,,ხაჭაპურიძე & პარტნიორების“ მთავარი ღირებულება ის ადამიანები არიან ვინც ჩვენთან ერთად მოღვაწეობს. პროფესინალი და მოტივირებული გუნდი წარმატების მთავარი საწინდარია. კომპანია იძლევა მრავალმხრივ შესაძლებლობას პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისათვის, კომპანიაში სუფევს ურთიერთპატივისცემა, კოლეგიალობა, ადეკვატურად ჯილდოვდება გაწეული სამუშაო. ჩვენ ვეძებთ და ვიზიდავთ ახალგაზრდა, პერსპექტიულ სპეციალისტებს.
რას გვაძლევს ,,ხაჭაპურიძე & პარტნიორებში“ მუშაობა?
- სხვადასხვა საინტერესო პროექტებს;
- უზარმაზარ პერსპექტივებს;
- პროფესიულ და კარიერულ ზრდას;
- გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობას;
- თანამოაზრეთა გუნდს;
- საერთაშორისო გამოცდილებას;
- სტაჟირებას, ტრენინგებს და სემინარებს;
- ქართველ და უცხოელ მომხმარებელთან მუშაობას:
- მაღალ ხელფასებსა და ანაზღაურების სისტემას;
- სოციალურ პაკეტებს;
– ახალი თანამშრომლები –
ჩვენი კომპანია ახალი თანამშრომლებისათვის უზრუნველყოფს კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას, კოლეგიურობასა და ურთიერთპატივისცემას. კომპანიის თანამშრომელს ეძლევა თვითრეალიზების საშუალება. ტარდება კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები. ვმონაწილეობთ საერთაშორისო კონფერენციებში. ჩვენ იურიდიულ დახმარებას ვუწევთ ბიზნეს ლიდერ კომპანიებს, რომელთაგან უმეტესი ნაწილი საერთაშორისო კომპანიებია.
– ახალგაზრდა პროფესიონალები –
კომპანიაში ვიწვევთ წამყვანი უნივერსიტეტების უფროს კურსელებს და კურსდამთავრებულებს. მათ შეუძლიათ ჩვენთან გაიარონ სტაჟირება უფასოდ. გაიარონ სასწავლო კურსი, დაესწრონ ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს.
როგორ გავიაროთ სტაჟირება?
სტაჟირებაზე კანდიდატები მიიღებიან კონკურსის წესით. სტუდენტები ვინც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმდნენ ჩვენს კომპანიაში. ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ კომპანიის HR მენეჯერს დიანა ხოფერიას. hr@mylawyers.ge
შემოუერთდით პროფესიონალთა მეგობრულ გუნდს!