ახალი ამბები -> საქართველო შესაძლოა დაჩქარებული წესით მიიღონ ევროკავშირში.
ხაჭაპურიძე და პარტნიორები

03.03.2022

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ითხოვს საქართვეელოს ევროკავშირში გაწევრიანებას დაჩქარებული წესით. სიტუაციის დაჩქარება გამოიწვია რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის ფაქტმა. ევროპა აანალიზებს, რომ თუ უკრაინა საქართველო და მოლდავეთი არ იქნებიან დაცულნი ისინი აღმოჩნდებიან რუსეთის აგრესიის მსხვერპლნი.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ,,განაცხადი“  გაივლის რეგისტრაციის ეტაპს,  საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად დასჭირდება დაახლოებით 5, 7 წელი. ამ დროის განმავლობაში საქართველომ მინიმუმ უნდა მიაღწიოს: დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნას, 

რეალურ ადგილობრივ თვითმართველობას, თავისუფალ არჩევნებს, კორუფციის აღმოფხრას, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს.

ავტორი: ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე