- ტურისტების მომსახურება -

ნებისმიერი სახის იურიდიული მომსახურება ერთ სივრცეში

გესაჭიროებათ კვალიფიციური, უცხო ენის მცოდნე ადვოკატი ტურისტებისთვის?

ტურისტების მომსახურება

საქართველოში სტუმრად მყოფი ტურისტების საადვოკატო მომსახურება იურიდიული კომპანია ,,KH & PARTNERS“ –  ერთ ერთი წამყვანი საქმიანობაა. ამ მიმართულებით კომპანიაში მუშაობს 15 ზე მეტი იურისტი, რომელთაგან 10 ადვოკატია. 

,,KH & PARTNERS“ ის ადვოკატებმა ბოლო 3 წელიწადში, საზღვარზე შემოსვლიდან უკან გამგზავრებამდე, იურიდიული მომსახურება გავუწიეთ 4000 ზე მეტ ტურისტს, შედეგად მათთვის შევძელით სრული სამართლებრივი დაცვა და უსაფრთხო გარემო.

ტურისტების მომსახურება

ტურისტები ჩვენთან პარტნიორობით მიღებენ უსაფრთხო გარემოს და სრულ სამართლებრივ დაცულობას!

სერვისები:

  • 24/7,365 ტელეფონით, ინტერნეტით ან პირადი შეხვედრისას გაგიწევთ უფასო  კონსულტაციას სამართლის ნებისმიერ სფეროში;
  • წარმომადგენლობა ნებისმიერ კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებებთან ტურისტის მშობლიურ ენაზე, ენის მცოდნე ადვოკატის და/ან სათანადო თარჯიმნის მონაწილეობით;
  • ტურისტებისთვის GPS სისტემით უზრუნველყოფა და თვალყურის დევნება მათ უსაფრთხოებაზე;
  • სრული მომსახურეობა სისხლის, სამოქალაქო, საგადასახადო, დმინისტრაციულ სამართალში. ბიზნეს იურისტის მომსახურეობის პაკეტი;
  • საჯარო რეესტრის/ნოტარიუსის/თარჯიმნის მომსახურეობა;
  • პირადი ადვოკატი/კერძო დედექტივი/კერძო დაცვის უზრუნველყოფა/ექსპერტიზები.
  • სამართალდამცავ ორგანოებთან პირველივე შეხებისთანავე, დღე ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, დაგვიკავშირდით და ჩვენი ,,KH & PARTNERS”-ის ადვოკატი, ვიდეოოპერატორთან ერთად რამდენიმე წუთში იქნება მითითებულ მისამართზე-ჩხრეკა, ამოღება, დათვალიერება, დაკავება. მონაწილეობას მივიღებთ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულის აღმკვეთი ღონისძიების განხილვაში სასამართლოში.
  • ჩავატარებთ იურიდიული დოკუმენტების რევიზიას, მოგიმზადებთ განცხადებებსა და საჩივრებს, ყველა სახის ხელშეკრულებებს, პროექტებს და საქმიან დოკუმენტაციას, იურიდიული და ფიზიკური პირების სარეგისტრაციო მასალებს;
  • მონაწილეობას მივიღებთ თქვენს მიერ წარმართულ ბიზნეს, საქმიან თუ სადავო მოლაპარაკებებში და სადაო  საკითხების წინა სასამართლო დარეგულირება-მედიაციაში. გამოვითხოვთ საჯარო ინფორმაციებს.
  • ,,KH & PARTNERS” თქვენი სურვილის შემთხვევაში დავუკავშირდებით თქვენი ქვეყნის საკონსულოს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს;
  • მოგიმზადებთ განცხადებებს, საჩივრებს, სარჩელებს, შესაგებელს  და შუამდგომლობებს, შეგიდგენთ სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების დოკუმენტაციას.
  • სასტუმროს მეპატრონეებს გთავაზობთ კორპორატიულ სამართლებროივ  მომსახურეობას თქვენი სტუმრებისთვის!