სტატიები -> ქირავნობა
1. ქირავნობა არის ხელშეკრულება, რომლის თანახად გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით.
2. ქირავნობის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ნივთი: სახლი, სასტუმროს ნომერი, ბინა, ავტოფარეხი, მიწის ნაკვეთი, ავტომობილი და ა.შ.
3. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
4. ქირის გადახდა აუცილებლად ეროვნულ ვალუტაში უნდა განხორციელდეს.
5. ნივთი შეიძლება გაქირავდეს ან უშუალოდ მისი მესაკუთრის ან მის მიერ უფლებამოსილი რწმუნებულის (წარმომადგენლის) მიერ.
6. სასურველია, რომ რწმუნებულება დამოწმებული იყო სანოტარო წესით.
7. 11 (თერთმეტ) თვეზე მეტი ხნით დადებული უძრავი ნივთის ქირავნობა ექვემდარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ხოლო რეგისტრაციის ღირებულება 56 ლარს შეადგენს.
8. გამქირავებელი პასუხს არ აგებს დაქირვებული ნივთის ნორმალური ცვეთისთვის, ანუ – ქირავნობის დროს ნორმალური ცვეთა არ იწვევს დამქირავებლის მატერიალურ პასუხისმგებლობას.
9. დამქირავებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს დაქირავებულ ნივთს, როგორც საკუთარს.
10. ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისას მესაკუთრეს (გამქირავებელს) შეუძლია დამქირავებელს მოსთხოვოს ქირის გადახდის საგარანტიო თანხა, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს სამი თვის ქირის ოდენობას.
11. საგარანტიო თანხა, როგორც წესი ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისას გადაეცემა გამქირავებელს.
12. ქირავნობის ხელშეკრულება შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ.
13. ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს 3 თვეს, თუ მხარეები სხგაბვარად არ შეთანხმდებიან.
14. საცხოვრებელი ბინის ან სახლის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა აუცილებლად წერილობით უნდა გაფორმდეს.
15. თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება.
16. თუ დამქირავებელი არ ახდენს ნებაყოფლობით ზიანის ანაზღაურებას, გამქირავებელს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს სარჩელით.
17. ბინის ქირავნობისას ხელშეკრულების დადების შუამავალს ეწოდება საბინაო მაკლერი.
18. ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.
19. თუ დამქირავებელმა ნივთი სარგებლობისათვის მესამე პირს გადასცა, გამქირავებელს შეუძლია ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მესამე პირს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
20. მესაკუთრის მიერ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის სარჩელს ეწოდება ვინდიკაციური სარჩელი და იგი განიხილება სამოქალაქო საქმისწარმოების წესით, ანუ უძრავი ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით – სამოქალაქო სპეციალიზაციის მქონე საერთო სასამართლოების ან არბიტრაჟის მიერ, იმის მიხედვით, თუ რას ითვალისწინებს ქირავნობის ხელშეკრულება.
21. თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.
22. გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში.
23. როცა განქორწინებისას მეუღლეები ვერ შეთანხმდებიან იმაზე, თუ რომელმა უნდა იცხოვროს დაქირავებულ ბინაში, დავას წყვეტს სასამართლო.
24. თუ საცხოვრებელი ან ადამიანთა სამყოფლად გათვალისწინებული სხვა სადგომი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი გამოყენება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას, დამქირავებელს შეუძლია მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება ვადის დაცვის გარეშე.
25. დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის, მესაკუთრისაგანაც.
ავტორი: ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი
დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.