ახალი ამბები -> უკრაინაში შესაძლოა გაერომ თავისი ჯარი შეიყვანოს.
გაერო

21.03.2022

გაეროში აშშ-ს ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, უკრაინაში გაერო-ს სამშვიდობო კონტინგენტში ამერიკელი ჯარების მონაწილეობა ნაკლებ სავარაუდოა. ინფორმაციას სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.

ლინდა თომას-გრინფილდის განმარტებით, პოლონეთში ვიზიტის დროს, ამერიკის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგასთან ერთად განიხილავს სამშვიდობოების შემოყვანის საკითხს უკრაინაში.

მისი თქმით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ ის მხარს დაუჭერს ნატოს მოკავშირეებს, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ.

 

თომას-გრინფლიდმა მოლაპარაკებებს „ცალმხრივი“ უწოდა.

„არ ჩანს, რომ რუსები დიპლომატიური გადაწყვეტისკენ არიან მიდრეკილნი“, -აღნიშნა აშშ-ს ელჩმა გაეროში.

ავტორი: IPN