გუნდი -> თეონა ეცადეიშვილი
თეონა ეცადეიშვილი

თეონა ეცადეიშვილი

თეონა ,,KH & PARTNERS“-ს,, ასოცირებული პარტნიორია.  იგი გახლავთ ექსპერტი საკორპორაციო, საკონსტიტუციო, საბანკო, საოჯახო, ადმინისტრაციულ და სისხლის  სამართლის სფეროებში. არის არასრულწლოვანთა მართმლსაჯულებასა და ბავშვის უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი. 2016 წლიდან კორპორატიულ მომსახურებას უწევს სხვადასხვა პროფილის იურიდიულ პირებს. უკვე 6 წელია წარმართავს საქმეებს საერთო სასამართლოებში.  მისი მონაწილეობით მოგებულია ასობით სამოქალაქო დავა, იგი თავის კლიენტებს დაეხმარა  წინასასამართლო პროცედურებისა და სასამართლო დავების მეშვეობით   დაეზოგათ 1 მილიონ დოლარზე მეტი თანხა. მას მინიჭებული აქვს საერთო სპეციალიზაციის კვალიფიკაცია, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

განათლება:

2010 წელს წარჩინებით (ოქროს მედალზე) დაასრულა ქ. თბილისის #133-ე საჯარო სკოლა;

2014 წელს მოიპოვა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის სტატუსი;

2016 წელს დაასრულა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (წითელ დიპლომზე) და მიენიჭა სამართლის მაგისტრის სტატუსი;

მიღწევები და ჯილდოები:

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის მერიის სტიპენდიანტი, 2015 წ.

მაღალი აკადემიური მოსწრების გამო მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა სასწავლო დაფინანსება, 2014 წ.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტის სტიპენდიანტი, 2013- 2014წ.

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე – საქართველოს კონსტიტუციის თანამედროვე გამოწვევები (2012 წლის 27 ნოემბერი);

“yes georgia”-ს მიერ ჩატარებული პროექტის– “NATO-ს ახალგაზრდული სამიტის” დელეგატი (2012 წლის 3 დეკემბერი);

2010 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვა  70%-ანი სახელმწიფო გრანტი;

ოქროს მედალოსანი სკოლის წარჩინებით დამთავრებისათვის, 2010 წ.

სერტიფიკატი Junior achievement-ის მიერ ჩატარებული ბიზნეს ეთიკის სასწავლო პროგრამის წარმატებით დამთვარებისთვის, 2009 წ.

სამუშაო გამოცდილება:

სავაჭრო ცენტრ თბილისი პავილიონის იურისტი 2019 წლიდან დღემდე;

შპს „ბასა გრუპი“-ს იურისტი 2019 წლიდან დღემდე;

შპს „ნეო გლასის“-ს იურისტი 2019 წლიდან დღემდე;

2021 წლიდან ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო სამართალი) სპეციალიზებული ადვოკატი;

2018 წლიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში (სისხლის სამართალი) სპეციალიზებული ადვოკატი;

2016 წლის ოქტომბრიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით და მონაწილეობას იღებს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე;

იურიდიული ფირმა „ლიმიტლეს“-ის იურისტი 2016-2017წ;

სს მიკროსაფინანსო „ბიზნეს კრედიტის“ იურისტი, 2015-2016 წ;

შპს „ლიდერ ქლაბის“ იურისტი, 30.02.2015-30.06.2015წ;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი, 01.02.2015 – 30.03.2015წ;

სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის შემადგენლობაში, 10.01.2013 – 09.08.2013წ.

სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლე მაია სვიანაძის შემადგენლობაში, 23.07.2012 – 05.12.2012 წ.

კარგად ფლობს: ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.