- გადახდის უუნარობა -

ნებისმიერი სახის იურიდიული მომსახურება ერთ სივრცეში

გაკოტრების საქმის წარმოება

,,ხაჭაპურიძე და პარტნიორები” ს იურისტები გთავაზობთ გაკოტრების საქმის წარმოებას. გავრცელებულია აზრი, რომ კომპანიის გაკოტრება ეს ,,მდიდრული, ხმაურიანი დაკრძალვის’’ პროცესია.  სინამდვილეში სამართალმა გაკოტრების სამართლებრივი  მექანიზმი იმ მიზნით შექმნა, რომ გადაარჩინოს და  განაახლოს  კომპანია.

,,KH & PARTNERS“ ბიზნესის გაკოტრების საქმის წარმოებასა და ანტიკრიზისულ  დაცვაში ვხედავთ ჩვენს მისიას, სამართლებრივი ბაზის ეფექტურად გამოყენების მეშვეობით, გადავარჩინოთ ბიზნესი და პირიქით ავიყვანოთ იგი ახალ წარმატებულ საფეხურზე.

გაკოტრების საქმის წარმოება

   ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალი 2021 წ. კანონი განსხვავებულად არეგულირებს გადახდისუუნარობის პროცესს. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სტატუსის ავტორიზაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია,  საშუალებას გვაძლევს კვლავ  წარმატებით ჩავერთოთ გაკოტრების საქმეებში, რაბილიტაციისა და გაკოტრების მმართველების, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის სტატუსით,  როგორც ეს წარმატებით ხდებოდა ჩვენი 22 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში.

სერვისები:

  • ,,ხაჭაპურიძე და პარტნიორები” განვახორციელებთ გაკოტრების რისკების შეფასებასა და გაგიწევთ სამართლებრივ რეკომენდაციებს;
  • რეალიზებული აქტივების გაყიდვაში სამართლებრივი დახმარება;.
  • ვალების რესტრუქტურიზაცია;
  • ბიზნეს სტრუქტურირება;
  • ყოვლისმომცველი სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • მოვალე-კრედიტორთა რეესტრში შეტანის პროცესის ერთობლივი განხორციელება;
  • კრედიტორთა ყალბი მოთხოვნების რეესტრში შეტანის უკუჩვენებები;
  • მოვალის დაცვა და გამოსახლება;
  • ფიქტიური ან განზრახ გაკოტრების, აგრეთვე შესაბამისი პროცედურების დროულად არ დაწყების  შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაკისრება;
  • კომპანიების და მათი მოვალეების ინტერესების დაცვა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში;
  • საექსპერტო დასკვნის მომზადება  ადმინისტრაციულ სამართლებრივი დაცვის სფეროში და სხვა.