სტატიები -> რას უმზადებს კრემლი უკრაინას?
ხაჭაპურიძე და პარტნიორები უკრაინა

03.03.2022

წამყვანი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა იციან, რომ კრემლი  ომს აგებს, მას აღარ ჰყოფნის ადამიანური რესურსი, ჯარი გაუწვრთნელია, უდისციპლინო, დემორალიზირებული.

დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა,  სამხედრო ხელმძღვანელებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა  იციან, რომ დღეს 03 მარტს, ღამით რუსეთი გეგმავს საშინელი პროვოკაციის მოწყობას. კერძოდ პუტინი აპირებს ,,გრადით“ რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული სოფლების და იქ მცხოვრები   საკუთარი მოსახლეობის დაბომბვას, ეს პროვოკაცია იგეგმება ქ. სუმასთან, ხოლო ხვალ დილით პუტინი, ამ სოფლების დაბომბვის საფუძველზე რუსეთის ტერიტორიაზე გამოაცხადებს ,,საომარ მდგომარეობას“.   შედეგად უკრაინას დაადანაშაულებს რუსეთზე თავდასხმაში.

,,ოპერაციას“ სტატუს შეუცვლის და გამოაცხადებს  ,,ომს თავდაცვის მიზნით“.

საომარი მდგომარეობის გამოცხადებით პუტინი რუსეთის მოსახლეობას მოაქცევს სრულ  საინფორმაციო ვაკუუმში,  აკრძალავს  ქვეყნიდან გასვლას და შემოსვლას. ამ ქმედებით კი  კრემლი უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი  ხდება.

რაც ყველაზე ცუდია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სადაზვერვო სამსახურებმა იციან კრემლის ჩანაფიქრის შესახებ, ისინი უძლურები არიან წინ აღუდგნემ ამ სიბოროტეს. რა იქნება შემდგომში, კიდევ რას ჩაიდენს კრემლი არავინ იცის!

ავტორი: ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.