- პროფესიული განვითარება -

ნებისმიერი სახის იურიდიული მომსახურება ერთ სივრცეში

ხაჭაპურიძე & პარტნიორები მხარს ვუჭერთ თანამშრომლების სურვილს შეიქმნან წარმატებული კარიერა, გაიღრმავონ განათლება, მიიღონ სამეცნიერო ხარისხები, სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ. თავად კომპანიაში შექმნილია სასწავლო ცენტრი: ,,იურიდიული აკადემია“, რომელიც ახორციელებს პერსონალის მოზადებასა და განვითარებას. ტრენინგები ტარდება სამართლის ყველა მიმართულებით ასევე  ბუღალტერიისა და ფინანსების მიმართულებთ. მსმენელთა შორის ძალიან პოპულარულია ტრენინგები  ,,ემოციურ ინტელექტში“.

სასწავლო პროგრამები შემუშავებულია თანამშრომლების მიერ დაკავებული თანამდებობების გათვალისწინებით. ,,ხაჭაპურიძე & პარტნიორები“ს  ადვოკატები თავად ატარებენ ტრენინგებს, თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ მსმენელებს.

 კომპანიაში მოქმედებს ადაპტაციის სისტემა, რაც ახალ მოსულ  თანამშრომელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფადვე ჩაერთოს კომპანიის მუშაობაში და თავისი შრომა გახადოს ეფექტური.

ჩვენს თანამშრომლებსა და მსმენელებს აქვთ საშუალება ისარგებლონ  უნიკალური სამეცნიერო ბიბლიოთეკით.

,,ხაჭაპურიძე & პარტნიორები“  ყველა პირობას ქმნის დიპლომის შემდგომი განათლების გაგრძელებისა  და პროფესიული განვითარებისათვის, მათ შორის საზღვარგარეთ.

 მნიშვნელოვანია, რომ  ახალგაზრდა პერსპექტიულ თანამშრომელს შესაძლებლობა აქვს კომპანიიდან მოიპოვოს სწავლის დაფინანსება.

ჩვენ ვამაყოფთ, რომ ,,ხაჭაპურიძე & პარტნიორებში“ მოღვაწეობენ  სამართლის მაგისტრატები, სამართლის დოქტორები და სამართლის დოქტორანტები.