რატომ ჩვენ?
- KH &PARTNERS პირველი, ყველაზე დიდი იურიდიული კომპანია სამხრეთ კავკასიაში;
- 50 ზე მეტი იურიდიული სერვისი ერთ სივრცეში;
- 50 ფართო სპეციალიზაციის მქონე პროფესიონალთა გუნდი;
- 30 წლიანი იურიდიული საქმიანობის გამოცდილება;
- 10,000-ზე მეტი მოგებული საქმე;
- 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოგებული თანხა;
- 100,000-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი მთელი მსოფლიოდან;
- სამოსამართლეო, საპროკურორო და წამყვან კომპანიებში მუშაობის გამოცდილება;
- წამყვან უნივერსიტეტებში მიღებული განათლება;
- პროფეოსორ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო;
- თქვენზე მორგებული, მაღალი ხარისხის მომსახურეობა;
- 24/7, 365 დღე თქვენს სამსახურში;
- საქმის წარმოება სრულ გამარჯვებამდე;
- პირადი და ოჯახის ადვოკატის სერვისი;
- ლობისტების გუნდი, პარლამენტსა და მთავრობაში;
- შედეგის შესაფერისი ტარიფები;
- დაზღვეული იურიდიული მომსახურება;
– ჩვენი მისია –
KH & PARTNERS მისიაა ადამიანის და ბიზნესის თანადგომა. იურისპრუდენციაში მოვედით მოწოდებით და ვმოქმედებთ სამართლის უზენაესობის პრინციპით. საერთო პრინციპები, ფილოსოფია და მრწამსი ეს იმ ელემენტთა ერთობლიობაა, რომელიც გვაერთიანებს და განსაზღვრავს წარმატებას. გვჯერა, რომ სამართლიანობის აღდგენით სამყაროს ვხდით უსაფრთხოს.
როგორ ვაკეთებთ ამას ?
KH & PARTNERS გუნდში გაერთიანებულია იურისტები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, გამბედაობით, არიან ინიციატორები. ჩვენ გუნდური მოთამაშეები ვართ, პატივს ვცემთ კოლეგებისა და კლიენტების აზრს. ემპათია მომხმარებელთან ჩვენი მთავარი სახელმძღვანელო თვისებაა. ვართ შედეგზე უპირობოდ ორიენტირებულნი.
– ვინ ვართ ჩვენ –
,,KH & PARTNERS“ ყველაზე დიდი იურიდიული კომპანიაა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, რომლის საქმიანობის სფერო მოიცავს სამართლის ყველა მიმართულებას, მათ შორის აუდიტორულ, საბუღალტრო და საექსპერტო მომსახურეობას. გუნდი შედგება სხვადასხვა ფართო სპეციალიზაციის მიმართულების მქონე იურისტებისა და ფინანსისტებისაგან, რომლებსაც გააჩნიათ 30 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოსამართლეებად, პროკურორებად, მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში და მომსახურების გამწევ ფირმებში. ჩვენი იურისტები არიან ლობისტები პარლამენტსა და მთავრობაში, ისინი კარგად ფლობენ ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებს.
,,KH & PARTNERS“ დაკომპლექტებულია 50 ფართო სპეციალიზაციის მქონე პროფესიონალთა გუნდით. გამოცდილი ადვოკატებისა და ახალგაზრდა ნიჭიერი იურისტების სინთეზი კი იძლევა გუნდის მოქნილობასა და მაღალ პროფესიონალიზმს, რაც დადებითად აისახება ჩვენი კლიენტების გამარჯვებაში.
როგორები ვართ ჩვენ?
- ჩვენ გუნდური მოთამაშეები ვართ, პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს, სიტყვას, თავად ადამიანს, ვიბრძვით მათი უფლებების დასაცავად, ეს ჩვენი მთავარი ღირებულებაა!
- პატივს ვცემთ სამართლის უზენაესობის პრინციპს და არ ვღალატობთ მას!
- მუდამ ვეზიარებით სიახლეებს და ვნერგავთ მათ ჩვენს პრაქტიკაში.
- ჩვენს ქმედებებს ყოველთვის მოაქვს კლიენტებისთვის ხელშესახები შედეგი-რასაც გამარჯვება ჰქვია!