- შრომის სამართალი -
პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მექანიზმი
იურიდიული კომპანია ,,ხაჭაპურიძე და პარტნიორები“-ს შრომის სამართლის საადვოკატო საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია საქართველოში. – ამ მიმართულებით კომპანიაში მუშაობს 10-ზე მეტი ადვოკატი.
შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული. კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის ურთიერთობის მარეგულირებელი ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები საშუალებას აძლევს კომპანიას მინიმუმამდე დაიყვანოს არსებული სამართლებრივი რისკები და უზრუნველყოს ბიზნესის საიმედოობა და წარმატება.
შრომის სამართლის სფეროში ,,KH & PARTNERS“ ადვოკატები გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:
- კონსულტაციები შრომის სამართლის ზოგადი საკითხების ფართო სპექტრზე;
- შრომითი ხელშეკრულებების (მათ შორის კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები) მომზადება;
- შრომითი ხელშეკრულებების შეცვლა და შეჩერება და შეწყვეტა;
- პერსონალის ოპტიმიზაციისა და რესტრუქტურიზაციის, პერსონალის შემცირებისა და მასობრივი გათავისუფლების პროცედურების შემუშავება და მხარდაჭერა;
- დამსაქმებელთა სამართლებრივი მხარდაჭერა ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების გადაწყვეტისას;
- იურიდიული პირისათვის შინაგანაწესისა და სხვა დოკუმენტების მომზადება;
- კლიენტების ინტერესების წარმოდგენა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში;
- დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კანონიერი ინტერესების დაცვა;
- შრომითი ურთიერთობებიდან წარმოქმნილ დავებში წარმომადგენლობა სასამართლოსა და არბიტრაჟში;
- შრომითი ხელშეკრულების ან შრომითი პირობების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფისას კლიენტის ინტერესების დაცვა;
- ინსაიდერული ინფორმაციის შესახებ კანონმდებლობის გამოყენების შესახებ რჩევების მიცემა;