სტატიები -> რა არის თავდებობა?

თავდებობა
1. თავდებობა წერილობითი ხელშეკრულებაა, რომლის ძალითაც თავდები სხვა პირის – კრედიტორის წინაშე კისრულობს სრულ ან ნაწილობრივ პასუხისმგებლობას ვალდებულების შესრულებისათვის.
2. თავდებობის მონაწილეები არიან კრედიტორი (ბანკი), მოვალე პირი (რომელმაც აიღო კრედიტი), და თავდები პირი.
3. თავდებობას იყენებენ იმ შემთხვევებში როდესაც ბანკი არ სჯერდება მხოლოდ იპოთეკას ან გირავნობას.
4. თავდებობის დროს თავდები პირადად და მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ბანკის წინაშე; ამასთან ერთად, გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.
5. თავდებობა წარმოიშვება ხელშეკრულების საფუძველზე.
6. თავდებობის წარმოშობისათვის საჭიროა რომ მოვალესა და კრედიტორს შორის არსებობდეს ძირითადი ვალდებულება(კრედიტი, სესხი ან დავალიანება).
7. თავდები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი და ასევე სახელმწიფოც.
8. შესაძლებელია ერთი ადამიანი იყოს რამდენიმე სესხის თავდები პირი.
9.აღსანიშნავია რომ არსებობს თავდებობის ორი სახე, ჩვეულებრივი თავდებობა და სოლიდარული თავდებობა.
10. ჩვეულებრივი თავდებობის დროს კრედიტორი ვალდებულია გამოიყენოს იძულებითი აღსრულება, რითაც შეეცდება დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა ჯერ მოვალისგან, და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავს თავდებ პირს.
11. სოლიდარული თავდებობის დროს კი კრედიტორს უფლება აქვს იძულებითი აღსრულების გარეშე პირდაპირ დაიკმაყოფილოს მოთხოვნა თავდები პირისგან.
12. თავდები თვითონ არ კისრულობს მოვალის ვალდებულების შესრულებას, არამედ თავდებად უდგება კრედიტორს, რომ მოვალე შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
13. ძირითადი ვალდებულების შეწყვეტისთანავე წყდება თავდებობაც.
14. თავდებობის ხელშეკრულებაში აუცილებელია თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
15. კრედიტორი ვალდებულია აცნობოს თავდებს ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შესახებ.
16. თავდებს უფლება აქვს კრედიტორს და ასევე მოვალეს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ინფორმაცია ძირითადი ვალის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
17. თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიერ.
18. თავდებობისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ კრედიტორის დაკმაყოფილების გზით.
19. თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება მაშინ შეწყდება თავდებობაც.
20. თავდებობა შეიძლება იყოს ვადიანი და უვადო.
21. ცალმხრივად უვადო თავდებობის შეწყვეტისთვის გამოიყენება შეწყვეტის სამთვიანი ვადა, რომელიც თავდებმა უნდა დაიცვას; თუმცა, ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში თავდები მოვალეა შეასრულოს შეწყვეტამდე ნაკისრი ვალდებულებანი.
22. ვადიანი თავდებობის შეწყვეტისათვის ასევე გამოიყენება შეწყვეტის სამთვიანო ვადა ოღონდ თავდებობის დაწყებიდან უნდა იყოს გასული ხუთი (5) წელი.
23. თავდებობა არ წყდება თავდების გარდაცვალებით და ექვემდებარება მემკვიდრეობით გადაცემას.
24. მსესხებლისა და თავდების მიმართ თანაბარი იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებები ტარდება.
25. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, ქონების მოძიება, ყადაღის დადება და რეალიზაცია ხორციელდება როგორც მსესხებლის, ასევე თავდების მიმართ
ავტორი: ადვოკატი გეორგი ხარამიშვილი

დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.