გუნდი -> ირაკლი კოკაია
ირაკლი კოკაია ხაჭაპურიძე და პარტნიორები

ირაკლი კოკაია

ირაკლი კოკაია  ,,KH & PARTNERS“-ს ასოცირებული პარტნიორია. იგი საიმიგრაციო და  საერთაშორისო სამართლის დარგის აღიარებული ექსპერტია.   მისი უშუალო მონაწილეობით,  კომპანიის კლიენტებმა საიმიგრაციო სამართლის კუთხით მიიღეს კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება.

განათლება

  • 1992-1999 წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. მაგისტრი.
  • 1999–2001 წ. მოსკოვის დიპლომატიური აკადემია, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
  • 2001-2005 წ. მოსკოვის დიპლომატიური აკადემია, საერთაშორისო სამართლის კათედრა. საერთაშორისო სამართლის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება:

  • 2018 – შპს „მიგრაციის და თავშესაფრის ცენტრი“ დირექტორი;
  • 2014 – 2018 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი;
  • 2012 – 2013  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  • 2005 – 2018 გაეროს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისრისა და სამინისტროს ერთობლივი პროექტის იურიდიული კონსულტანტი;
  • 1999-2001 წ. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, მიგრაციის, ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი;
  • 1998-1999 წ. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი;
  • საქართველოს პარლამენტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წამყვანი სპეციალისტი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთთან ურთიერთობების დეპარტამენტი, წამყვანი სპეციალისტი;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან კავშირის დეპარტამენტი, ატაშე.
  • 2006-2018 წ. ევროპის საბჭოს ბოშათა საკითხების კომიტეტის წევრი;
  • 2010-2018 წ. მიგრაციის სამთავრობო კომისია, მიგრაციის საკითხების მუშა ჯგუფის ხელმძღვანელი.

კვალიფიკაცია

  • 2007 წ.`ლტოლვილთა სამართალის~ კურსი ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტი. იტალია, სანრემო;
  • 2007 წ.საერთაშორისო სემინარი ~მიგრაცია და ინტეგრაცია განვითარებისთვის: პოლიტიკიდან პრაქტიკამდე~. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო. იერუსალიმი;
  • 2004 წ.მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო პროგრამა ჭMD სემინარი ლიდერებისათვის – საქართველო.  ბუდაპეშტი, უნგრეთი;
  • 2003 წ. აშშ-ის საერთაშორისო სამართლის თავდაცვის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სემინარი თემაზე: “გენერალური ინსპექტორის ფუნქციები და როლი”, თბილისი;
  • 1999 წ. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული დიპლომატიური კურსები “დიპლომატიური და საკონსულო სამართალი”. თეირანი;

 

სამეცნიერო ნაშრომები/სტატიები.

  1. დისერტაცია .`ლტოლვილის სტატუსის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები რუსეთისა და საქართველოს მაგალითზე~
  2. პუბლიკაცია: “ლტოლვილთა უფლებების არსი და მთავარი მახასიათებლები”. ჟურნალი “კანონი და სამართალი”, # 3, 2004, მოსკოვი.
  3. პუბლიკაცია: “ლტოლვილები: ევროპის ახალი საფრთხე”. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიულეტენი, #10 2002.
  4. პუბლიკაცია: “ლტოლვილები: XXI-ე საუკუნის გლობალური პრობლემა”. ჟურნალი “კანონი და სამართალი”, # 10, 2002, მოსკოვი.

ჯილდოები

05.2011. ღირსების ორდენი.

უცხო ენები: რუსული და ინგლისური.

ირაკლი კოკაია,   წარმატებული იურიდიული საქმიანობის საფუძველზე,  მიჩნეულია საერთაშორისო მასშტაბის,  საიმიგრაციო სამართლის აღიარებულ ექსპერტად.