სტატიები -> რა ელოდება პუტინს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში?
ჰააგა

03.03.2022

ჰააგის სასამართლომ (ICC) გამოძიება დაიწყო ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე.

რა არის ჰააგის სასამართლო და  რას განიხილავს  იგი?

ჰააგის სასამართლო განიხილავს 4 კატეგორიის დანაშაულს:

  • ომის დანაშაულები;
  • დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ;
  • გენოციდი;
  • აგრესიის დანაშაული;

ჰააგის ( ICC) მთავარი პროკურორია  კარიმ ხანი, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთს შესაძლოა უკრაინაში ჩადენილი ჰქონდეს  ომის  და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.

ომის დანაშაულებია: განზრახ მკვლელობა, განზრახ ძლიერ ტანჯვა, ფართომასშტაბიანი განადგურება, ქონების მითვისება, მშვიდობიანი მოსახლეობის ან ობიექტების განზრახ მიზანში ამოღება.

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებია: განზრახ მკვლელობა „ჩადენილი როგორც ნაწილი ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმისა, მიმართული  მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“.

აგრესიის დანაშაულია:  სხვა სახელმწიფოში შეჭრა, პორტების დაბომბვა და ბლოკადა.

კონკრეტულ შემთხვევაში, უკრაინა რუსეთს ბრალს სდებს ბავშვთა სახლისა და საბავშვო ბაღის დაბომბვაში, ასევე, ვაკუუმ ბომბების გამოყენებაში.

ჰააგას გამოძიების ჩატარების მიზნით 38 სახელმწიფომ მიმართა, აღნიშნულით დაჩქარდა ჰააგის სასამართლოში  საქმის წარმოების პროცედურები.

მართალია არც რუსეთი და არც უკრაინა არ არიან ICC-ს ხელმომწერები მაგრამ ეს არ გახლავთ შემაკავებელი ფაქტორი ჩატარდეს გამოძიება. თუ პუტინს ბრალს წაუყენებენ, მაშინ მას დააპატიმრებენ  ისეთ სახელმწიფოში, რომელიც აღიარებს ხსენებული სასამართლოს იურისდიქციას. თუ რუსეთიდან არ გავა პუტინი, ამასთან იქნება შენარჩუნებული მისი რეჟიმი, სასამართლო დაელოდება ხელსაყრელ დროსა და გარემოებას.

ავტორი: ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.