მოგებული საქმეები ->,,KH & PARTNERS“ ადვოკატმა უდანაშაულო ბრალდებული გაამართლა.

ტ. პ. დაკავებულ იქნა ქ. თბილისში აფთიაქზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით. პროკურატურას მტკიცებულებად მოჰყავდა პოლიციელების ჩვენებები, დნმ დასკვნა და სხვა.  პირველმა ინსტანციამ მას მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა, რაც ძალაში დატოვა თბილისის  სააპელაციო სასამართლომ. საკასაციო ინსტანციაში გასაჩივრების ეტაპზე საქმეში ჩაერთო ,,ხაჭაპურიძე და პარტნიორების“ ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და უდანაშაულო ტ. პ. გაამართლა, იგი გათავისუფლდა  სხდომის დარბაზიდან.