ცირა ჯავახიშვილი
ცირა ჯავახიშვილი ,,KH & PARTNERS“-ს ასოცირებული პარტნიორია. ცირას აქვს ადვოკატად მუშაობის 22 წლიანი გამოცდილება, იგი სპეციალიზირდება სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და საერთაშორისო სამართლის დარგებში, აწარმოებს საქმეებს სტრასბურგის სასამართლოში. 2004 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 2021 წლის ივნისიდან – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადვოკატი.
ცირას სახით ჩვენს გუნდს ყავს მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მქონე ადვოკატი.
განათლება
1993-1999წ. თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობა: სამართალმცოდნეობა, იურისტის კვალიფიკაცია;
სამუშაო გამოცდილება
2000-2004 წ. არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“- ადვოკატი სისხლის, სამოქალაქო, ადმინსტრაციულ და საკონსტიტუციო საქმეებზე;
2002 წ. მოსამზადებელი კურსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში შემდეგ დისციპლინებში:
სამოქალაქო სამართალი,
სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სისხლის სამართალი,
სისხლის სამართლის პროცესი,
ზოგად ადმინისტრაციული სამართალი,
ადმინისტრაციული სამართლის პროცესი,
საკონსტიტუციო სამართალი,
სამეწარმეო სამართალი,
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი.
2002-2003წ. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის პრაქტიკული კურსი. ნიდერლანდების სამეფოსა და ჰელსინკის კომიტეტის სრული მხარდაჭერითა და მონაწილეობით;
2003-2004 წ. არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეებზე მომუშავე ჯგუფის კოორდინატორი. ადვოკატი.
2004 წ. ზაზა ხატიაშვილის საადვოკატო ფირმა „ვექილ“-ში ადვოკატი სისხლის, სამოქალაქო, ადმინსტრაციულ და საკონსტიტუციო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საქმეებზე.
2005 წ. მთაწმინდის ადვოკატურა და ირმა ჭკადუას საადვოკატო ფირმა– ადვოკატი სისხლის, სამოქალაქო, ადმინსტრაციულ და საკონსტიტუციო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საქმეებზე;
2008-2011 წ. არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“- ადვოკატი სისხლის, სამოქალაქო, ადმინსტრაციულ და საკონსტიტუციო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საქმეებზე;
2011-2019 წ. როგორც ფიზიკური პირი დამოუკიდებლად ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას სისხლის, სამოქალაქო, ადმინსტრაციულ და საკონსტიტუციო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საქმეებზე;
2019-2021 წ. ფოთის საადვოკატო ბიუროს წევრი – ადვოკატი სისხლის, სამოქალაქო, ადმინსტრაციული და საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საქმეებზე;
2022 წ. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიურო – სისხლის სამართლის საქმეთა ადვოკატი.
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული, თურქული, სომხური.
მისი შრომის შედეგად ათობით კლიენტმა მიაღწია წარმატებას სტრასბურგის სასამართლოში.