გუნდი -> მიხეილ ორჯონიკიძე
მიხეილ ორჯონიკიძე, ხაჭაპურიძე და პარტნიორები, KH & Partners

მიხეილ ორჯონიკიძე

მიხეილ ორჯონიკიძე ,,KH & PARTNERS-ს ასოცირებული პარტნიორია. იგი საკორპორაციო, სამოქალაო, ადმინისტრაციული და სისხლის  სამართლის დარგის  ექსპერტია, მას გააჩნია იურისტად და ადვოკატად მუშაობის 22  წლიანი გამოცდილება. მიხეილი  სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.

განათლება.

1984 წელს წარჩინებით დაამთავრა წითელხევის პირველი საშუალო სკოლა;

1992 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი „ხიდებისა და გვირაბები“-ს სპეციალობა და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია;

1992 წელს ჩაირიცხა ქ.თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტის „იბერია“-ს იურიდიულ ფაკულტეტზე „სამართალმცოდნეობის“ სპეციალობაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1997 წელს;

 

სამუშაო გამოცდილება:

1993-1997 წლებში მუშაობდა სახელმწიფო კონცერნი „საქავტოგზა“-ში მე-10 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოში ხიდების ინჟინრად;

1997 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სისხლის სამართლის განხრით, რომელიც დაამთავრა 2000 წელს;

2000-2004 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად, შემდგომ იურიდიული განყოფილების უფროსად;

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციაში იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად;

2005-2007 წლებში მუშაობდა საბაჟო ტერმინალ „ოპიზაში“, ჯერ იურისტად, იურიდიული სამსახურის უფროსად და ადმინისტრაციის უფროსად;

2009 წლიდან გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზირებული ადვოკატი;

2012-2013 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე;

2014 წლიდან მუშაობდა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორად;

2014-2015 წლებში მუშაობდა ქ.მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად;

წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში იურისტის თანამდებობაზე, ჩაბარებული აქვს საგადასახადო, პროკურატურის და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები, თავისუფლად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.