გამამართლებელი განაჩენი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე

დ.ქ., რომ­ლის ინ­ტე­რე­სებ­საც ად­ვო­კა­ტე­ბი ავთანდილ გიორგაძე და ბექა ნემსიწვერიძე იცავ­დნენ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში სრუ­ლად გა­მარ­თლდა და უდა­ნა­შა­უ­ლოდ იქნა ცნო­ბი­ლი საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხ­ლის „ბ“ და „ი“ ქვე­პუნ­ქტე­ბით წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში - გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ჯგუ­ფურად.

ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნა­ხმად, დ.ქ.-ს ბრა­ლად ედე­ბო­და, რომ ლ. მ.-სთან ერ­თად გა­ნიზ­რა­ხა დ. კ.-ს მოკ­ვლა. ამ მიზ­ნით 2023 წლის 02 მა­ისს ქ.თბილისში, დ. ქ. და ლ. მ., დ. ქ.-ს მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­ვიდ­ნენ დ. კ.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მართ­ზე, რა დრო­საც ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ლ. მ. ცეცხლ­სას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად დ.კ.-ს მი­ა­ყე­ნეს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რის გა­მოც იგი გა­და­ყვა­ნი­ლი იქნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. დ. ქ.-მ და ლ.მ.-მ კი დ. კ.-ს მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა სის­რუ­ლე­ში ვერ მო­იყ­ვანეს.

ბრალ­დე­ბის მხა­რის ძი­რი­თად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს წარ­მო­ად­გენ­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და მის მიმ­დე­ბა­რედ გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბო­და დ.ქ.-ს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და მის მიმ­დე­ბა­რედ ყოფ­ნის ფაქტი.

დაც­ვის მხა­რემ მო­ცე­მუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე ჩა­ა­ტა­რა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვი­დე­ო­ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მე­ლიც წა­რუდ­გი­ნა სა­სა­მარ­თლოს და უზ­რუნ­ველ­ჰყო შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტის და­კი­თხვა.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის ფარ­გლებ­ში, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ მო­პო­ვე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე ასა­ხულ დ.ქ.-ს ავ­ტო­მო­ბილ­ზე ცეცხლ­სას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, მათ შო­რის, გას­რო­ლის კვა­ლი არ გა­მო­ვლინდა.

შე­სა­ბა­მი­სად, დად­გინ­და, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი მხო­ლოდ დ.ქ.-ს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ყოფ­ნის ფაქტს ადას­ტუ­რებ­და, თუმ­ცა ვერ ადას­ტუ­რებ­და დ.ქ.-ს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობას.

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის დასკვნის/ექსპერტის და­კი­თხვის ერ­თობ­ლივ­მა შე­ფა­სე­ბამ დაც­ვის მხა­რეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა წარ­მო­ე­ჩი­ნა გან­სხვა­ვე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ აღ­წე­რილ ვერ­სი­ა­სა და საქ­მე­ში ობი­ექ­ტუ­რად და­ფიქ­სი­რე­ბულ გა­რე­მო­ე­ბებს შორის.

იმავ­დრო­უ­ლად, საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის ეტაპ­ზე, დაც­ვის მხა­რის მიერ ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ე­ბი და­ი­კი­თხნენ ჯვა­რე­დი­ნი და­კით­ვის ფარ­გლებში.

სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვი­სას ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვე­ბით გა­მო­ვლინ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი მოწ­მე­თა მიერ გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებს შორის.

დაც­ვის მხა­რის მიერ ასე­ვე შე­ფას­და მო­ცე­მულ მოწ­მე­თა მიერ სა­სა­მარ­თლო­სა­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნად ემ­თხვე­ო­და საქ­მის სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. გა­მო­ვლე­ნილ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეჭვი გა­ა­ჩი­ნა ბრალ­დე­ბის ცალ­კე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სან­დო­ო­ბა­სა და და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რებით.

შე­სა­ბა­მი­სად, დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბა და­ეთ­მო მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის სან­დო­ო­ბის შე­მოწ­მე­ბას, გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებს შო­რის არ­სე­ბულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს და ვი­დე­ო­მა­სა­ლის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვას. დაც­ვის მხა­რემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­მო­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა სტან­დარ­ტით ვერ ადას­ტუ­რებ­და დ.ქ.-ს მიერ მის­თვის ბრა­ლად­წარ­დგე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დენას.

დ.ქ. სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ა­ში სრუ­ლად უდა­ნა­შა­უ­ლოდ იქნა ცნო­ბი­ლი და გა­მარ­თლდა, ხოლო მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­უქ­მდა, ასე­ვე გა­უქ­მდა დ.ქ.-ს მი­მართ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ძებნა.

ად­ვო­კა­ტე­ბი: ავთანდილ გიორგაძე, ბექა ნემსიწვერიძე

თი­თო­ე­უ­ლი საქ­მის შე­დე­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ფაქ­ტობ­რივ და სა­მარ­თლებ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე. კონ­კრე­ტულ საქ­მე­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი სხვა საქ­მე­ზე ანა­ლო­გი­უ­რი შე­დე­გის გა­რან­ტი­ას არ წარ­მო­ად­გენს.

საქმის შედეგები

სააპელაციო სასამართლო

არასრულწლოვნის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი

არასრულწლოვან გ.გ.-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალად ედებოდა ქურდობის ჩადენა ინტერესებს იცავდა ადვოკატი ავთანდილ გიორგაძე.

საქმის ნახვა : არასრულწლოვნის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი
პირველი ინსტანციის სასამართლოში

სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეზე მ.ბ.-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი

მ.ბ.-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის ორი ეპიზოდის ჩადენა იცავდა ადვოკატი ავთანდილ გიორგაძე.

საქმის ნახვა : სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეზე მ.ბ.-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი

ყველა საქმის შედეგის ნახვა

გჭირდებათ სისხლის სამართლის ადვოკატი?