ბრალდების გადაკვალიფიცირება და არასაპატიმრო სასჯელი პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე

ად­ვო­კა­ტე­ბის ავთანდილ გიორგაძისა და ბექა ნემსიწვერიძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დაც­ვის შე­დე­გად, საქართველოს სსკ-ის 353¹-ე მუხ­ლით წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი - პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­და­სხმა გა­და­კვა­ლი­ფი­ცირ­და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლ­ზე - ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მსუ­ბუ­ქი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გით დას­რულდა.

ბრალ­დე­ბის მხა­რე ბრალ­დე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბო­და საქართველოს სსკ-ის 353¹-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს 4-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას. დ.გ.-ს, გ.ჯ.-ს, ნ.ჯ.-სა და ლ.ნ.-სათვის ბრა­ლად­წარ­დგე­ნი­ლი ქმე­დე­ბე­ბი გა­და­კვა­ლი­ფი­ცირ­და ძა­ლა­დო­ბის მუხლ­ზე, ხოლო ოთხი­ვე ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლის სა­ხით არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლი — ჯა­რი­მა გა­ნე­სა­ზღვრა.

პი­რის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნა­ხმად: დ.გ.-ს, გ.ჯ.-ს, ნ.ჯ.-სა და ლ.ნ.-ს ბრა­ლად ედე­ბო­დათ კლი­ნი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რებით.

ლ.ნ.-ს მი­მართ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბა ორ ეპი­ზოდს მო­ი­ცავდა.

დაც­ვის მხა­რის ძი­რი­თა­დი პო­ზი­ცია ეფუძ­ნე­ბო­და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი­სა და მის­თვის ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფრო მძი­მე სა­მარ­თლებ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­მიჯვნას.

ად­ვო­კა­ტე­ბი ავთანდილ გიორგაძე და ბექა ნემსიწვერიძე მი­უ­თი­თებ­დნენ, რომ პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­და­სხმის ბრალ­დე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად მხო­ლოდ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პო­ლი­ცი­ე­ლის სტა­ტუ­სის არ­სე­ბო­ბა საკ­მა­რი­სი არ იყო. აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო დად­გე­ნი­ლი­ყო, რომ ძა­ლა­დო­ბა სწო­რედ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხორ­ცი­ელდა.

საქ­მის გან­ხილ­ვი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო კონ­ფლიქ­ტის წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბის შე­ფა­სება.

გა­მო­კვლე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის და­ი­წყო და შემ­დგომ მას­ში სხვა პი­რე­ბიც ჩა­ერ­თნენ. დაც­ვის პო­ზი­ცი­ით, ძა­ლა­დო­ბის მი­ზე­ზი და მო­ტი­ვი უნდა შე­ფა­სე­ბუ­ლი­ყო სწო­რედ კონ­კრე­ტუ­ლი კონ­ფლიქ­ტის კონ­ტექსტში.

დაც­ვის მხა­რე ყუ­რად­ღე­ბას ამახ­ვი­ლებ­და იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პო­ლი­ცი­ე­ლის სტა­ტუ­სის ცოდ­ნა თა­ვის­თა­ვად ვერ და­ა­დას­ტუ­რებ­და ძა­ლა­დო­ბის მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან კავ­შირს. სწო­რედ ამ კავ­ში­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას ჰქონ­და გა­და­მწყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა თავ­და­პირ­ვე­ლი ბრალ­დე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის­თვის.

საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის ფარ­გლებ­ში შე­ფას­და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბები.

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ადას­ტუ­რებ­და ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­სა და ხა­სი­ათს, თუმ­ცა და­ზი­ა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა თა­ვის­თა­ვად ვერ ადას­ტუ­რებ­და, რომ ძა­ლა­დო­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბოდა.

შე­სა­ბა­მი­სად, დაც­ვის მხა­რის მიერ ყუ­რად­ღე­ბა გა­მახ­ვილ­და არა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის ფორ­მა­ლურ არ­სე­ბო­ბა­ზე, არა­მედ მისი მო­ტი­ვი­სა და კონ­კრე­ტულ კონ­ფლიქტ­თან კავ­ში­რის შე­ფა­სე­ბაზე.

საქ­მე­ზე გა­მო­კვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და დაც­ვის მიერ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა თავ­და­პირ­ვე­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბრალ­დე­ბულ­თა მოქ­მე­დე­ბე­ბი პო­ლი­ცი­ელ­ზე მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თავ­და­სხმას წარ­მო­ად­გენდა.

დ.გ.-ს, გ.ჯ.-ისა და ნ.ჯ.-ის მი­მართ საქართველოს სსკ-ის 353¹-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა გა­და­კვა­ლი­ფი­ცირ­და 126-ე მუხ­ლის 1¹ ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნქტ­ზე — ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბაზე.

ლ.ნ.-ის შემ­თხვე­ვა­ში ორი ეპი­ზო­დი შე­ფას­და 126-ე მუხ­ლის 1¹ ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით — ჯგუ­ფუ­რად და ორი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დობად.

საქ­მის ცალ­კე­ულ ეპი­ზო­დებ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზეც შე­წყდა.

ად­ვო­კა­ტე­ბი: ავთანდილ გიორგაძე, ბექა ნემსიწვერიძე

თი­თო­ე­უ­ლი საქ­მის შე­დე­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ფაქ­ტობ­რივ და სა­მარ­თლებ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე. კონ­კრე­ტულ საქ­მე­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი სხვა საქ­მე­ზე ანა­ლო­გი­უ­რი შე­დე­გის გა­რან­ტი­ას არ წარ­მო­ად­გენს.

საქმის შედეგები

სამივე ინსტანციის სასამართლოში

გამამართლებელი განაჩენი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე

დ.ქ., რომლის ინტერესებსაც ადვოკატები ავთანდილ გიორგაძე და ბექა ნემსიწვერიძე იცავდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში სრულად გამართლდა და უდანაშაულოდ…

საქმის ნახვა : გამამართლებელი განაჩენი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე
სააპელაციო სასამართლო

არასრულწლოვნის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი

არასრულწლოვან გ.გ.-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალად ედებოდა ქურდობის ჩადენა ინტერესებს იცავდა ადვოკატი ავთანდილ გიორგაძე.

საქმის ნახვა : არასრულწლოვნის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი

ყველა საქმის შედეგის ნახვა

გჭირდებათ სისხლის სამართლის ადვოკატი?