სტატიები -> რა არის სამართალი?
1. სამართალი არის ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობა.
2. არსებობს სამართლის ორი ძირითადი სახეობა: საერთაშორისო სამართალი და შიდა–სახელმწიფოებრივი (ეროვნული) სამართალი.
3. საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნაწილებია (1) მშვიდობის საერთაშორისო სამართალი და (2) ომის საერთაშორისო სამართალი.
4. მშვიდობის საერთაშორისო სამართალი არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის, აწესებს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
5. ეროვნული სამართალი შედგება კანონებისგან და კანონმქვემდებარე აქტებისგან.
6. სამართლის წყაროებს ასევე მიაკუთვნებენ გამოჩენილ იურისტთა სამეცნიერო ნაშრომებს, სასამართლო პრაქტიკას, სავაჭრო ჩვეულებებს და ჩვეულებებს.
7. ეროვნული სამართალი შედგება საჯარო და კერძო სამართლისგან.
8. საჯარო სამართალი არეგულირებს ხელისუფლების ორგანოების ქცევის წესებს.
9. კერძო სამართალი არეგულირებს ურთიერთობებს კერძო პირებს შორის და მის ძირითად ნაწილებს შეადგენენ სამოქალაქო სამართალი, საოჯახო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, შრომითი სამართალი, საბანკო სამართალი და საერთაშორისო კერძო სამართალი.
10. სამართალი შედგება ნორმებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ქცევის მრავალჯერადი გამოყენების წესებს; მათ შესრულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
11. სამართლის ნორმის შემადგენელი ნაწილებია ჰიპოთეზა, დისპოზიცია და სანქცია.
12. დისპოზიცია წარმოადგენს სამართლის ნორმის ელემენტს, რომელიც მიუთითებს იმ პირებზე, ვისზეც ვრცელდება ნორმა და ასევე – ნორმის გამოყენების პირობებს.
13. დისპოზიცია წარმოადგენს სამართლის ნორმის ელემენტს, რომელიც აღწერს, სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა ქცევის წესებს, მათ უფლებებსა და ვალდებულებებს.
14. სანქცია წარმოადგენს სამართლის ნორმის ელემენტს, რომელიც ადგენს სამართალდამრღვევის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან იძულებითი ზომების გამოყენების პირობებს და გამოსაყენებელი სასჯელის ზომებს.
15. სამართლის ძირითადი დარგებია: საერთაშორისო საჯარო სამართალი, საკონსტიტუციო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი და ადმინისტრაციული სამართალი.
16. ომის დროს მშვიდობის საერთაშორისო სამართალი დროებით წყვეტს მოქმედებას და მოქმედებას იწყებს ომის საერთაშორისო სამართალი.
17. ომის საერთაშორისო სამართალი არეგულირებს ომის წარმოებასთან დაკავშირებულ წესებს (ომის გამოცხადება, ომის დროს საზღვაო ძალების მიერ დაბომბვა და ა.შ.) და აკრძალვებს (მაგ. აკრძალულია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების, კასეტური საბრძოლო მასალების, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის და ბირთვული იარაღის გამოყენება; აკრძალულია მშვიდობიანი მოსახლეობის საკუთრების მიტაცება (მაროდიორობა) და სამხედრო მიზნების მიღწევისათვის, მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილობა).
18. ომის საერთაშორისო სამართალი ასევე არეგულირებს ტყვეთა მიმართ მოპოყრობას და ომის დამთავრების პირობებს.
19. სამართლის გამოყენებისას წარმოქმნილი დავების განხილვა ხდება საერთო სასამართლოების ან/და არბიტრაჟის მიერ.
20. საერთო სასამართლოების მიერ დავების განხილვას ეწოდება მართლმსაჯულება.
21. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა შედგება სამი ინსტანციის სასამართლოებისგან: რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო.
22. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო პირებს აქვთ უფლება წარადგინონ საჩივრები საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ საჩივრების განმხილველ სპეციალიზირებულ საერთაშორისო ინსტიტუტებში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი და სხვა).
23. მართლმსაჯულების განხორციელებაზე დიდ გავლენას ახდენს პროკურატურა, თუმცა საქართველოს კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული პროკურატურის საქმიანობის სფერო, ფუნქცია და დანიშნულება.
24. სახელმწიფოთა შორის წამოჭრილი დავების განხილვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში და სხვა ანალოგიურ საერთაშორისო სასამართლო და საატრბიტრაჟო დაწესებულებებში.
25. იმ პირების გასამართლებას და დასჯას, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, სამხედრო დანაშაულებებში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, ახორციელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.
ავტორი: ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი
დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.