- სისხლის სამართალი -
რთული და არასტანდარტული პრობლემების გადაწყვეტა და 15 წამყვანი ადვოკატი
იურიდიული კომპანია ,,ხაჭაპურიძე და პარტნიორები“ გთავაზობთ ყოვლისმომცველ, საადვოკატო მომსახურებას სისხლის სამართლის სფეროში. სამართლის ამ მიმართულებით კომპანიაში მოღვაწეობს 15 ზე მეტი პროფესიონალი ადვოკატი, რაც შესაძლებელს ხდის კლიენტისთვის ნებისმიერი კატეგორიის საქმეზე დადებითი შედეგის მიღწევას.
,,KH & PARTNERS “ს ადვოკატები ბოლო 3 წელიწადში სისხლის სამართლის მიმართულებით ვიცავდით 11,000 ზე მეტი პირის უფლებებს, შედეგად შევძელით: 200 ზე მეტი გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, 100 განრიდებისა და 10,500 ზე მეტი საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
სერვისები:
- ,,KH & PARTNERS” გაგიწევთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას პირადად ან დისტანციურად;
- დღე ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თქვენი გამოძახებით, ადვოკატი გამოცხადდება შემთხვევის ადგილზე, ვიდეოოპერატორთან ერთად, პირველად საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, როგორიცაა ჩხრეკა, ამოღება, დათვალიერება, დაკავება;
- წერილობით გაგიფორმებთ საადვოკატო მომსახურეობის ხელშეკრულებას;
- მონაწილეობას მივიღებთ აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაში;
- გამოვითხოვთ და სამართლებრივ ექსპერტიზას ჩაუტარებთ საქმის მასალებს;
- დავიცავთ ბრალდებულის უფლებებს სამივე ინსტანციის სასამართლოებში;
- ჩავატარებთ დამოუკიდებელ გამოძიებას და მოვიპოვებთ მტკიცებულებებს;
- გამოვკითხავთ მოწმეებს;
- დავნიშნავთ ნებისმიერი სახის ექსპერტიზებს;
- მოწმის და დაზარალებულის ადვოკატირება;
- დავიცავთ თქვენს ბიზნეს უკანონო ქმედებებისგან;
- შევადგენთ საჩივრებს და განცხადებებს ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ;
- მონაწილეობას მივიღებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომებში;
- ,,KH & PARTNERS” ადვოკატები მოვამზადებთ, შესავალ და დასკვნით სიტყვებს.
- მონაწილეობას მივიღებთ ჯვარედინ დაკითხვაში;
- მოვამზადებთ განცხადებას განრიდების ან/და საპროცესო შეთანხმების შესახებ.
- დავიცავთ პატიმრის უფლებებს პენიტენციურ დაწესებულებებში და მრავალჯერადად მოვინახულებთ მას საპატიმრო დაწესებულებებში;
- სარჩელით მივმართავთ სასამართლოს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე;
- შევადგენთ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს;
- მოვამზადეთ შუამდგომლობას ახლად გამოვლენილი გარემოების შესახებ;
- ,,KH & PARTNERS” ადვოკატები მივმართავთ და ვაწარმოებთ საქმის მსვლელობას საკონსტიტუციო სასამართლოში;
- მივმართავთ და წარმოვადგენთ თქვენს ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში.
ჩვენთან თქვენ მოგებული დარჩებით!