აუთსორსინგი
რა არის და რატომ უნდა ისარგებლოთ იურიდიული აუთსორსინგით?
კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებს ყავთ იურიდიული დეპარტამენტები ან საშტატო იურისტები, რომელთაც უხდიან ხელფასებს, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისთვის მაინც უწევთ ადვოკატების მოწვევა და მათთვის სოლიდური თანხის გადახდა. აუთსორსინგის სერვისისით კი მომხმარებელი ქირაობს იურიდიულ კომპანიას სრული სამართლებრივი მომსახურეობით და შესაბამისად აღარ უწევს იურისტის შტატში აყვანა ან/და ცალკე ადვოკატის მოწვევა, რითაც ზოგავს ფინანსებს და იმავდროულად გარანტირებულად იღებს მაღალკვალიფიციურ მომსახურეობას.
აუთსორსინგის სერვისების გამოყენებით:
დაზოგავთ:
- შტატიანი იურისტისთვის გასაცემ ყოველთვიურ ხელფასს.
- იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გასაცემ ხელფასებს.
- რთული კატეგორიის საქმეებზე სპეციალიზირებული ადვოკატის სოლიდურ გადასახადს.
- სამუშაო ადგილების ორგანიზებისა და აღჭურვის ხარჯებს (ავეჯი, საოფისე ტექნიკა, ტელეფონი და ა.შ.),
- დამატებით გადასახდებს.
მიიღებთ:
- ერთი საშტატო იურისტის ღირებულების სანაცვლოდ, ვიწრო სპეციალიზაციის მქონე პროფესიონალთა გუნდის მომსახურეობას. (რომელთა ინდივიდუალური დაქირავება საკმაოდ ძვირი ღირს)
- მუდმივ, კვალიფიციურ, გუნდურ კონტროლს თქვენი საქმიანობის სამართლებრივ საკითხებზე.
,, KH & PARTNERS “ ქართულ და უცხოურ კომპანიებს, სახელმწიფო დაწესებულებებს ყოველთვიური ანაზღაურების სანაცვლოდ გაგიწევთ შემდეგ იურიდიულ მომსახურეობას:
- კორპორატიულ სამართალთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის კონსულტაციები, საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა;
- სამართლებრივი წერილების მომზადება, პასუხების შედგენა;
- სამეწარმეო სუბიექტების სარეგისტრაციო დოკუმენტების (წესდება და სხვა) შედგენა, რეგისტრაცია, ცვლილებები, გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა, ფილიალების რეგისტრაცია;
- ხელშეკრულებების შედგენა, დადება ან/და შეწყვეტა, სამართლებრივი ანალიზი, მოლაპარაკებები კონტრაქტორებთან;
- ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა, განცხადება–საჩივრების მომზადება, ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში მონაწილეობა;
- შრომითი ხელშეკრულებების რევიზია, დადება, ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.
- კომპანიის სტრუქტურის დებულების, შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების მომზადება;
- კომპანიის კონტრაგენტ იურიდიულ პირებზე გადახდის უუნარობის საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობა;
- გამარტივებულ საქმის წარმოებაზე (გადახდის ბრძანების) დოკუმენტაციის მომზადება და აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენა.
აუთსორსინგის სერვისების მითითებული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. თქვენი ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენება ინდივიდუალური მიდგომა.
დაგვიკავშირდით ახლავე!
გაგზავნეთ თქვენი განაცხადი