მოგებული საქმეები -> შალვა ხაჭაპურიძემ დღეს პატრულს სასამართლო დავა მოუგო.
თამასუქი

09.02.2022

    შარშანწინ ზაფხულში, სიცხით, რომ იწვებოდა თბილისი, ერთ სასამართლო პროცესს მოვრჩი დიღომში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, რის შემდეგაც კოლეგასთან ერთად ჩემი ავტომანქანით გამოვემართე სახლისკენ, ვაკეში, ატენის ქუჩაზე. ეს ის პერიოდია ჭავჭავაძის პროსპექტი მთლიანად, რომ გადათქხრილია და დიდი საფრთხის გავლის შემდეგ, რომ ვაღწევდით სახლამდე. გახსოვთ ალბათ, დაიღუპა კიდეც ერთი ადამიანი ამ გზის რეაბილიტაციის დროს.

     მოძრაობა ცალმხრივად გადატანილია კეკელიძე ფალიაშვილის ქუჩებზე, არის საშინელი საცობები და თან ზაფხულის მხუთავი სიცხე. მოულოდნელად, ძველი ,,გაის“ სტილში, ფალიაშვილის ქუჩაზე უკნიდან მომადგა პატრულის ეკიპაჟი და გამაჩერა, გინდა თუ არა ღვედი არ გეკეთაო. ამასობაში მოძრაობა შეფერხდა, საცობი მთლად გაჩერდა, ხალხი შეწუხდა, იქვე უკან დგას ავტომანქანა, რომლის საჭესთანაც ქალბატონი ზის და მანქანაში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, 

თუმცა პოლიციელს არ აწუხებს შექმნილი სიტუაცია და ოლიმპიური სიმშვიდით აგრძელებს ჩვემს დამოძღვრას და ტრაფარეტული სიტყვებით მამცნობს:   თქვენ დაარღვით ესა და ეს მუხლი, ამოგეწერებათ ჯარიმა, პატრულ ინსპექტორი ესა და ეს. თან სულ ,,პატივცემულოთი“ მომმართავს და ა.შ. შეადგინეთ რა ოქმიც გინდათ ოღონ განტვირთეთ მოძრაობა და ეს ხალხი გაატარეთქო, (ვითომ ეს მის მოვალეობაში არ შედიოდა) ,,კიდეც, რომ არ მკთებოდა ღვედი ამ საცობში გაკვეხებულს ჯობდა არ გაგეჩერებინეთ, რადგან ამ ქმედებით საზოგადოებას უფრო მეტი ზიანი მიაყენეთ ვიდრე ჩემი დაჯარიმებით მოტანილი სიკეთეათქო“ ჩავილაპარაკე. მომიტანა ჯარიმის ქვითარი, გადმომცა და მამცნო, რომ ღვედის არ ქონის გამო დავჯარიმდი 50 ლ, რომელიც უნდა გადამეხადა ერთ თვეში. ქვითარი გამოვართვი, იქვე მანქანაში დავდე და ტანჯვით გავაგრძელე გზა ატენის ქუჩისკენ. სახლში, რომ ავედი გადავხედე ქვითარს და ოი საოცრებავ, ქვითარში წერია, რომ დავჯარიმდი ა/მანქანის მართვის დროს მობილურზე საუბრის გამო. იქვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო სამართლებრივი დავა, გავასაჩივრე კიდეც ე.წ. 12-ე ოთახში, მაგრამ უშედეგოდ, მოვიდა ტრაფარეტული პასუხი, შემდეგ გავასაჩივრე თბილისის საქლაქო სასამართლოში და დღეს ეს დავა მოვიგე! მოსამართლე ქალბატონი ნინო თარაშვილი. იტყვით ალბათ ამ 50 ლარის გამო რა ამბები აგიტეხიაო, მაგრამ პრინციპის საქმე იყო, ხომ გახსოვთ დათა თუთაშხიამ პედაგოგ შაფათავას ცოლი ურიგოდ, რომ არ გაატარა დახლთან. რატომ ჰქენი ეს დათაო? ჰკითხა მეგობარმა, მისთვის ვქენი ეგ მე! ეს როგორო? როგორ და დღეს არ გაუშვებს ერთი, ხვალ კიდევ ვინმე ჩემნაირი და გადაეჩვევა ეს ქალი უზნეო საქციელსო! ასეა ჩემი ამბვიც, იქნებ გადაეჩვიოს ეს პატრულ ინსპექტორი უკანონობას თუ არადა შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და გადმოგცემთ დოკუმენტაციის ნიმუშებს, რომლის საშუალებითაც თავადად შეგეძლებათ აწარმოოთ სასამართლოში მსგავსი ტიპის დავები და დაგეხმარებით კიდეც!
მოკლედ სამართალმა პური სჭამა!
ავტორი: ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.