პირადი ადვოკატი

მთავარი 5 პირადი ადვოკატი

გსურთ გყავდეთ პირადი ადვოკატი? დაგვიკავშირდით!

ძნელად წარმოსადგენია ევროპელი და  ამერიკელი, რომელსაც არ ჰყავს პირადი ან/და ოჯახის ადვოკატი. მას იცნობთ, ენდობით, იგი მუდამ თქვენს სამსახურშია, ისიც  გიცნობთ, იცის  თქვენი პრობლემები,  ეს კი ჯამში თქვენი  დაცულობის   მყარი გარანტიაა! 

ვფიქრობთ დადგა დრო   ჩვენშიც  დამკვიდრდეს მსგავსი ინსტიტუტი. შესაბამისად პირველად საქართველოში, გთავაზობთ  ,,პირადი ადვოკატი“ს მომსახურებას!

პირადი ადვოკატი:

  1. ტელეფონით, ინტერნეტით ან პირადი შეხვედრისას გაგიწევთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას;
  2. დღე ღამის ნებისმიერ მონაკვეთში,  გამოვა შემთხვევის ადგილზე, ვიდეოოპერატორთან ერთად,  პირველად საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, როგორიცაა ჩხრეკა, ამოღება, დათვალიერება, დაკავება;
  3. დაიცვს თქვენს უფლებებს  გამოძიებაში და სასამართლოში აღკვეთის ღონიძიების შერჩევის დროს;
  4. ჩაატარებს იურიდიული დოკუმენტების რევიზიას და სარეკომენდაციო წერილის მეშვეობით გაგაფრთხილებთ პოტენციური რისკის შესახებ; 
  5. გამოითხოვს  საჯარო ინფორმაციებსა  და დაიცვას  თქვენს პერსონალურ  მონაცემებს;
  6. მოგიმზადებთ განცხადებებს, საჩივრებს, სარჩელებს, შესაგებლებს  და შუამდგომლობებს. 
  7. მოგიმზადებთ ყველა სახის ხელშეკრულებებს, იურიდიული დოკუმენტაციას, იურიდიული და ფიზიკური პირების სარეგისტრაციო მასალებს და  დაარეგისტრირებს  თქვენს კომპანიებსა და  სამეწარმეო სუბიექტებს;
  8. მონაწილეობას მიიღებს თქვენს მიერ წარმართულ ბიზნეს, საქმიან თუ სადავო  მოლაპარაკებებში და სადაო  საკითხების წინა სასამართლო დარეგულირება-მედიაციაში. 

პასუხისმგებლობას იურიდიული მომსახურეობის კვალიფიკაციაზე იღებს კომპანია და არა ადვოკატი.

ფიზიკური პირებისთვის პირადი ადვოკატის  ყოველთვიური ანაზღაურება გახლავთ 20 ა.შ.შ. დოლარის შესაბამისი თანხა ლარებში. (  60 ლარი)

დაგვიკავშირდით და თქვენ გახდებით უნიკალური სერვისის მომხმარებელი!