ჩვენი კლიენტები
გაეცანით ჩვენს კლიენტებს
კომპანიები
იურიდიული კომპანია ,,ხაჭაპურიძე და პარტნიორების“ ასოცირებული პარტნიორის, ადვოკატ ზურაბ ვანიშვილის ბრწყინვალედ წარმართული სამართლებრივი დავის შედეგად შევძელით საბაჟო დეპარტამენთთან 109. 791. 16 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებული დავა მოგვეგო. მადლობა ადვოკატ ზურაბ ვანიშვილს.
ნ. დემეტრაძე
შ.პ.ს. ,,ელფი“ საქართველოში, კვების სფეროში ლიდერი კომპანიაა. ჩვენ ,,ხაჭაპურიძე და პარტნიორების“ ადვოკატების პაატა ლობჟანიძისა და შალვა ხაჭაპურიძის მეშვეობით შევძელით მოგვეგო 170 (ას სამოცდაათი) სარჩელი და მოწინააღგმდეგე მხარისგან დავიბრუნეთ 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა.
კ. ხეცურიანი
2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც ტელეკომპანია „იმედში“ ძალოვნები შეიჭრნენ მე ტელევიზიის მე-3 სართულზე ვიყავი. იმ პერიოდში ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის გენერალური დირექტორი გახლდით, შესაბამისად მოხდა ჩხრეკა ჩემს ოფისშიც. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მეშვეობით შესაძლებელი შეიქნა ჩემს მიმართ არ შეკერილიყო ყალბი ბრალდების საქმე.
პ. ჩახნაშვილი
ვარ რუსეთის მოქალაქე, საქართველოში შემექნმნა საიმიგრაციო პრობლემა დახმარებისათვის მივმართე იურიდიულ კომპანია ,,ხაჭაპურიძე და პარტნიორებს“. ადვოკატ ირაკლი კოკაიას მეშვეობით ყველა ჩემი საიმიგრაციო პრობლემა მოგვარდა.
ი. კირიანიკოვი
ნარკო დანაშაულის ბრალდებით უკანონოდ დაგვაკავეს მე და ჩემი მეუღლე. სახლში დარჩნენ ჩვენი მცირეწლოვანი შვილები. ჩვენი უდანაშაულოება დავამტკიცეთ ,,ხაჭაპურიძე და პარტნიორების“ ადვოკატების შალვა ხაჭაპურიძისა და დავით სანაძის მეშვეობით. მეუღლეს თავად პროკურატურამ მოუხსნა ბრალდება, ხოლო ჩემს მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი და მე გავთავისუფლდი სხდომის დარბაზიდან.