გუნდი -> შალვა ხაჭაპურიძე

შალვა ხაჭაპურიძე

,,KH & PARTNERS“-ის,,  დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელია. იგი  სისხლის და საერთაშორისო სამართლის  dargebis aRiarebuli eqspertia. Aაxorcielebs fizikuri da იურიდიული პირების სამართლებრივ დაცვას, წარმართავს საქმეებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის  სასამართლოში.

მისი მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ იქნა 100 ზე მეტი გამამართლებელი განაჩენი და მიღწეულ იქნა 1000 ზე მეტი საპროცესო შეთანხმება.

განათლება:

  • 1983 . ქუთაისის სკოლა გიმნაზია, წარჩინებით.
  • 1983-1984. მოდისა და დიზაინის სასწავლებელი, წარჩინებით.
  • 1985-1987: მოსკოვის სამხატვრო თეატრთან (МХАТ) არსებული, ა. ჩეხოვის სახელობის სკოლა-სტუდიის (ინსტიტუტი) სამსახიობო ფაკულტეტი.
  • 1989-1994: ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, კვალიფიკაცია: იურისტი.

სამუშაო გამოცდილება:

  • 1993-1994: საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის იურისტ კონსულტანტი;
  • 1994-1995: ქუთაისის პროკურატურის გამომძიებელი;
  • 1995-1996: იმერეთის საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებელი;
  • 1997-1998: იმერეთის საოლქო პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
  • 1998-2000: საქართველოს გენერალური პროკურატურის გამოძიებაზე ზედამხედველი პროკურორი;
  • 2001-2006: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  • 2001-2006: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე;
  • 2002-2005: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  • 2001-2006: იმერეთის რეგიონის მმართველი მოსამართლე;
  • 2002-2003: ამერიკის იურისტთა ასოციაციის, დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი;
  • 2006-2017: კს. ,,ხაჭაპურიძე და იურიდიული კომპანიის“ დამფუძნებელი და დირექტორი;
  • 2006-2022 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
  • 2017-2022: შპს. ,,შალვა ხაჭაპურიძის საადვოკატო ბიუროს“ დამფუძნებელი და დირექტორი;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია: ,,ადვოკატები დემოკრატიისთვის’’ დამფუძნებელი და თავმჯდომარე;
  • შპს ,,ხაჭაპურიძე და პარტნიორები“ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი;
  • ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის, სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი.

 

უნარები/მიღწევები

  • მინიჭებული აქვს მოსამართლისა და ადვოკატის საერთო სპეციალიზაციის კვალიფიკაცია.
  • ლობისტი საქართველოს პარლამენტში;
  • არის მრავალი კანონპროექტისა და კანონის ავტორი;
  • 1998 წ. გამოძიებაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისათვის, გამოცხადებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის მადლობა;
  • 2001 წ. სამოსამართლეო სწავლება გაიარა: ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოებში;
  • სამოსამართლეო სწავლება გაიარა, ბრემენის, ბერლინისა და პრაღის სასამართლოებში;
  • პროფესიულ სწავლებაში მიღებული აქვს 50 მდე დიპლომი და  სერთიფიკატი;
  • არის 200 ზე მეტი სტატიის ავტორი.

შალვა ხაჭაპურიძე  29  წლიანი წარმატებული იურიდიული საქმიანობის საფუძველზე  მიჩნეულია სამართლის დარგის აღიარებულ ექსპერტად.