე­საც ნაკ­ლე­ბად მკაც­რი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წევას.

პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნი­სას პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა და­ა­სა­ბუ­თოს რო­გორც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ისე ის გა­რე­მო­ე­ბა, თუ რა­ტომ ვერ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი გი­რაო ან სხვა, ნაკ­ლე­ბად მკაც­რი ღო­ნის­ძიება.

დაც­ვის მხა­რის მი­ზა­ნია სა­სა­მარ­თლოს წა­რუდ­გი­ნოს ფაქ­ტე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ცი­რებს ბრალ­დე­ბის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ რის­კებს და ადას­ტუ­რებს, რომ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის.

გირაო

გი­რაო ბრალ­დე­ბუ­ლის სა­თა­ნა­დო ქცე­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მისი ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრი­სას სა­სა­მარ­თლომ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, ბრალ­დე­ბუ­ლის პი­როვ­ნე­ბა, ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა და შე­სა­ბა­მი­სი რის­კები.

დაც­ვის მხა­რეს შე­უძ­ლია მო­ი­თხოვოს:

  • პა­ტიმ­რო­ბის ნაც­ვლად გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნება;
  • პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მო­თხოვ­ნილ­ზე ნაკ­ლე­ბი ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრა;
  • ბრალ­დე­ბუ­ლის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნება;
  • გი­რა­ოს­თან ერ­თად შე­სა­ბა­მი­სი და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნება.

გი­რა­ოს ოდე­ნო­ბა არ უნდა იყოს იმ­დე­ნად მძი­მე, რომ მისი შეს­რუ­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლი გახდეს.

დამატებითი ვალდებულებები

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან ერ­თად სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს შე­იძ­ლე­ბა და­ა­კის­როს და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შორის:

  • გან­სა­ზღვრულ დროს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დება;
  • სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რება;
  • კონ­კრე­ტულ პი­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აკ­რძალვა;
  • გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში ყოფ­ნის შე­ზღუდვა;
  • პას­პორ­ტის ან სხვა დო­კუ­მენ­ტის ჩა­ბა­რება;
  • ელექ­ტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვაში.

და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა იყოს კონ­კრე­ტუ­ლი, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მისი.

რას მოიცავს ადვოკატის დახმარება?

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხილ­ვი­სას ად­ვო­კატი:

  • სწავ­ლობს პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ა­მდგომ­ლო­ბა­სა და წარ­მო­დგე­ნილ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს;
  • ამოწ­მებს, რამ­დე­ნად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი ეჭვი;
  • აფა­სებს მი­მალ­ვის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის რის­კებს;
  • აგ­რო­ვებს ბრალ­დე­ბუ­ლის პი­როვ­ნე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მა­სა­ლებს;
  • წა­რად­გენს ცნო­ბებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის, ოჯა­ხის, საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სახებ;
  • ასა­ბუ­თებს ნაკ­ლე­ბად მკაც­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლობას;
  • მო­ი­თხოვს პა­ტიმ­რო­ბის ნაც­ვლად გი­რა­ოს ან სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნებას;
  • სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ი­თხოვს ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლას ან გა­უქ­მებას;
  • კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში ასა­ჩივ­რებს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლებას.

რა გარემოებები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი დაცვისთვის?

სა­სა­მარ­თლოს­თვის შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს:

  • ბრალ­დე­ბუ­ლის მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გილი;
  • ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლი პი­რები;
  • სა­მუ­შაო ან საქ­მი­ა­ნობა;
  • ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რეობა;
  • წარ­სულ­ში კა­ნონ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლება;
  • გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნა­მშრომ­ლობა;
  • სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხა­დე­ბის მზად­ყოფნა;
  • საქართველოში არ­სე­ბუ­ლი მყა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რები;
  • კონ­კრე­ტუ­ლი რის­კის შე­მამ­ცი­რე­ბე­ლი სხვა გა­რე­მო­ე­ბები.

თი­თო­ე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბა სა­სურ­ვე­ლია და­დას­ტურ­დეს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტით ან სხვა მტკი­ცე­ბუ­ლებით.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ან გაუქმება

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ან გა­უქ­მდეს, თუ შე­იც­ვა­ლა საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, შემ­ცირ­და შე­სა­ბა­მი­სი რის­კე­ბი, გა­მო­ვლინ­და ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ან აღარ არ­სე­ბობს მკაც­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლობა.

ად­ვო­კა­ტი აფა­სებს, არ­სე­ბობს თუ არა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი ახა­ლი შუ­ა­მდგომ­ლო­ბის წარ­სად­გე­ნად და ამ­ზა­დებს მის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად სა­ჭი­რო მა­სა­ლებს.

ხშირად დასმული კითხვები

კონსულტაცია სისხლის სამართლის ადვოკატთან

თუ სასამართლოში განიხილება პატიმრობის, გირაოს ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, ადვოკატის დროული ჩართვა მნიშვნელოვანია დაცვის არგუმენტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოსამზადებლად.