- იურიდიული აუთსორსინგი -

ფინანსების დაზოგვა და გარანტირებული მაღალკვალიფიციურ მომსახურეობა

,,ხაჭაპურიძე და პარტნიორები”-ს  ადვოკატები  კომპანიებს გთავაზობთ  აუთსორსინგულ მომსახურებას.

კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებს  ჰყავთ იურიდიული დეპარტამენტები ან საშტატო იურისტები,  რომელთაც უხდიან ხელფასებს, თუმცა მნიშვნელოვანი ინდივიდუალური სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტისთვის მაინც  უწევთ  ვიწრო სპეციალიზაციის  ადვოკატების მოწვევა და მათთვის სოლიდური თანხის გადახდა. აუთსორსინგის სერვისისით კი მომხმარებელი  ქირაობს იურიდიულ კომპანიას სრული სამართლებრივი  მომსახურეობით და  შესაბამისად აღარ უწევს იურისტის შტატში აყვანა ან/და ცალკე   ადვოკატის მოწვევა, რითაც ზოგავს  ფინანსებს და იმავდროულად გარანტირებულად იღებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.

აუთსორსინგის სერვისების გამოყენებით:

}

დაზოგავთ

  • შტატიანი იურისტისთვის გასაცემ ყოველთვიურ ხელფასს;
  • იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გასაცემ ხელფასებს;
  • სამუშაო ადგილების ორგანიზებისა და აღჭურვის ხარჯებს (ავეჯი, საოფისე ტექნიკა, ტელეფონი და ა.შ.),
  • დამატებით გადასახდებს;
Z

მიიღებთ

  • ერთი საშტატო იურისტის ღირებულების სანაცვლოდ, ფართო სპეციალიზაციის მქონე პროფესიონალთა გუნდის მომსახურებას. 
  • კვალიფიციურ და გუნდურ კონტროლს სამართლებრივ საკითხებზე.
სერვისები
  • ,,ხაჭაპურიძე და პარტნიორები”-ს ადვოკატები გაგიწევთ კორპორატიულ სამართალთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის კონსულტაციებს, მიიღებენ მონაწილეობას საქმიან შეხვედრებში;
  • სამართლებრივი წერილების მომზადება, პასუხების შედგენა;
  • ,,ხაჭაპურიძე და პარტნიორები” განახორციელებენ  სამეწარმეო სუბიექტების სარეგისტრაციო დოკუმენტების (წესდება და სხვა) შედგენას, რეგისტრაციას, ცვლილებებს, გარდაქმნას, შერწყმას, გაყოფას, ფილიალების რეგისტრაციას;
  • ხელშეკრულებების შედგენა, დადება ან/და შეწყვეტა, სამართლებრივი ანალიზი, მოლაპარაკებები კონტრაქტორებთან;
  • ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა, განცხადება-საჩივრების მომზადება, ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში მონაწილეობა;
  • შრომითი ხელშეკრულებების რევიზია, დადება, ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.
  • კომპანიის სტრუქტურის დებულების, შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების მომზადება;
  • ,,KH & PARTNERS” ადვოკატები განახორციელებენ  გადახდის უუნარობის საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობას;
  • გამარტივებულ საქმის წარმოებაზე (გადახდის ბრძანების) დოკუმენტაციის მომზადება და აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენა.

აუთსორსინგის  სერვისების მითითებული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. თქვენი ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენება ინდივიდუალური მიდგომა.