სტატიები -> როგორ უნდა მოვიქცეთ თუ პოლიცია ,,ჩხრეკას“ ატარებს?
ჩხრეკვა

15.02.2022

ყოველდღე გვესმის, რომ  ვინმე უკანონოდ გაჩხრიკეს,  ჩაუდეს იარაღი, ნარკოტიკი და ა.შ. გავერკვეთ  რა არის ჩხრეკა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

 

  • ჩხრეკის წინ გამომძიებელი ვალდებულია გაგაცნოთ მოსამართლის განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება, წინააღგმდეგ შემთხვევაში ჩხრეკა უკანონოა.   ამიტომ მოითხოვეთ ჩხრეკის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გადმოცემა. 
  • ჩხრეკა შეიძლება ჩაუტარდეს პირს, ასევე ჩატარდეს საცავში, სადგომში და სხვა მფლობელობაში.
  • ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება მხოლოდ ის საგანი, რომელიც აღნიშნულია განჩინებაში ან დადგენილებაში. ხშირად ამოიღებენ სხვა არადაკავშირებულ საგნებსაც, რაც უკანონობაა!
  • გამომძიებელმა შესაძლოა ადგილზე მყოფი სხვა პირებიც გაჩხრიკოს, რისი კანონიერებაც სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.
  • ჩხრეკის დაწყების წინ დაურეკეთ და მოიწვიეთ ადვოკატი ეს თქვენი უფლებაა! თუ არ გაკავშირებენ ადვოკატს ეს უკანონობაა!
  • მოიწვიეთ დამსწრე პირი, რომელიც ყურადღებით დააკვირდება ჩხრეკის პროცესს და გადაიღებს ტელეფონით! ეს კანონით ნებადართულია!
  • ადვოკატის გარეშე არ მიიღოთ მონაწილეობა არანაირი საგამოძიებო მოქმედებაში, არ მისცეთ ჩვენება და ა.შ.
  • ხშირად ჩხრეკა ჩატარებულია, აღიარებითი ჩვენება მიცემულია და მხოლოდ  შემდეგ აძლევენ უფლებას მოიწვიონ ადვოკატი, რაც კანონის დარღვევაა.
  • არანაირი ჩხრეკა, ნიმუშის აღება, აღიარებითი ჩვენება ადვოკატის გარეშე. თქვენი ერთადერთი სიტყვა უნდა იყოს    ,,ადვოკატი!“
  • ადვოკატის გარეშე ხელი არ მოაწეროთ არანაირ დოკუმენტს.
  • მოსთხოვეთ ჩხრეკის პროცესი გადაიღონ,  ეს მათი ვალდებულებაა, ან თქვენვე  გადაიღეთ, ეს  თქვენი უფლებაა. თუ ჩხრეკის გადაღების უფლება  არ მოგეცათ ეს დააფიქსირეთ ჩხრეკის ოქმში.
  • თუ პოლიცია რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს ვიდეო გადაღებას, მაშინ მოაწვევინეთ გარეშე დამსწრე პირი, ეს მათი ვალდებულებაა! სხვანაირად ჩხრეკა არ დააწყებინოთ.
  • ყურადღებით გაეცანით ჩხრეკის ოქმს, შეიტანეთ მასში უმნიშვნელოვანესი დეტალებიც კი და დაიტოვეთ ამ ოქმის ასლი.
  • ჩაამონტაჟეთ  მინიატურული ჩამწერი აპარატი ტანისამოსში  და ფარულად ჩაიწერეთ ჩხრეკის პროცესი. (დაგვიკავშირდით და გირჩევთ სად შეიძლება შეიძინოთ მსგავსი აპარატი)
ავტორი: ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.