სტატიები -> რას ნიშნავს და რა არის დელიქტი?

დელიქტი

02.03.2022

 ‘’დელიქტი’’ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სამართლის დარღვევას. სამოქალაქო სამართლის სფეროში  სამართლის დარღვევა იწვევს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმეგბლობას, რაც მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში აისახება და სამოქალაქო სამართალში დელიქტური ვალდებულების სახით არის ცნობილი.
ზიანი შეიძლება წარმოიშვას, როგორც სახელშეკრულებო, ისე – არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი ზიანი სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შედეგია, რომელიც დგება მხარეთა შეთანხმებით როგორც ზოგად, ისე, სპეციალურ ნორმათა მოთხოვნის საფუძველზე. ამრიგად, სახელშეკრულებო ზიანის დადგომამდე უკვე არსებობს მხარეთა შორის წინასწარ

ჩამოყალიბებული სახელშეკრულებო ურთიერთობა.
რაც შეეხება არასახელშეკრულებო ზიანს – ეს არის არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ზიანი, ანუ მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული სამართლებრივი ურთიერთობა(უფლებები, მოვალეობები)  არ არსებობს.  ამ შემთხვევაში ზიანი დგება იმ  

საკანონმდებლო ნორმების დარღვევით, რომელთა შესრულებით უზრუნველყოფილია პირთა ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების (საკუთრების უფლება, პატივი, ღირსება, ჯამრთელობა და ა.შ.) დაცვა.

ზოგადად სამოქალაქო კოდექსის მიხედვით  მოვალისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება (ზიანის ანაზღაურება) შესაძლებელია, თუ არსებობს შემდეგი სახის გარემოებები:
1) მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
2)ზიანი;
3)მიზეზობრივი კავშირი მოვალის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის;
4) მოვალის ბრალი;
ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა, თუ არ არსებობს ზიანი, ვერც ქონებრივი პასუხისმებლობა იარსებებს, ვინაიდან ზიანი არის, ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ამოსავალი წერტილი.
ყველაზე ხშირად გავრცელებული დელიქტური ვალდებულების სახეებია:
ავტოსაგზაო შემთხვევებით მიყენებული ზიანი
ჯამრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანი
მშენებლობისას მეზობლის სახლისთვის მიყენებული ზიანი
შინაური ცხოველის მიერ მიყენებული ზიანი თუ პატრონს შეეძლო უსაფრთხო ნორმების დაცვა და სხვა.

კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ზიანის მიყენებად  შეიძლება იგულისხმებოდეს ასევე არაქონებრივი მორალური ზიანი, მაგ. ფიზიკური ტრამვა, რაც ასევე შეიძლება დაექვემდებროს კომპენსირებას. როგორც წესი ზიანის ანაზღაურების დავებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საექსპერტო დასკვნას, რომელიც განსაზღვრავს ზიანის ოდენობას.

ავტორი: ადვოკატი ბიძინა ჩხეიძე.

დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.