ოჯახური დანაშაულის სამართლებრივი შეფასება — პრობლემები და პრაქტიკული გამოწვევები

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის და­ნა­შა­უ­ლი საქართველოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით დას­ჯა­დი გახ­და 2012 წელს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ მე­ო­რის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით ან/და ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბით და იძუ­ლებით.

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექს­ში 2012 წლამ­დე ცალ­კე და­ნა­შა­უ­ლად არ იყო გა­მო­ყო­ფი­ლი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის და­ნა­შა­უ­ლი და ის­ჯე­ბო­და რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი. 2012 წლი­დან სხვა ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ წარ­მო­ად­გენს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბას და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია უფრო მკაც­რი სას­ჯელი.

ოჯა­ხის წევ­რად ით­ვლე­ბა: დედა, მამა, პაპა, ბე­ბია, მე­უღ­ლე, არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი პირი, შვი­ლი (გერი), მინ­დო­ბით აღ­საზ­რდე­ლი, მინ­დო­ბით აღ­მზრდე­ლი (დე­დო­ბი­ლი, მა­მო­ბი­ლი), დე­დი­ნაც­ვა­ლი, მა­მი­ნაც­ვა­ლი, შვი­ლი­შვი­ლი, და, ძმა, მე­უღ­ლის მშო­ბე­ლი, არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი პი­რის მშო­ბე­ლი, შვი­ლის მე­უღ­ლე (მათ შო­რის, არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი), ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, წარ­სულ­ში არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი პირი, მე­ურ­ვე, მზრუნ­ვე­ლი, მხარ­დამ­ჭე­რი, მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ მყო­ფი პირი, მხარ­და­ჭე­რის მიმ­ღე­ბი, აგ­რეთ­ვე პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ეწე­ვი­ან ან ეწე­ოდ­ნენ ერ­თი­ან სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ობას.

ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის საქართველოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­მო­ტა­ნი­დან სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი და გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბით და­ი­წყეს სა­დამ­სჯე­ლო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა, რა­მაც საფრ­თხე შე­უქ­მნა სა­მარ­თლი­ან სა­სა­მარ­თლოს და მართმლსა­ჯუ­ლე­ბის ჯე­რო­ვან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბამ მი­ი­ღო და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მა და და­ი­კარ­გა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ის სტან­დარ­ტი რაც პი­რის მსჯავრ­დე­ბას სჭირ­დე­ბა, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს საქართველოში ოჯა­ხურ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩენ­თა დიდი რა­ო­დე­ნობა.

მარ­თა­ლია, რომ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა და ზო­გა­დად ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბა არ უნდა დარ­ჩეს და­უს­ჯე­ლი, თუმ­ცა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სა­თვის სა­ჭი­რო სტან­დარ­ტი არ უნდა შე­ე­წი­როს სა­ხელ­მწი­ფოს მკაცრ პო­ლი­ტი­კას. პრაქ­ტი­კა­ში არის საკ­მა­ოდ ხში­რი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლი­სა­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი პირი მსჯავრ­დე­ბულ იქნა რამ­დე­ნი­მე წლის უკან ჩა­დე­ნილ სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე, მხო­ლოდ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ან მის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის გა­რე­შე ხდება.

ერთ - ერთი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის თა­ნა­ხმად, რ.მ. 2002 წლი­დან ერ­თი­ან სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბას ეწე­ო­და ლ.ბ.-სთან. 2018 წლის 5 აპ­რილს რ.მ-მ თმა მო­ქა­ჩა, სახ­ლი­დან გა­აგ­დო ლ.ბ.. ლ.ბ-მ სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. რ.მ.-ს მი­მართ სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც უბ­ნის ინ­სპექ­ტორ გა­მო­მძი­ებ­ლის და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟის 2 თა­ნა­მშრომ­ლის ჩვე­ნე­ბას და­ეყ­დნო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არცერ­თი მათ­გა­ნი არ შეს­წრე­ბია რ.მ-ს მხრი­დან ჩა­დე­ნილ სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის ფაქტს და მათ მიერ სა­სა­მარ­თლო­სა­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყო ირი­ბი ჩვე­ნე­ბა. ეს იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც საქართველოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 31-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლის იმ­პე­რა­ტი­უ­ლი და­ნა­წე­სის თა­ნა­ხმად, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მხო­ლოდ უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს, ხოლო ყო­ველ­გვა­რი ეჭვი, რო­მე­ლიც კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად ვერ და­დას­ტურ­დე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლის (მსჯავრ­დე­ბუ­ლის) სა­სარ­გებ­ლოდ უნდა გა­და­წყდეს. ასე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პი­რის მსჯავრ­დე­ბის და­უშ­ვებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ასე­ვე არა­ერ­თი გან­მარ­ტე­ბა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი რო­გორც საქართველოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს, ასე­ვე ევროსასამართლოსაც.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა უნდა გა­ა­კე­თოს სა­ხელ­მწი­ფომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­სამ­ცი­რებ­ლად, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი და მო­ცუ­ლო­ბი­თი სა­კი­თხია, თუმ­ცა, ამას­თა­ნა­ვე ჩვენ ვხე­დავთ, რომ არ­სე­ბუ­ლი მიდ­გო­მა შე­დეგს არ იძ­ლე­ვა. მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ იმ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლითს უნდა მივ­მარ­თოთ, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლას ჩვენ­ზე ბევ­რად ადრე შე­უდ­გნენ და უკვე გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი აქვთ. ვთვლი, რომ ამ კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­მწვე­ვი (და არა­მარ­ტო ამ კა­ტე­გო­რი­ის) ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის და­ბალ სა­მარ­თლებ­რივ კულ­ტუ­რა­შია, რაც სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის არ­ცოდ­ნა­ში და უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, უპირ­ვე­ლეს­ყოვ­ლი­სა სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვს სა­ხელ­მწი­ფოს დიდი სა­მუ­შაო ჩა­სა­ტა­რე­ბელი.

ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა­თვის ბრალ­დე­ბულ პირს სა­ხელ­მწი­ფო არ ანი­ჭებს სა­ვალ­დე­ბუ­ლო დაც­ვის უფ­ლე­ბას. ძა­ლი­ან ბევრ შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნი­შუ­ლი პი­რე­ბი არ თვლი­ან სა­ჭი­როდ და ვერ ახერ­ხე­ბენ, ან მარ­ტი­ვად უყუ­რე­ბენ წა­ყე­ნე­ბულ ბრალს და არ სარ­გებ­ლო­ბენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბით, რა­საც მო­აქვს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი და ირ­ღვე­ვა მათი დაც­ვის უფ­ლე­ბა, ვერ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­თა­ნა­დო დაც­ვას და მათ მი­მართ დგე­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მიერ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­სა­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა არ ხდე­ბა, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში არ ტარ­დე­ბა შე­სა­ბას­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის უპი­რო­ბო გა­ზი­ა­რე­ბის გზით ირ­ღვე­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ყო­ველ­მხრი­ვი, ობი­ექ­ტუ­რი და სა­თა­ნა­დო გა­მო­ძი­ე­ბის ვალ­დე­ბუ­ლება.

მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, მაგ­რამ სე­რი­ო­ზულ გა­მო­წვე­ვად რჩე­ბა ამ ბრძო­ლა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბის სა­თა­ნა­დო დაც­ვა და სა­მარ­თლი­ა­ნი მართლ­მსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა, რაც მო­ცე­მუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­თა გან­ხილ­ვას ახ­ლავს.

გჭირდებათ სისხლის სამართლის ადვოკატი?