სტატიები -> როგორ უნდა მოვიქცეთ თუ პოლიცია ,,ჩხრეკას“ ატარებს?

15.02.2022
ყოველდღე გვესმის, რომ ვინმე უკანონოდ გაჩხრიკეს, ჩაუდეს იარაღი, ნარკოტიკი და ა.შ. გავერკვეთ რა არის ჩხრეკა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?
- ჩხრეკის წინ გამომძიებელი ვალდებულია გაგაცნოთ მოსამართლის განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება, წინააღგმდეგ შემთხვევაში ჩხრეკა უკანონოა. ამიტომ მოითხოვეთ ჩხრეკის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გადმოცემა.
- ჩხრეკა შეიძლება ჩაუტარდეს პირს, ასევე ჩატარდეს საცავში, სადგომში და სხვა მფლობელობაში.
- ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება მხოლოდ ის საგანი, რომელიც აღნიშნულია განჩინებაში ან დადგენილებაში. ხშირად ამოიღებენ სხვა არადაკავშირებულ საგნებსაც, რაც უკანონობაა!
- გამომძიებელმა შესაძლოა ადგილზე მყოფი სხვა პირებიც გაჩხრიკოს, რისი კანონიერებაც სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.
- ჩხრეკის დაწყების წინ დაურეკეთ და მოიწვიეთ ადვოკატი ეს თქვენი უფლებაა! თუ არ გაკავშირებენ ადვოკატს ეს უკანონობაა!
- მოიწვიეთ დამსწრე პირი, რომელიც ყურადღებით დააკვირდება ჩხრეკის პროცესს და გადაიღებს ტელეფონით! ეს კანონით ნებადართულია!
- ადვოკატის გარეშე არ მიიღოთ მონაწილეობა არანაირი საგამოძიებო მოქმედებაში, არ მისცეთ ჩვენება და ა.შ.
- ხშირად ჩხრეკა ჩატარებულია, აღიარებითი ჩვენება მიცემულია და მხოლოდ შემდეგ აძლევენ უფლებას მოიწვიონ ადვოკატი, რაც კანონის დარღვევაა.
- არანაირი ჩხრეკა, ნიმუშის აღება, აღიარებითი ჩვენება ადვოკატის გარეშე. თქვენი ერთადერთი სიტყვა უნდა იყოს ,,ადვოკატი!“
- ადვოკატის გარეშე ხელი არ მოაწეროთ არანაირ დოკუმენტს.
- მოსთხოვეთ ჩხრეკის პროცესი გადაიღონ, ეს მათი ვალდებულებაა, ან თქვენვე გადაიღეთ, ეს თქვენი უფლებაა. თუ ჩხრეკის გადაღების უფლება არ მოგეცათ ეს დააფიქსირეთ ჩხრეკის ოქმში.
- თუ პოლიცია რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს ვიდეო გადაღებას, მაშინ მოაწვევინეთ გარეშე დამსწრე პირი, ეს მათი ვალდებულებაა! სხვანაირად ჩხრეკა არ დააწყებინოთ.
- ყურადღებით გაეცანით ჩხრეკის ოქმს, შეიტანეთ მასში უმნიშვნელოვანესი დეტალებიც კი და დაიტოვეთ ამ ოქმის ასლი.
- ჩაამონტაჟეთ მინიატურული ჩამწერი აპარატი ტანისამოსში და ფარულად ჩაიწერეთ ჩხრეკის პროცესი. (დაგვიკავშირდით და გირჩევთ სად შეიძლება შეიძინოთ მსგავსი აპარატი)
ავტორი: ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.
დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.