სტატიები -> რა არის სასაქონლო ნიშანი და რატომ სჭირდება მას რეგისტრაცია?
რა არსი სასაქონლო ნიშანი და სჭირდება მას რეგისტრაცია?
1. თუ თქვენ რაიმე საქონელს აწარმოებთ საქართველოში, ან ახორციელებთ რაიმე საქონლის იმპორტს ან ექსპორტს, შესაძლებელია, რომ თქვენ დაგჭირდეთ სასაქოლო ნიშნების გამოყენება.
2. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან.
3. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით
4. სასაქონლო ნიშანი სიტყვიერად შეიძლება ასე ჟღერდეს: “ქემელ”, “ფორდ”, “მერსედეს”, “ბორჯომი”.
5. სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს გამოსახულება: 

6. ასევე არსებობენ საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები: სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც დაცულია რეგისტრაციის გარეშე და მისი საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება საქპატენტის სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ.

მაგალითად: ნატახტარი, მითანა.

 
7. სასაქონლო ნიშნის დაცვაზე ლეგიტიმაცია გააჩნია სასაქონლო ნიშნის მფლობელს. სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას, ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის.
 
8. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურა იწყება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ საქპატენტში განაცხადის წარდგენით. საქპატენტი ქალაქ მცხეთაში, ანტიოქიის #5-ში მდებარეობს.
 
9. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად (მისამართზე – http://online.sakpatenti.gov.ge), ასევე მისი საქპატენტში უშუალო წარდგენით.
 
10. სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
 
11. საქპატენტში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემდეგ მის მფლობელს წარმოექმნება განსაკუთრებული უფლება, კერძოდ – უფლება, რომ აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე, სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც მისი დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.
 
12. ამრიგად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია დაგეხმარებათ თქვენი საქონლის გაყიდვების გაზრდაში და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემცირებაში. ასე, მაგალითად, თუ თქვენ აწარმოებთ კონკრეტული სასაქონლო ნიშნებით დამზადებული მაჯის საათების, მაცივრების ან ნებისმიერი სხვა სახეობის საქონლის რეალიზაციას, ამგვარ საქონელზე საქპატენტში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების არსებობა უდავოდ ხელს შეუწყობს თქვენს მიერ წარმოებული ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას.
 
13. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცესის დასაწყებად მიზაშეწონილია მიმართოთ ადვოკატს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციებს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
 
14. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას შეიძლება დასჭირდეს გონივრული ვადა: 1 თვიდან 1 წლამდე. სარეგიტრაციო წარმოების ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეული სარეგიტრაციო ვადის საფასურზე.
 
15. კერძოდ, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ სასაქონლო ნიშანზე დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარება განაცხადის შეტანისთანავე ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში. 

16. დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემდეგ, საქპატენტში შევა უფრო ადრინდელი პრიორიტეტით სარგებლობის უფლების მქონე განაცხადი და დაჩქარებული წესით რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან მიმართებით, იარსებებს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უარის თქმის შედარებითი საფუძველი, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარებული წესით რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და აქვეყნებს მონაცემებს ოფიციალურ ბიულეტენში.

 
17. სასაქონლო ნიშანი რეგისტრირდება 10 წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ყოველი მომდევნო 10 წლით, თუ გადახდილი იქნება ვადის გაგრძელების საფასური.
 
18. თქვენ, როგორც სასაქონლო ნიშნის მფლობელს, გექნებათ უფლება, ნება დართოთ ან აკრძალოთ თქვენი ნიშნის მსგავსი ან იდენტური ნიშნის გამოყენება მსგავსი ან იდენტური საქონლისთვის, ასევე, შეძლებთ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება გადასცეთ მთლიანად ან ნაწილობრივ, ან გასცეთ ლიცენზია.
 

19. სასაქონო ნიშნებზე უფლებების დარღვევა გარეშე პირების მიერ გამოიწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

20. შესაძლებელია, თქვენი სასაქონლო ნიშნის საქართველოს საზღვრებს გარეთ დაცვა. თქვენი სასაქონლო ნიშნის დაცვა-გავრცელება შესაძლებელია 124 ქვეყანაში.
 
21. რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
22.  სასაქონლო ნიშნის მფლობელს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც სასაქონლო ნიშნის მესაკუთრის სასაქონლო ნიშნის იდენტურია ან მსგავსი. 
23. ისეთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, რომელიც შეიცავს საქართველოს ისტორიული ძეგლის დასახელებას ან გამოსახულებას, საჭიროებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობას.
24. სასაქონლო ნიშნის რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ „საქპატენტი“ გასცემს მოწმობას სასაქონლო ნიშანზე.
25. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით და აითვლება „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

ავტორი: ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი

დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.