ნანა ფარჩუკაშვილი
ნანა ფარჩუკაშვილი ,,KH & PARTNERS“-ს ასოცირებული პარტნიორია. ნანას აქვს ადვოკატად მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება, იგი სპეციალიზირდება სამოქალაქო, კოპრპორატიული, სახელშეკრულებო, სანივთო სამართლის დარგში, აწარმოებს საქმეებს საკონსტიტუციო სასამართლოში.
ნანას სახით ჩვენს გუნდს ყავს მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მქონე წევრი, რომელიც ზრუნავს მომხმარებელთა საქმიანობის, ნებისმიერი განხრის იურიდიული მხარის გამართულობაზე. მომხმარებელი, რომელთანაც ნანასთან უთანამშრომლიათ აღნიშნავენ, რომ ,,ნანასთან მუშაობა კომფორტული და მარტივია.
იგი პროფესიონალია თავის საქმეში, ყოველთვის მზად არის დასახმარებლად და ხშირად, იმაზე მეტსაც აკეთებს ვიდრე მოეთხოვება“
ნანა გახლდათ ჟურნალ ,,სამართლის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. მისი გამოცდილება მოიცავს წარმატებულ სასამართლო დავების პრაქტიკას, ძირითადად საკუთრების უფლებების და სახელშეკრულებო დავების საკითხებზე. მისი უშუალო მონაწილეობით სასამართლოების მიერ გამოტანილია არაერთი პრეცენდენტული გადაწყვეტილება.
მისი შრომის შედეგად, მომხმარებლებმა მიაღწიეს წარმატებულ შედეგებს ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვების კუთხით, მიიღეს კონსულტაცია იურიდიულ საკითხებზე, მათ შორის მშენებლობის ნებართვის მიმართულებით და იმედიანად ოპერირებენ ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. ნანა გახლდათ კერძო საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე და არბიტრი. კორპორატიულ მომსახურეობას უწევს მრავალ კომპანიას, მათ შორის წარმატებულ საამშენებლო კომპანიებს.
ნანა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სერტიფიცირებული წევრია, არის სამართლის მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და იურიდიული ფაკულტეტები, მინიჭებული აქვს ჟურნალისტისა და სამართალმცოდნეობის კვალიფიკაციები. მიღებული აქვს სერთიფიკატი საამშენებლო ნებართვის მოპოვების პროცესში, აქტიური ჩართულობისა და საქართველოს სასამართლოებში, სარჩელების წარმატებით დასრულებისათვის.
ნანა გახლავთ სამართლის აღიარებული სპეციალისტი.