გუნდი -> ზურაბ ვანიშვილი
ზურაბ ვანიშვილი ხაჭაპურიძე და პარტნიორები

ზურაბ ვანიშვილი

  ,,KH & PARTNERS“-ს ასოცირებული პარტნიორია. იგი საკორპორაციო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და საერთაშორისო სამართლის დარგის აღიარებული ექსპერტია.  ახორციელებს როგორც იურიდიული პირების კორპორატიულ სამართლებრივ ისე ფიზიკური პირების დაცვას. იგი იმავდროულად გაზეთ Washington Times–ის სპეც. კორესპონდენტია. მისი მონაწილეობით,  კომპანიის მომხმარებლებმა,  წინასასამართლო პროცედურებისა და სასამართლო დავების მეშვეობით  შეძლეს დაეზოგათ 300  მილიონ  დოლარზე მეტი თანხა, მის მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლო დავებზე მოგებულია 1,500 ზე მეტი საქმე.

განათლება.

  • 1989–1990 – მინსკის სახელმწიფო უნივერსიტი, იურიდიული ფაკულტეტი;
  • 1990–1991: ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტი, იურიდიული ფაკულტეტი;
  • 1991–1994: თსუ–ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კვალიფიკაცია: იურისტი. დიპლომი: http://www.sakartvelo.com/Files/Rights/diploma.html
  • 2008: ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა (LSE)

სამუშაო გამოცდილება:

  • 1993–1994: ქ. გორის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი;
  • 1994–1996: შიდა ქართლის გუბერნატორის მრჩეველი, უშიშროების საბჭოს მდივანი;
  • 1995–1996: საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს რუსეთის ფედერაციის სამმართველოს მეორე მდივანი;
  • 1996–1997: საქართველოს პარლამენტის ექსპერტ–კონსულტანტი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში;
  • 1997–1998: GTZ/EU-ს კომერციული სამართლის სპეციალისტი;
  • 1998–1999: USAID/Barents Group: ფასიანი ქაღალდების ბაზრის მრჩეველი;
  • 1999–2000: მერილენდის უნივერსიტეტის (აშშ) თბილისის ოფისის მთავარი იურისტი;
  • 2000წ: ამერიკის იურისტთა ასოციაციის სამოკავშირეო ოფისის მთავარი იურისტი;
  • 2000–2001: საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე;
  • 1998–2001: თსუ–ს საერთაშორისო კერძო სამართლის ლექტორი;
  • 2002 წ. დააფუძნა საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოების ასოციაცია, სადაც გახლდათ თანათავმჯდომარე;
  • 2001–2010: შპს „ამერიკელი და ქართველი ადვოკატები“, დირექტორი.

უნარები/მიღწევები:

  • მრავალი კანონპროექტის და კანონის ავტორი;
  • 1999 წელს გამოცხადებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის პირადი მადლობა საერთაშორისო სამართლის განვითარებაში და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილის გამო;
  • 1999 წლიდან – გაზეთ Washington Times–ის სპეც. კორესპონდენტი;
  • 2009 წელს შეყვანილია მსოფლიოს საუკეთესო იურისტთა სიაში (Chambers List of the World’s Leading Lawyers);
  • 2009 წ. ამერიკულმა ორგანიზაცია ,,სიბლი ინტერნეიშელმა“ ზურაბ ვანიშვილი აღიარა საუკეთესო იურისტად;
  • 2010 წ. მსოფლიო ბანკმა ზურაბ ვანიშვილს მიანიჭა ,,მეგობარი იურისტის“ სტატუსი;
  • მისი ნაშრომები მოხსენიებულია USAID’s ბიბლიოგრაფიაში (Georgia Enterprise Growth Initiative (2002 – 2007);
  • 2006 წელს მიღებული აქვს აშშ-ს მთავრობის გრანტი ჟურნალისტების სასამართლოში დასაცავად.

ზურაბ ვანიშვილი  29  წლიანი წარმატებული იურიდიული საქმიანობის საფუძველზე  მიჩნეულია საერთაშორისო მასშტაბის,  სამართლის დარგის აღიარებულ ექსპერტად.