გუნდი -> ქამრალი ამჯანოღლი
ქამრალი ამჯანოღლი
ქამრალი ,,KH & PARTNERS“-ს ასოცირებული პარტნიორია, იგი სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის დარგების ადვოკატია.
განათლება:
- 2015 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მიენიჭა სამართალმცოდნის ბაკალავრის ხარისხი (თსუ);
ამჟამად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი;
სამუშაო გამოცდილება:
- 5 წელია ეწევა საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
- არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიცენზირებული ადვოკატი;
- 2014 წელს სტაჟირება გაიარა თბილისის საქალაქო სასამართლოში;
- 2016 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „შემეცნებითი აკადემია“ რომლის მიზანიც გახლდათ საზოგადოებაში იურიდიული ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულის ფარგლებში ჩატარებული აქვს 50-ზე მეტი ლექცია-სემინარი;
- 2014 წლიდან მუშაობს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე;
- 2014 წელს დაიწყო კამპანია „არა ადრეულ ასაკში ქორწინებას“ რომლის ფარგლებშიც ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ჩაატარა არაერთი ლექცია-სემინარი.
ფლობს: ქართულ, აზერბაიჯანულ, თურქულ და რუსულ ენებს.