პაატა ლობჟანიძე
,,KH & PARTNERS“-ს ასოცირებული პარტნიორია. იგი საკორპორაციო, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დარგის აღიარებული ექსპერტია. ახორციელებს იურიდიული პირების კორპორატიულ სამართლებრივ დაცვას. მისი მონაწილეობით, კომპანიის მომხმარებლებმა, წინასასამართლო პროცედურებისა და სასამართლო დავების მეშვეობით შეძლეს დაეზოგათ 500 მილიონ დოლარზე მეტი თანხა, მის მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლო დავებზე მოგებულია 5,000 ზე მეტი საქმე.
პაატამ წარჩინებით დაამთავრა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ხოლო შემდგომ ასევე წარჩინებით იურიდიული ფაკულტეტი. აღნიშნული მას შესაძლებლობას აძლევს იყოს ძლიერი პროფესიონალი ბიზნეს სამართლებრივი, საგადასახადო, ფინანსური დავების საქმეთა განხილვისას. იგი სტუდენტებთან ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას. პროფესიულ სწავლებაში მიღებული აქვს 30 მდე დიპლომი და სერთიფიკატი. მინიჭებული აქვს ადვოკატის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის კვალიფიკაცია. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
პაატამ თავის კარიერის მანძილზე იმუშავა წამყვან ქართულ და უცხოურ, მსხვილ კომპანიებში იურისტის თანამდებობაზე. აღსანიშნავია მისი უზარმაზარი გამოცდილება სასამართლო დავების წარმოებისა და მოლაპარაკების კუთხით, ამ მხრივ იგი უდავო ლიდერია საქართველოსა და ევროპაში. მისი პრაქტიკა მოიცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ, ბიზნეს სამართლის საქმისწარმოებას. მის ძლიერ მხარეს წარმოადგენს მომხმარებლის წარმომადგენლობა სასამართლოში ასევე საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში. ამასთან იგი მუშაობს ინტელექტუალური, საოჯახო და შრომით სამართლებრივ საკითხებზე. წარმატებით უწევს სამართლებრივ მომსახურეობას მსხვილ კომპანიებს. გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზრუნვაც მისი მოვალეობის ნაწილია, რაც დავის შედეგის სრულყოფილებამდე მიყვანას და კლიენტის კმაყოფილებას განაპირობებს.
მომხმარებლები მას ახასიათებენ, როგორც ,,პროფესიონალ, ოპერატიულ და პუნქტუალურ იურისტს, რომელიც მზად არის არასტანდარტული თავსატეხის ამოსახსნელად“
პაატა ლობჟანიძე 20 წლიანი წარმატებული იურიდიული საქმიანობის საფუძველზე მიჩნეულია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დარგის აღიარებულ ექსპერტად.