მაგდა კოტრიკაძე
,,KH & PARTNERS“-ს ასოცირებული პარტნიორია. მაგდას გააჩნია იურისტად და ადვოკატად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება, იგი გახლავთ ექსპერტი სისხლის, საარჩევნო და სასჯელაღსრულების სამართლის დარგებში.
მას გამამართლებელი განაჩენით მოგებული აქვს 15 ზე მეტი სისხლის სამართლის რთული კატეგორიის, რეზონანსული საქმეები. მონაწილეობს იღებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეების განხილვებში. სისხლის სამართლის საქმეებზე მის მიერ მიღწეულ იქნა 100 ზე მეტი საპროცესო შეთანხმება.
დაამთავრა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პროფესიულ სწავლებაში მიღებული აქვს 20 მდე დიპლომი და სერთიფიკატი. მინიჭებული აქვს ადვოკატის სისხლის სამართლის სპეციალისტის კვალიფიკაცია. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, არის სამართლის დოქტორანტი.
გახლდათ სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრის ლექტორი, USAID-ის ლიდერ ქალთა პროგრამის კურსდამთავრებული. არის ტრენერთა ტრენერის სერთიფიცირებული სპეციალისტი, სასჯელაღსრულების სამართლის სფეროში. გახლდათ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების საკანონმდებლო ინიციატივების შემმუშავებელი ჯგუფის წევრი. არის 20 მდე საგრანტო პროექტის ავტორი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აკადემია 2010“ დამფუძნებელი. არის არაერთი საარჩევნო საგრანტო პროგრამის ავტორი.
მაგდა კოტრიკაძე 25 წლიანი წარმატებული იურიდიული საქმიანობის საფუძველზე მიჩნეულია სამართლის დარგის აღიარებულ ექსპერტად.