ავთანდილ გიორგაძე

ავთანდილ გიორგაძე — პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია

ავთანდილ გიორგაძე კერ­ძო იუ­რი­დი­ულ პრაქ­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებს 2007 წლი­დან და მრა­ვა­ლი წე­ლია საქ­მი­ა­ნობს სის­ხლის სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მისი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მო­ცდი­ლე­ბა მო­ი­ცავს საქ­მი­ა­ნო­ბას სხვა­დასხვა იუ­რი­დი­ულ კომ­პა­ნი­ა­ში, საქართველოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­სა და თბილისის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში, ასე­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე მრა­ვალ­წლი­ან კერ­ძო სა­ად­ვო­კა­ტო პრაქ­ტიკას.

ავთანდილ გიორგაძე სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში იცავს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის, მოწ­მე­ე­ბის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის, მსჯავრ­დე­ბუ­ლე­ბის, არა­სრულ­წლოვ­ნე­ბი­სა და ძებ­ნი­ლი პი­რე­ბის უფ­ლე­ბებს. ად­ვო­კა­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბა მო­ი­ცავს დაც­ვას გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე, პო­ლი­ცი­ა­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხილ­ვი­სას, საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის, სა­ა­პე­ლა­ციო და უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ებში.

ად­ვო­კა­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ასე­ვე მო­ი­ცავს სის­ხლის სა­მარ­თლის სფე­რო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი თა­ნა­მშრომ­ლო­ბის სა­კი­თხებს, მათ შო­რის, პი­რის ექ­სტრა­დი­ცი­ის პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს; ინტერპოლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის სა­კი­თხებს; სას­ჯე­ლის მოხ­დის მიზ­ნით მსჯავრ­დე­ბულ­თა სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რის გა­და­ცე­მის პრო­ცე­დუ­რებს; ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევროპული სა­სა­მარ­თლო­სა­თვის მი­მარ­თვის სა­კი­თხებს.

ავთანდილ გიორგაძის პრო­ფე­სი­უ­ლი პრაქ­ტი­კა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სხვა­დასხვა კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლებ­თან, მათ შორის:

  • ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლები;
  • სა­კუთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლები;
  • სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უშიშ­რო­ე­ბი­სა და წეს­რი­გის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ და­ნა­შა­უ­ლები;
  • სი­ცო­ცხლის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლები;
  • ჯან­მრთე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლები;
  • ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლები;
  • სა­მე­წარ­მეო ან სხვა ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ და­ნა­შა­უ­ლები;
  • სა­ტრან­სპორ­ტო და­ნა­შა­უ­ლები;
  • სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლე­ბი და ა.შ.

ავთანდილ გიორგაძე არის სა­მარ­თლის მა­გის­ტრი სის­ხლის სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მას ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს ად­ვო­კა­ტის სა­კვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მო­ცდა სა­ერ­თო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით და მო­სა­მარ­თლის სა­კვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მო­ცდა სის­ხლის სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. იგი ფლობს სა­ერ­თო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ად­ვო­კა­ტის ლი­ცენ­ზი­ას და სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლია არა­სრულ­წლო­ვან­თა მართლ­მსა­ჯუ­ლე­ბა­სა და ბავ­შვის უფ­ლე­ბებში.

პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის, სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცე­სის, მართლ­მსა­ჯუ­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე გა­მარ­თულ სხვა­დასხვა ტრე­ნინ­გებ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებში.

სა­ად­ვო­კა­ტო პრაქ­ტი­კი­სას, იუ­რი­დი­ულ კომ­პა­ნი­ებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მო­ცდი­ლე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კის ცოდ­ნა შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, თი­თო­ე­უ­ლი საქ­მე შე­ა­ფა­სოს მისი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფაქ­ტობ­რი­ვი და სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნებით.

საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბა ეფუძ­ნე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­ტა­ლურ შეს­წავ­ლას, სა­მარ­თლებ­რი­ვი რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბას, სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კის ანა­ლიზ­სა და დაც­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბას, კლი­ენტ­თან ინ­ფორ­მი­რე­ბულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ყე­ნებას.

გჭირდებათ სისხლის სამართლის ადვოკატი?