სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეზე მ.ბ.-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი

მ.ბ.-ს ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბო­და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის ორი ეპი­ზო­დის ჩა­დე­ნა იცავ­და ად­ვო­კა­ტი ავთანდილ გიორგაძე.

ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნა­ხმად, მ.ბ.-ს მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის სა­ფუძ­ველ­ზე და­ზა­რა­ლე­ბულს გა­უჩ­ნდა მუ­ქა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შიში.

ბრალ­დე­ბის მხა­რე მ.ბ.-ს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის ორი ეპი­ზო­დის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბო­და არა­ერთ­გზის, ანუ მ.ბ.-ს მი­მართ წარ­სულ­ში უკვე არ­სე­ბობ­და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი იმა­ვე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მართ.

აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ად­ვო­კატ ავთანდილ გიორგაძის მიერ ჩა­ტარ­და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, ვი­ნა­ი­დან მ.ბ.-ს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­და­მწყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბო­და მის­თვის ბრა­ლად წარ­დგე­ნი­ლი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის ორი ახა­ლი ეპი­ზო­დი შე­ფა­სე­ბუ­ლი­ყო არა წარ­სუ­ლი ნა­სა­მარ­თლო­ბის, არა­მედ კონ­კრე­ტულ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველზე.

დაც­ვის მხა­რის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ მ.ბ.-სა და და­ზა­რა­ლე­ბულს შო­რის არ­სე­ბობ­და ხან­გრძლი­ვი ოჯა­ხუ­რი და ქო­ნებ­რი­ვი დავა, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ სახლ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხოლო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის ძი­რი­თა­დი მოწ­მე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი იმა­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ან მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ.

საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას დაც­ვის მხა­რე ითხოვ­და ბრალ­დე­ბის მხა­რი­სა­გან, რომ სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის თი­თო­ე­უ­ლი ეპი­ზო­დი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სან­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა, ვი­ნა­ი­დან მხა­რე­თა შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი თა­ვის­თა­ვად ვერ და­ა­დას­ტუ­რებ­და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დენას.

დაც­ვის მხა­რემ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მო­ი­ძია და­მა­ტე­ბი­თი, მათ შო­რის ნე­იტ­რა­ლუ­რი მოწ­მე­ე­ბი და და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ა­მოწ­მა საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბები.

დაც­ვის მხა­რის მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ ერთ-ერთ ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით მ.ბ. სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვის დროს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო მე­ო­რე ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­პო­ვე­ბულ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­მა არ და­ა­დას­ტუ­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ აღ­წე­რი­ლი მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბა. კერ­ძოდ, დაც­ვის მხა­რის მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი იქნა ნე­იტ­რა­ლუ­რი მოწ­მე, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბის მხა­რის ვერ­სი­ით მე­ო­რე ეპი­ზო­დის ფარ­გლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ბრალ­დე­ბის მხა­რეს სა­ერ­თოდ არ ჰყავ­და გა­მო­კი­თხუ­ლი. მოწ­მის ჩვე­ნე­ბით კი არ და­დას­ტურ­და ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ აღ­წე­რი­ლი კონ­ფლიქ­ტი და მუ­ქა­რის ფაქტი.

ამას­თან, დაც­ვის მხა­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც ბრალ­დე­ბის მხა­რის ერთ-ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბის სან­დო­ო­ბა­სა და მის მიერ მოვ­ლე­ნე­ბის აღ­წე­რი­ლი ფორ­მით გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ­სე­ბი­თად აყე­ნებ­და ეჭვ­ქვეშ.

იმავ­დრო­უ­ლად, ად­ვო­კატ­მა ავთანდილ გიორგაძემ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა­ზე, სან­დო­ო­ბა­სა და შე­საძ­ლო და­ინ­ტე­რე­სე­ბაზე.

სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვი­სას გა­მო­იკ­ვე­თა, რომ და­ზა­რა­ლე­ბულს უჭირ­და ბრალ­დე­ბის სა­ფუძ­ვლად მი­თი­თე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ეპი­ზო­დე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად აღ­წე­რა, ხოლო ზო­გი­ერ­თი მოწ­მის სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა არ­სე­ბი­თად გან­სხვავ­დე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე მათ მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ისგან.

ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის რამ­დე­ნი­მე მოწ­მე არ ყო­ფი­ლა სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის უშუ­ა­ლო თვით­მხილ­ვე­ლი და მათ მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­წი­ლი სხვა პი­რე­ბის­გან მი­ღე­ბულ ცნო­ბებს ეფუძ­ნე­ბოდა.

ად­ვო­კატ ავთანდილ გიორგაძის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის, და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბის დე­ტა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, მ.ბ.-ს ბრალ­დე­ბის მხა­რის ორი­ვე ეპი­ზო­დის ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­ბა­თი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მ.ბ. სრუ­ლად უდა­ნა­შა­უ­ლოდ იქნა ცნო­ბი­ლი და გამ­რთლდა მის­თვის ბრა­ლად­წარ­დგე­ნილ სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის ორი­ვე ეპი­ზოდში.

ად­ვო­კა­ტი: ავთანდილ გიორგაძე

თი­თო­ე­უ­ლი საქ­მის შე­დე­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ფაქ­ტობ­რივ და სა­მარ­თლებ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე. კონ­კრე­ტულ საქ­მე­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი სხვა საქ­მე­ზე ანა­ლო­გი­უ­რი შე­დე­გის გა­რან­ტი­ას არ წარ­მო­ად­გენს.

საქმის შედეგები

სამივე ინსტანციის სასამართლოში

გამამართლებელი განაჩენი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე

დ.ქ., რომლის ინტერესებსაც ადვოკატები ავთანდილ გიორგაძე და ბექა ნემსიწვერიძე იცავდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში სრულად გამართლდა და უდანაშაულოდ…

საქმის ნახვა : გამამართლებელი განაჩენი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე
სააპელაციო სასამართლო

არასრულწლოვნის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი

არასრულწლოვან გ.გ.-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალად ედებოდა ქურდობის ჩადენა ინტერესებს იცავდა ადვოკატი ავთანდილ გიორგაძე.

საქმის ნახვა : არასრულწლოვნის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი

ყველა საქმის შედეგის ნახვა

გჭირდებათ სისხლის სამართლის ადვოკატი?