- სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო -

ნებისმიერი სახის იურიდიული მომსახურება ერთ სივრცეში

სტრასბურგი ხაჭაპურიძე და პარტნიორები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც შეიქმნა 1959 წელს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა წევრი ქვეყნებისათვის და იწვევს მთავრობების მიერ მათი კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის ცვლილებას მრავალ სფეროში.

,,KH &  PARTNERS “ს ადვოკატები  გახლავან საერთაშორისო სამართლის  გამოცდილი და პროფესიონალი სპეციალისტები. ჩვენ ,,სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში“  წარმატებით ვიცავდით 100 ზე მეტი  პირის ინტერესებს.

სერვისები:

  • ,,KH & PARTNERS” გაგიწევთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას პირადად ან დისტანციურად;
  • წერილობით გაგიფორმებთ საადვოკატო მომსახურეობის ხელშეკრულებას;
  • სამართლებრივ ექსპერტიზას ჩაუტარებთ საქმის მასალებს;
  • საქმის გარემოებიდან გამომდინარე მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით;
  • თქვენი საქმიდან გამომდინარე შევისწავლით და გავაანალიზებთ სტრასბურგის  სასამართლოს  პრაქტიკას;
  • მოვიპოვებთ  ყველა საჭირო მტკიცებულებებს, რისი მოპოვებაც არის შესაძლებელი;
  • გამოვკითხავთ მოწმეებს;
  • დავნიშნავთ და მოვიპოვებთ  ნებისმიერი სახის ექსპერტიზებს;
  • ,, KH & PARTNERS” განაცხადით მივმართავთ და ვაწარმოებთ საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში;
  • ვაწარმოებთ საქმის მსვლელობას სტრასბურგის სასამართლოში მის ყველა ეტაპზე;
  • ,, KH & PARTNERS” მონაწილეობას მივიღებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებიდან გამომდინარე ყველა სამართლებრივ პროცედურებში; (პროკურატურა, პენიტენციური სისტემა, სააპელაციო და უზენაესი სასამართლო).