სტატიები -> რამდენი სახის სარჩელი არსებობს?
ნაფიცი მსაჯულები

18.02.2022

1) სარჩელი არის უფლების დაცვის პროცესუალური საშუალება.
2) სარჩელი,წარედგინება სასამართლოს ან არბიტრაჟს.
3) სარჩელის წარდგენა დაიშვება მხოლოდ განსჯად სასამართლოში.
4) სარჩელი არსებობს ორი ძირითადი სახეობის: სამოქალაქო და ადმინისტრაციული.
5) ზოგიერთ ქვეყანაში ასევე არსებობს სისხლის სამართლის სარჩელი.
6) არსებობს სარჩელის შემდეგი სახეები: 
  • აღიარებითი, 
  • ბავშვზე მორგებული, 
  • გარდაქმნითი, 
  • დერივაციული, 
  • დელიქტური, 
  • ორმაგი დერივაციული,  
  • ვინდიკაციური,
  • კოლექტიური, 
  • კონდიქციური, 
  • მიკუთვნებითი,
  • ნეგატორული,
  • პოსესიური,
  • პუბლიციუსის,
  • რეგრესული,
  • შეგებებული და
  • ანტი–დისკრიმინაციული.
7) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
8) სარჩელის უზრუნველყოფა გამოიყენება გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთების შემთხვევაში.
9)  სარჩელის წარდგენისას, როგორც წესი, ხდება სახელმწიფო ან საარბიტრაჟო ბაჟის გადახდა.
10) სასამართლოს არა აქვს უფლება, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
11) სარჩელის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში, ხოლო ამ ვადის დარღვევით წარდგენილი სარჩელი, როგორც წესი, არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
12) სარჩელის წარდგენისას, როგორც წესი, ხდება სახელმწიფო ან საარბიტრაჟო ბაჟის გადახდა.
13) სასამართლოს მიერ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება, როგორც წესი, საჩივრდება ზედგომ სასამართლო ინსტანციაში.
14) სარჩელზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებაზე გაიცემა სააღსრულებო ფურცელი.
15) სააღრულებო ფურცელი შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში აღსრულდეს.
ავტორი: ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი.

დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.