საპროცესო შეთანხმება

სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა არის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვის გა­რე­შე დას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. შე­თან­ხმე­ბა ფორმ­დე­ბა ბრალ­დე­ბულ­სა და პრო­კუ­რორს შო­რის, ად­ვო­კა­ტის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ხოლო მის დამ­ტკი­ცე­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს სა­სა­მარ­თლო. სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა დაც­ვი­სა და ბრალ­დე­ბის მხა­რეს შო­რის შე­იძ­ლე­ბა და­ი­დოს რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე, ისე სის­ხლის სა­მა­რათ­ლის საქ­მის პირ­ვე­ლი, სა­ა­პე­ლა­ციო და სა­კა­სა­ციო სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის ეტა­პებზე.

სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს ბრალ­დე­ბის, სას­ჯე­ლი­სა და სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბულ პი­რო­ბებს. მისი გა­ფორ­მე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რად­გან, რო­გორც წესი, უკავ­შირ­დე­ბა ბრა­ლის აღი­ა­რე­ბა­სა და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტანას.

ავთანდილ გიორგაძე ახორ­ცი­ე­ლებს ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბის, შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო­ში დამ­ტკი­ცე­ბის ეტა­პებზე.

რას ნიშნავს საპროცესო შეთანხმება?

სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ეთან­ხმე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შე­თან­ხმე­ბულ პი­რო­ბებს, რის შემ­დე­გაც პრო­კუ­რო­რი სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის გა­რე­შე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შე­სა­ხებ შუ­ა­მდგომ­ლობით.

შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღვროს:

  • ბრალ­დე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კაცია;
  • ბრალ­დე­ბის მო­ცუ­ლობა;
  • ძი­რი­თა­დი სას­ჯე­ლის სახე და ზომა;
  • და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯელი;
  • ჯა­რი­მის ოდე­ნობა;
  • პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და გა­მო­საც­დე­ლი ვადა;
  • და­ნა­შა­უ­ლით მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის ან სხვა საგ­ნის ჩა­მო­რთმე­ვის სა­კითხი;
  • მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რობა;
  • ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ თა­ნა­მშრომ­ლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლება;
  • კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლი სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი პი­რო­ბები.

ყო­ვე­ლი სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია საქ­მის გა­რე­მო­ე­ბებ­ზე, ბრალ­დე­ბის სიმ­ძი­მე­ზე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლის პი­როვ­ნე­ბა­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ციაზე.

საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობითია

სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის თა­ვი­სუ­ფალ და ინ­ფორ­მი­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს. და­უშ­ვე­ბე­ლია შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რის, მო­ტყუ­ე­ბის ან სხვა სა­ხის უკა­ნო­ნო ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დეგად.

ბრალ­დე­ბულს უფ­ლე­ბა აქვს:

  • მი­ი­ღოს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბის შე­სახებ;
  • იცო­დეს შე­თან­ხმე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გები;
  • კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რად გა­ი­ა­როს კონ­სულ­ტა­ცია ად­ვო­კატთან;
  • და­ე­თან­ხმოს ან არ და­ე­თან­ხმოს შე­თა­ვა­ზე­ბულ პი­რო­ბებს;
  • მო­ი­თხო­ვოს პი­რო­ბე­ბის შეც­ვლა­ზე მო­ლა­პა­რა­კება;
  • კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ ეტა­პამ­დე უარი თქვას შე­თან­ხმე­ბაზე;
  • მო­ი­თხო­ვოს საქ­მის სა­ერ­თო წე­სით გან­ხილვა.

სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე უა­რის თქმა ბრალ­დე­ბულს არ არ­თმევს საქ­მის სა­სა­მარ­თლო­ში სრუ­ლი გან­ხილ­ვი­სა და დაც­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლებას.

ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა

სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა ად­ვო­კა­ტის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე და­უშ­ვე­ბე­ლია. ად­ვო­კატ­მა ბრალ­დე­ბულს უნდა გა­ნუ­მარ­ტოს არა მხო­ლოდ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სას­ჯე­ლი, არა­მედ შე­თან­ხმე­ბის ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დეგი.

ად­ვო­კა­ტი აფა­სებს:

  • რამ­დე­ნად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დება;
  • რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს ბრალ­დე­ბის მხარეს;
  • არ­სე­ბობს თუ არა გა­მარ­თლე­ბის ან ბრალ­დე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლობა;
  • შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სას­ჯე­ლი საქ­მის გა­რე­მო­ე­ბებს;
  • რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ბრა­ლის აღი­ა­რებას;
  • რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ნა­სა­მარ­თლო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მო­მა­ვალზე;
  • შე­ი­ცავს თუ არა შე­თან­ხმე­ბა ქო­ნებ­რივ ან სხვა და­მა­ტე­ბით ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს;
  • ხომ არ არ­სე­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი რისკი.

ად­ვო­კა­ტის მი­ზა­ნია, ბრალ­დე­ბულ­მა შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მოს მხო­ლოდ მისი პი­რო­ბე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის სრუ­ლად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის შემდეგ.

პროკურატურასთან მოლაპარაკება

სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და დაც­ვის მხა­რეს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დეგად.

მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს ად­ვო­კატ­მა შე­იძ­ლე­ბა წა­რად­გინოს:

  • ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­სუს­ტეები;
  • ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლები;
  • ბრალ­დე­ბუ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბები;
  • ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხუ­რი, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რეობა;
  • ნა­სა­მარ­თლო­ბის არ­ქო­ნა ან წარ­სულ­ში კა­ნონ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლება;
  • გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნა­მშრომ­ლობა;
  • მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა ან მისი გა­მო­სწო­რე­ბის მზად­ყოფნა;
  • და­ზა­რა­ლე­ბულ­თან შე­რი­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბები;
  • ნაკ­ლე­ბად მკაც­რი სას­ჯე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტები.

მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა აუ­ცი­ლებ­ლად და­ე­თან­ხმე­ბა დაც­ვის მხა­რის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ პი­რო­ბებს. ად­ვო­კა­ტი აფა­სებს მი­ღე­ბულ შე­თა­ვა­ზე­ბას და ბრალ­დე­ბულს ეხ­მა­რე­ბა გა­და­წყვი­ტოს, შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა იგი მის კა­ნო­ნი­ერ ინ­ტე­რე­სებს.

საპროცესო შეთანხმების პირობები და სასჯელი

სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნო­ნით შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის დად­გე­ნილ სას­ჯელ­ზე უფრო მსუ­ბუქ სას­ჯელს.

საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, შე­თან­ხმე­ბუ­ლი სას­ჯე­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავდეს:

  • ჯა­რიმას;
  • პი­რო­ბით მსჯავრს;
  • თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვეთას;
  • თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თი­სა და პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის კომ­ბი­ნა­ციას;
  • თა­ნა­მდე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მო­რთმევას;
  • ქო­ნე­ბის ჩა­მო­რთმევას;
  • სხვა ძი­რი­თად ან და­მა­ტე­ბით სას­ჯელს.

სას­ჯე­ლის ფორ­მა­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბის გარ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა პრაქ­ტი­კუ­ლი შე­დე­გის შე­ფა­სე­ბა — ჯა­რი­მის გა­და­ხდის ვადა, გა­მო­საც­დე­ლი პე­რი­ო­დის პი­რო­ბე­ბი, და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და მათი დარ­ღვე­ვის შე­საძ­ლო შე­დე­გები.

სასამართლოს როლი

პრო­კუ­რორ­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის შე­თან­ხმე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად არ იწ­ვევს გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას. სა­სა­მარ­თლომ უნდა შე­ა­მოწ­მოს შე­თან­ხმე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა და ბრალ­დე­ბუ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თობა.

სა­სა­მარ­თლო არ­კვევს:

  • ეს­მის თუ არა ბრალ­დე­ბულს წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის არსი;
  • აც­ნო­ბი­ე­რებს თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბებს;
  • იცის თუ არა, რა უფ­ლე­ბებ­ზე ამ­ბობს უარს;
  • ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით არის თუ არა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლება;
  • ჰქონ­და თუ არა მას ად­ვო­კატ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლობა;
  • არ­სე­ბობს თუ არა ბრა­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბები;
  • კა­ნო­ნი­ე­რია თუ არა შე­თან­ხმე­ბუ­ლი პი­რო­ბები;
  • არის თუ არა მო­თხოვ­ნი­ლი სას­ჯე­ლი სა­მარ­თლიანი.

თუ სა­სა­მარ­თლო შე­თან­ხმე­ბას არ და­ამ­ტკი­ცებს, საქ­მე შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეს პრო­კუ­რორს ან გაგ­რძელ­დეს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ერ­თო წესით.

რა უფლებებზე ამბობს უარს ბრალდებული?

სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე თან­ხმო­ბი­სას ბრალ­დე­ბუ­ლი უარს ამ­ბობს საქ­მის სრუ­ლი არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უფ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, მათ შორის:

  • ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი წე­სით გა­მო­კვლე­ვაზე;
  • ბრალ­დე­ბის მოწ­მე­ე­ბის სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვაზე;
  • სა­კუ­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბით გა­მო­კვლე­ვაზე;
  • სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვაზე;
  • გარ­კვე­ულ ფარ­გლებ­ში გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბაზე.

ამი­ტომ სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბის მი­ღე­ბამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია საქ­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და შე­საძ­ლო ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად შე­ფა­სება.

საპროცესო შეთანხმება და ნასამართლობა

სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­დე­გად სა­სა­მარ­თლოს გა­მო­აქვს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, პირს წარ­მო­ე­შო­ბა ნა­სა­მარ­თლო­ბა, გარ­და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი შემ­თხვე­ვე­ბისა.

ნა­სა­მარ­თლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დინოს:

  • მო­მა­ვალ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაზე;
  • გარ­კვე­უ­ლი თა­ნა­მდე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაზე;
  • პრო­ფე­სი­ულ ლი­ცენ­ზი­ა­სა და ნე­ბარ­თვებზე;
  • უცხო ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა­ზე ან ვი­ზის მი­ღე­ბაზე;
  • ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბაზე;
  • სხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ და სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებზე.

ად­ვო­კატ­მა ბრალ­დე­ბულს ხელ­მო­წე­რამ­დე უნდა გა­ნუ­მარ­ტოს არა მხო­ლოდ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლი, არა­მედ შე­თან­ხმე­ბის შე­საძ­ლო გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გებიც.

უცხო ქვეყნის მოქალაქის საპროცესო შეთანხმება

უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს და­მა­ტე­ბი­თი სა­ი­მიგ­რა­ციო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­დე­გები.

შე­თან­ხმე­ბამ­დე უნდა შე­ფასდეს:

  • საქართველოში ყოფ­ნის ან ბი­ნად­რო­ბის უფ­ლება;
  • ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბის შე­საძ­ლო სა­კითხი;
  • საქართველოში ხელახ­ლა შე­მო­სვლის შე­საძ­ლო შე­ზღუდვა;
  • შე­თან­ხმე­ბის გავ­ლე­ნა სხვა ქვე­ყა­ნა­ში ბი­ნად­რო­ბა­ზე ან ვი­ზაზე;
  • სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რო­ბები;
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნას­თან ან სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­თან შე­საძ­ლო კავ­შირი.

ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბა ან სხვა სა­ი­მიგ­რა­ციო შე­დე­გი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლია კონ­კრე­ტულ სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველ­სა და მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაზე.

დაზარალებულის ინტერესები

სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას შე­საძ­ლოა შე­ფას­დეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი, მისი პო­ზი­ცია და ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კითხი.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პო­ზი­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში იღე­ბენ პრო­კუ­რო­რი და ბრალ­დე­ბუ­ლი, ხოლო შე­თან­ხმე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის სა­კითხს წყვეტს სა­სა­მართლო.

შეიძლება თუ არა საპროცესო შეთანხმების გასაჩივრება?

სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია. გა­სა­ჩივ­რე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ფუძ­ვლე­ბი­თა და წესით.

შე­საძ­ლო სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბოდეს:

  • შე­თან­ხმე­ბის არა­ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­ფორ­მებას;
  • ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვევას;
  • ად­ვო­კა­ტის დახ­მა­რე­ბის არ­ქონას;
  • შე­თან­ხმე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის დარ­ღვევას;
  • კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სხვა არ­სე­ბით გა­რე­მო­ებას.

სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბამ­დე გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბრალდებულ/მსჯავრდებულის მიერ მისი სა­ბო­ლოო ხა­სი­ა­თი­სა და გა­სა­ჩივ­რე­ბის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რება.

რას მოიცავს ადვოკატის მომსახურება?

სა­პრო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის დროს ად­ვო­კატი:

  • სწავ­ლობს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლებს;
  • აფა­სებს ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­სა და საქ­მის პერ­სპექ­ტივას;
  • ბრალ­დე­ბულს გა­ნუ­მარ­ტავს შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით შე­დე­გებს;
  • გან­სა­ზღვრავს დაც­ვის­თვის მი­სა­ღებ პი­რო­ბებს;
  • აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რასთან;
  • წა­რად­გენს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებს;
  • ამოწ­მებს შე­თან­ხმე­ბის ტექსტ­სა და ყვე­ლა და­მა­ტე­ბით პი­რობას;
  • უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყოს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი და ინ­ფორ­მი­რე­ბული;
  • წარ­მო­ად­გენს ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლოში;
  • გა­ნა­ჩე­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ მსჯავრ­დე­ბულს გა­ნუ­მარ­ტავს სას­ჯე­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სა და სხვა სა­მარ­თლებ­რივ შე­დე­გებს.

ხშირად დასმული კითხვები

კონსულტაცია საპროცესო შეთანხმების საკითხზე

თუ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება შემოგთავაზათ ან გსურთ შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკების დაწყება, გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია საქმის მტკიცებულებების, შესაძლო სასჯელისა და ყველა სამართლებრივი შედეგის შეფასება.