სტატიები -> რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიციელი ქუჩაში გაჩერებთ და შემოწმებას გიპირებთ?

თამასუქი

14.02.2022

თითქმის ყოველდღე გვესმის ტელევიზიით, რომ პოლიციელებმა უკანონოდ გამაჩერა, შემამოწმეს,  გამჩხრიკეს  და ა. შ. ქუჩაში ძირითადად მოძრაობს პოლიციის ორი შემადგენლობა: საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია. სწორედ მათი  მხრიდან ხორციელდება მოქალაქეთა შეჩერება და  შემოწმება.

გავერკვეთ ასეთ შემთხვევაში რისი უფლება აქვს პოლიციელს, რისი უფლება აქვს მოქალაქეს და როგორ უნდა მოვიქცეთ.

  1. პოლიციელს თქვენი გაჩერებისას აქვს მხოლოდ გარეგანი (ვიზუალური) დათვალიერების უფლება, იგივე ვრცელდება  ავტომანქანაზეც.

2. პოლიციელს არ აქვს უფლება  ქუჩაში  გაჩერებული პირი ან ავტომანქანა გაჩხრიკოს, ამისთვის მას ესაჭიროება   სასამართლოს განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება, რაც  თქვენი შეჩერებისას თეორიულადაც კი ვერ ექნება

3.  გაჩერებისა და პოლიციელის მიერ თქვენი გარეგანი (ვიზუალური) დათვალიერებისას უფლება გაქვთ მოახდინოთ ვიდეოგადაღება თქვენს ხელთ არსებული ტელეფონით, ან იგივე განახორციელოს თქვენმა თანმხლებმა ან გამვლელმა პირმა. თუ პოლიციელი ვიდეო გადაღებას გიგრძალავთ, იგი ამით არღვევს კანონს.

4. შემოწმებისას მოქალაქისადმი პოლიციელის მიერ დამამცირებელი და შეურაცხყოფის მიყენება ისჯება კანონით.

5. პოლიციელს არ აქვს უფლება გაიძულოთ ნარკოლოგიური შემოწმება. (გარდა იმ შემთხვევისა თუ ნარკოტიკის მოხმარების ფაქტს თავად არ შეესწრო, 112 დან შეუვიდა შეტყობინება, ან ნარკომოხმარებაში ეჭვმიტანილი შემოწმებისას გაქცევას ან თავის არიდებას ცდილობს.)

6. თუ პოლიციელმა გაგაჩერათ არ გაუწიოთ წინააღგმდეგობა,  არ გაიქცეთ, უარი არ თქვათ გარეგან დათვალიერებაზე (გარეგანი დათვალიერება არ მოიცავს ჯიბეებიისა და  ტანსაცმლის შემოწმებას)

7. გაჩერებისას გაიგეთ გაჩერების მიზეზი მოითხოვეთ ვიდეო გადაღება ან თავად თქვენ გადაიღეთ;

8. მოითხოვეთ გამჩერებელმა პირმა წარმოგიდგინოთ სამსახურებრივი მოწმობა;

9. დაიმახსოვრეთ პოლიციელის მანქანის ნომერი;

10. უარი თქვით ჩხრეკაზე თუ  პოლიციელი არ წარმოგიდგენთ თქვენს სახელზე შედგენილ განჩინებას ან დადგენილებას;

11. ნაკლები ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენს შესახებ;

12. არ წარუდგინოთ თქვენი პირადობა თუ არ დაგისაბუთად მიზეზი;

13. ეცადეთ იყოთ ნაკლებ პროვოკაციულები, ვინაიდან ამას ხშირად გართულება მოჰყვება;

14. განყოფილებაში გადაყვანის შემთხვევაში დაუყონებლივ მოითხოვეთ ადვოკატი და მის გარეშე ერთი სიტყვაც აღარ თქვათ.

ავტორი: ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.