გუნდი -> სოფიო ჯაფარიძე
სოფიო ჯაფარიძე

სოფიო ჯაფარიძე

სოფიო ჯაფარიძე  ,,KH & PARTNERS-ს ასოცირებული პარტნიორია. სოფიოს  გააჩნია იურისტად და ადვოკატად მუშაობის 8  წლიანი გამოცდილება, იგი გახლავთ ექსპერტი სისხლის და სამოქალაქო სამართლის  დარგებში.

მას გამამართლებელი განაჩენით მოგებული აქვს ათობით  სისხლის სამართლის რთული კატეგორიის, რეზონანსული საქმეები. მონაწილეობს იღებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეების განხილვებში. სისხლის სამართლის საქმეებზე მის მიერ მიღწეულ იქნა 100 ზე მეტი საპროცესო შეთანხმება. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

სპეციალიზაცია: საერთო

მომსახურების ძირითადი სფერო: სამოქალაქო და სისხლის სამართალი.

2014 წელს მიენიჭა სამართალმცოდნის ბაკალავრის ხარისხი (თსუ);

2016 წელს მიენიჭა – სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (გთსუ). დაიცვა ნაშრომი თემაზე: ,,სასჯელები და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის (დევნის) ალტერნატიული მექანიზმები“ (პირობითი მსჯავრი; განრიდება, განრიდება-მედიაცია);

2014 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. ხოლო, 2015 წელს საერთო სპეციალიზაციით;

2014 წლიდან გაიარა 6 თვიანი სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში;

2015 წლიდან 2017 წლამდე დასაქმებული იყო საადვოკატო ბიუროში – კს “მოდებაძე და კომპანია” საერთო სპეციალიზაციით;

2017 წლის აპრილიდან 2017 წლის ივლისამდე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის მიმართულებით, სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახური”–ს, ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში;

2017 წლის ივლისიდან 2019 წლის 1 დეკემბრამდე იყო თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2017 წლიდან არის სისხლის სამართლის მიმართულებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი;

გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში, მათ შორის, ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების სახელმძღვანელო პრინციპებთან დაკავშირებით სარეკომენდაციო დოკუმენტის მომზადებაში;

2019 წელს მიწვეული იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო კლინიკის ,,პრო-ბონო მომსახურება” ხელმძღვანელად.

მონაწილეობა აქვს მიღებული მენტორის სტატუსით, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის გამართულ არაერთ იმიტირებულ პროცესში.

2019 წლის 10 დეკემბრიდან არის “სოფიო ჯაფარიძის საადვოკატო ბიურო”-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

2020 წლის ივნისიდან არის მენტორი ადვოკატი და ოფისში დასაქმებული ჰყავს სტაჟიორები.

2020 წლის 04 აგვისტოდან არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში სპეციალიზებული ადვოკატი სამოქალაქო – ადმინისტრაციული მიმართულებით.

2021 წლის 04 აპრილიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი.

მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სამოქალაქო (საოჯახო) და სისხლის სამართალი.